მეკარე
თომას კრაფტი (ბაიერნი): მიმომხილველებმა "სან სიროზე" 22 წლის გოლკიპერში ოლივერ კანისეული "ნიშნები" შეამჩნიეს. მის ანგარიშზე არც მეტი და არც ნაკლები, ხუთი უმაღლესი კლასის "სეივია". კრაფტმა მასპინძელთა საუკეთესო მოთამაშე სამუელ ეტო'ოს სისხლი გაუშრო.
მცველები
ანტონი რევეიერი (ლიონი): ძალიან ხშირად უწევდა კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაში და აგრესიული
ჯონ ტერი (ჩელსი): კაპიტანი ტერი საუკეთესო იყო დაცვის ხაზში, მან "კოპენჰაგენის" მთავარი დამრტყმელი ძალა, დამე ნ'დოიე არ გაახარა.
კრის სმოლინგი (მანჩესტერი): კრის ვინ? დიახ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ სახეებს ამკვიდრებს ევროპაში - 21 წლის მცველმა კი "ველოდრომზე" ჩინებულად, უშეცდომოდ ითამაშა. სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ სმოლინგის კლასი დღითი დღე იზრდება.
გაბრიელ ჰაინცე (მარსელი): ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოწადინებით ითამაშა, კარგი დუეტი შექმნა ფლანგზე ანდრე აეუსთან ერთად. ამ წყვილმა კი ნანის ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.
ნახევარმცველები
არიენ რობენი (ბაიერნი): "სან სიროზე" "ინტერის" პრობლემები არადა არ რომ არ მთავრდებოდა, ჰოლანდიელის დამსახურება იყო. გომესმაც მის შორეულ დარტყმულს დაამატა.
ლუიზ გუსტავო (ბაიერნი): დებიუტიც ასეთი უნდა, თან მოქმედ ჩემპიონთან. ლუის ვან გაალი კი აცხადებს, ბრაზილიელს თამაში უკეთაც შეუძლიაო.
იოან გურკუფი (ლიონი): "რეალთან" დაპირისპირებაში გურკუფის სტანდარტულები, ლამის ერთადერთი იარაღი იყო. სტუმართა კარში გოლიც მის საჯარიმოს მოჰყვა.
ანდრე აეუ (მარსელი): ცოცხალი და შეუჩერებელი, ჯონ ო'ში დიდ გასაჭირში ჩააგდო.
თავდამსხმელები
ნიკოლა ანელკა (ჩელსი): "ჩელსის" უპირატესობა დანიის დედაქალაქში ფრანგის დუბლში აისახა.
ქარიმ ბენზემა (რეალი): გამოვიდა და ეგრევე გაუტანა ყოფილ გუნდს.
.