"ლანელი"-"დინამო" 2:1

AutoSharing Option
14.07. ლანელი. “პარკ სკარლეტსი”. 1 000 მაყურებელი
ლანელი-დინამო 2:1
გოლები: 1:0 ფოლოვსი (8), 2:0 ფოლოვსი (51), 2:1 ოდიკაძე (81. პენ.)

ლანელი დინამო
4-4-2 4-3-3
მორისი ლორია
ტომასი ოდიკაძე
ს. ჯონსი კაკუბავა
სურმენი ჰომოლა
გრისტი რეხვიაშვილი
ბოუენი კვეკვესკირი
კორბისიერო ჯიღაური
ევანსი კოტო
უილიამსი კახელიშვილი
ბონდი კოშკაძე
ფოლოვსი ჩისკო

მოთამაშე-მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
ა. ლეგი ა. გარსია

ლანელი
67. ტომასი - ლეგი
72. ფოლოვსი - რ. ჯონსი
89. გრისტი - ბეტლი
სათადარიგოები: რიჩარდსი, ჯენკინსი, ორმი, სეკერი

დინამო
57. კოტო - ლექვთაძე
65. ჯიღაური - თექთურმანიძე
70. კახელიშვილი - იაგუე
სათადარიგოები: ნადირაძე, თომაშვილი, ფირცხალავა, ფანცხავა

გაფრთხილება: კორბისიერო (23), ფოლოვსი (44),
კახელიშვილი (53), სურმენი (77), გრისტი (80), ლექვთაძე (82),

არბიტრი: მ. გესტრანიუსი (ფინეთი)

“მილსამის” დამაჯერებელი ძლევის შემდეგ ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ “დინამო” ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გასვლის საკითხს უელსშივე გადაწყვეტდა და ნახევრად-პროფესიულ “ლანელის” სოლიდურად მოუგებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ნახევრადპროფესიონალების დონეზე სწორედაც რომ ჩვენებმა ითამაშეს და მოედანზე ისეთი ამბები დატრიალდა, ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც კი სანატრელი გაგვიხდა.

კარგად გვესმის, რომ ევროპაში კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას საკმაო დრო სჭირდება და “დინამო” სულ ახლახანს დაადგა ახალ გზას, მაგრამ ალექს გარსიას გუნდმა გუშინ, 14 ივლისს იმ დონეზეც კი ვერ ითამაშა, “მილსამისთან” რომ ვნახეთ. შეიძლება, ქართულ საკლუბო ფეხბურთს საამაყო ბევრი არაფერი ჰქონდეს, მაგრამ “ლანელის” კატეგორიის გუნდთან წაგება მაინც ნამეტანია.

კიდევ კარგი, დავით ოდიკაძის მიერ გატანილმა პენალტმა “დინამო” გვარიანი სირცხვილისგან იხსნა და წყვილის ფავორიტის სტატუსი დაუბრუნა, მაგრამ უელსური ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც კი გუშინდელი მარცხი მაინც მწარე მოგონებად დაგვრჩება. სხვა რომ არაფერი, ეს შეხვედრა თუნდაც იმიტომ უნდა მოგვეგო, რომ ევროპის საკლუბო რეიტინგში დამატებითი ქულები ჩაგვეწერა.

არაერთი ხელსაყრელი მომენტის განიავების მიუხედავად, ცუდად ითამაშა მთელმა “დინამომ”, განსაკუთრებით დაცვის ხაზმა, არ იგრძნობოდა კავშირი რგოლებს შორის, ხშირი იყო ტექნიკური წუნი და თბილისელები ვერც გარსიას მიერ ნაქადაგევი კომბინაციური თამაშით გამოირჩნენ. კიდევ კარგი, გიორგი ლორიამ შეინარჩუნა კონცენტრაცია, თორემ გამანადგურებელი ანგარიშით მარცხს ვერ გადავურჩებოდით.

თუკი “ლანელის” სწრაფი გოლი შემთხვევითობად მივიჩნიეთ და გამარჯვების იმედიც შევინარჩუნეთ, მეორე ტაიმის დასაწყისში ვინმე ჯორდან ფოლოვსმა დუბლი შეასრულა და “დინამო” უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

მეტოქეს არც “ლანელის” მოთამაშე-მწვრთნელი ენდი ლეგი მოერიდა და 67-ე წუთზე დაცვა საკუთარი თავით გააძლიერა. მოკლედ, რაც დრო გადიოდა, ჩვენი გაოგნება უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენდა და კიდევ კარგი, 81-წუთზე უელსელებმა საკუთარ საჯარიმოში ირაკლი ლექვთაძე წაააქციეს...

ლექვთაძესა და გიორგი კახელიშვილს უელსში მიღებული გაფრთხილებები თბილისში თამაშის საშუალებას არ აძლევს, სამაგიეროდ, “დინამოს” რობერტინიო დაუბრუნდება.

ესპანელები კი კინაღამ დაგვავიწყდა - როგორც შემადგენლობიდან ხედავთ, ჩისკომ და კოტომ “დინამოში” სადებიუტო შეხვედრა სასტარტოში დაიწყეს, იაგუე კი შეცვლაზე შევიდა. თანაგუნდელებისა არ იყოს, ვერც ამ სამეულმა გაიბრწყინა და იმედია, “დინამოსთვისაც” და მისი ესპანელებისთვისაც მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

რადაც უნდა დაუჯდეს, თბილისში “დინამომ” სულ სხვა ფეხბურთი ითამაშოს და ეს ბარიერი უნდა გადალახოს, შემდეგი ეტაპისთვის კი ეგებ, პროგრესიც შეეტყოს, თორემ ძალიან დიდი სირცხვილი იქნება იმ კლუბთან ბრძოლაში გავარდნა, რომლის 44 წლის მოთამაშე-მწვრთნელიც შენს წინააღმდეგ მოედანზე გასვლას არ უფრთხის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თბილისში გავანადგურებთ, მაგრამ მწვრთნელი მაეჭვებს რა, უფრო უკვე ნაცადი მწვრთნელია საჭირო, მიღწევებით და ასე შემდეგ, ამას აქ მემგონი კატალონია გონია. რავიცი ვნახოთ, დინამო ლანელის გაცდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.
Geo-4ever***
14:25 16-07-2011
0
თბილისსში აუცილებლად მოვიგებთ!!!
temo
11:49 16-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული