ავტორიტეტული ბრიტანული William Hill-ის საფეხბურთო ექსპერტებმა ამ ტურნირის მოგებაზე რობერტო მანჩინის გუნდს კოეფიციენტად 6.00 დაუწესეს. "სიტის" შემდეგ კიდევ ერთი ინგლისური კლუბი მოდის – "ლივერპული" (10.00), ხოლო მომდევნო ადგილებზე ბუკმეიკერებმა "იუვენტუსი" (12.00), "სევილია" (13.00), ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო" (15.00), "ვილიარეალი" (17.00) და "პორტუ" (17.00) განალაგეს. ათეულში ასევე "ზენიტი", "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" შევიდნენ, რომელთაც ტრიუმფს კოეფიციენტად 21.00 უწერიათ.
Bwin-ი ყველაზე მაღალ შეფასებას ასევე "სიტის"
ამ კანტორამ "სიტის" მომდევნო ფავორიტები ასე განალაგა: "ატლეტიკო" (10.00), "ლივერპული" (11.00), "იუვენტუსი" (15.00), "სევილია" (17.00).
Betfair-შიც მსგავსი სიტუაციაა: "მანჩესტერ სიტი" (6.80), "ლივერპული" (12.50), "იუვენტუსი" (15.50), "ატლეტიკო" (15.50) და "პორტუ" (19.50).