გაზაევმა, გადავდგებიო

AutoSharing Option
ხუთშაბათს, ევროპის ლიგის სტარტზე კიევის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ბელარუსის ბატე-სთან ფრედ ითამაშა და ამ თამაშის შემდეგ უკრაინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

ვალერი გეორგიევიჩმა თავისი განზრახვის შესახებ ორ კიეველ ფეხბურთელს უთხრა. "ამ მატჩის შედეგი (2:2 - ავტ.) და გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში აბსოლუტურად არ მაწყობს. ყველაფერი ძალიან ცუდადაა და ასეთ სიტუაციაში დამნაშავე ყოველთვის ერთი კაცია – მთავარი მწვრთნელი", - უთხრა გაზაევმა თავის ჯერჯერობით ინკოგნიტო შეგირდებს.

ბატე-სთან ფრემდე კიეველებმა ამსტერდამის "აიაქსთან" ორმატჩიან ბრძოლაში საჩემპიონთალიგო საგზური დათმეს, ხოლო უკრაინის
ჩემპიონატში "დინამო" ლიდერ "შახტარს" ორი ქულით ჩამორჩება. რაც ჩამოვთვალეთ, მდიდარი ტრადიციების "დინამოსთვის" არადამაკმაყოფილებელი შედეგებია, რაც გაზაევმა, როგორც იქნა და, თავადაც გაათვითცნობიერა.

გაზაევის თქმით, მას კლუბის პრეზიდენტ იგორ სურკისთან შეხვედრა ექნება, რომელზეც "გადაწყვეტილებას მივიღებთ"-ო. თავად სურკისმაც თქვა: "ემოციებით ნაკარნახები ნაბიჯების გადადგმა არ მჩვევია, გაზაევს დაველაპარაკები და საზოგადოებას ჩემს გადაწყვეტილებასაც მოვახსენებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული