მოურინიო: პირველი მატჩის შედეგი ჩვენთვის ხელსაყრელია

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ლიონთან" ფრის (1:1) შემდეგ, ხელიდან გაშვებულ გამარჯვებაზე დაიჩივლა. თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში საშინაო არენაზე ხელს ვერაფერი შეუშლის.

"მეორე ტაიმში მეტოქის დაცვაში თავისუფალი ზონების მოძებნა შევძელით. ჩემი აზრით, ჩვენ მეორე გოლის გატანასთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე "ლიონი" თავის პირველ გოლთან. მაგრამ ანგარიში მეორე თამაშის წინ არც ისე ცუდია. იმედი მაქვს ჩვენი გულშემატკივრების წინაშე შემდეგ რაუნდში გავალთ", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული