უეფამ ეროვნული თასების პრესტიჟზე იზრუნა

AutoSharing Option
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ ორგანიზაციის კოეფიციენტთა ცხრილში ექვს მოწინავე ადგილზე მყოფი ქვეყნების თასების მფლობელები, 2012/13 წლების სეზონიდან ევროპის ლიგის ძირითად რაუნდში პირდაპირ მოხვდებიან, ანუ საკვალიფიკაციო ეტაპისგან გათავისუფლდებიან.

თუმცა, თუკი თასის მფლობელი იმავდროულად ქვეყნის ჩემპიონიც გახდება და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ქვეყნის თასის ფინალისტს ევროპის ლიგაში მოსახვედრად შესარჩევი ეტაპის გავლა მაინც მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირდაპირ საგზურს დაეუფლება ის გუნდი, რომელიც იმ კონკრეტული ქვეყნის ჩემპიონატში ევროპის ლიგის შესარჩევ ეტაპზე მოსახვედრ ადგილს დაიკავებს.

დღესდღეობით უეფას კოეფიციენტთა
ცხრილში მოწინავე ექვსი ადგილი ინგლისს, ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას და პორტუგალიას უკავიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული