მასიმო მორატი: მიუნხენშიც ასე უნდა ვითამაშოთ

AutoSharing Option
"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "სან სიროზე" "ბაიერნთან"(0:1) დამარცხებისა, მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. მილანელთა ხელმძღვანელი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და დარწმუნებულია, რომ "ინტერი" ევროპის რვა უძლიერს კლუბს შორის გასვლის შანსს ინარჩუნებს.

"არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ მოწინააღმდეგემ ბრწყინვალედ ითამაშა. ლეონარდომ გუნდი კარგად მოამზადა, მათ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს, ბევრი მომენტი შექმნეს და მთელ მოედანზე კარგად მოძრაობდნენ. ახლა კიდევ ერთი კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, მიუნხენში 1:0 გამარჯვებაც გვაწყობს. თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც მილანში, რეალური შანსი გვაქვს", - თქვა მორატიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული