ევროპალიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები: სენსაციების გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები მთლიანობაში ლოგიკურად დასრულდა და სენსაცია არ მომხდარა.

მართალია, "ტოტენჰემი" გამოეთიშა გათამაშებას, მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ ფავორიტი სწორედაც რომ "ბაზელი" გახლდათ.

"ლაციოს" და "ნიუკასლს" პირველი მატჩები ორბურთიანი ფორით ჰქონდათ წაგებული და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ამ ფორის აღმოფხვრას შეძლებდნენ.

ასეც მოხდა - იტალიელებმა გაიბრძოლეს თურქებთან, მეორე ტაიმის შუაწელს ერთი ბურთი გაქვითეს კიდეც, მაგრამ მალევე საპასუხო მიიღეს და ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

იგივე სცენარი იყო "სენტ ჯეიმს პარკზეც", სადაც "ნიუკასლმა" გახსნა ანგარიში, მეორე გოლის გასატანად შემართულმა კი
აქეთ გაუშვა და მომდევნო ეტაპზე "ბენფიკა" გავიდა.

პირველი მატჩი ორბურთიანი უპირატესობით ჰქონდა მოგებული "ჩელსისაც" და ყაზანში ლონდონური გუნდი მშვიდად ჩავიდა.

განმეორებითი შეხვედრა "რუბინმა" 3:2 მოიგო, მაგრამ ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს - ბრიტანელთა წარმატება ერთი წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ, რადგან "არისტოკრატები" ორჯერ იგებდნენ და შესაბამისად, "რუბინს" მხოლოდ 5 გოლის გატანა თუ უშველიდა.

მოკლედ, ანგარიში კი გამოვიდა საბრძოლო, მაგრამ მთლიანობაში, "ჩელსიმ" მაინც იოლად გაიკვლია გზა.

ყველაზე დაძაბული "ბაზელის" და "ტოტენჰემის" დაპირისპირება გამოდგა - მეორე მატჩიც, პირველის მსგავსად 2:2 დასრულდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. იქ უკვე გუნდებს აღარ გაურისკავთ, ძირითადად, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ და შედეგად, საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა.

"საფეხბურთო ლატარიაში" შვეიცარიელებს გაუმართლათ და მომდევნო ეტაპზეც ისინი იასპარეზებენ.

ევროპალიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
რუბინი-ჩელსი 3:2 (1:3)
გოლები: 0:1 ტორესი (5), 1:1 მარკანო (51), 1:2 მოიზესი (55), 2:2 კარადენიზი (62), 3:2 ნატხო (75-პენ.).
რუბინი (4-4-1-1): რიჟიკოვი - კუზმინი (46. კალეშინი), მარკანო, ნავასი, ანსალდი - კარადენიზი, ორბაისი (66. დიადიუნი), ნატხო, კასაევი (72. რიაზანცევი) - ერემენკო - რონდონი.
ჩელსი (4-4-1-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, დავიდ ლუისი, პაულო ფერეირა - მოზესი, რამირესი (60. ობი მიკელი), აკე, ბენაიუნი (77. ოსკარი) - ლამპარდი (90. ივანოვიჩი) - ტორესი.
გაფრთხილება: მარკანო (რუბინი).
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 8-6; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 20-8(7-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 25 000

VideoSportall.Ge
11.04.13. რუბინი - ჩელსი 3:2


ბაზელი-ტოტენჰემი 2:2 პენ: 4:1 (2:2)
გოლები: 0:1 დემპსი (23), 1:1 სალა (27), 2:1 დრაგოვიჩი (27), 2:2 დემპსი (82).
ბაზელი (4-5-1): ზომერი - დეგენი, შერი, დრაგოვიჩი, პაკ ჯუ ჰო - სალა (111. ა. ფრაი), ელ ნენი, ფ. ფრაი, დი (59. დიაზი), შტოკერი (70. შტეინჰოფერი) - შტრელერი.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი - უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნოტონი (79. ასუ-ეკოტო) - დემბელე (59. ქეროლი), პარკერი (77. ჰადლსტოუნი) - ჰოლტბი, დემპსი, სიგურდსონი - ადებაიორი.
გაფრთხილება: შტოგერი, დი, ელ ნენი, შტრელერი - დოუსონი, ნოტონი, უოლკერი, დემპსი, დემბელე.
გაძევება: ვერტონგენი (90. ტიტენჰემი).
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 14-14(7-9); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 38 000

VideoSportall.Ge
11.04.13. ბაზელი - ტოტენჰემი 2:2 (პ.4:1)


ლაციო-ფენერბაჰჩე 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 ლულიჩი (60), 1:1 ერკინი (73).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - ბიავა (56. კლოზე), სიანი, ცანა, რადუ - კანდრევა, ლედესმა, ერნანესი, ედერსონი (73. ფლოკარი), ლულიჩი - კოზაკი (77. როცი).
ფენერბაჰჩე (4-3-2-1): დემირელი - გიონული, იობო, ქორქმაზი, ციგლერი - მეირელეში, ბარონი (73. უკანი), შაჰინი - კუიტი, ერქინი (87. კრასიჩი) - ვებო (80. თოფუზი).
გაფრთხილება: ლულიჩი, კოზაკი, კლოზე - ციგლერი, ერქინი, ბარონი.
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 15-2(7-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 0

VideoSportall.Ge
11.04.13. ლაციო - ფენერბაჰჩე 1:1


ნიუკასლი-ბენფიკა 1:1 (1:3)
გოლები: 1:0 სისე (71), 1:1 სალვიო (90).
ნიუკასლი (4-4-1-1): კრული - სიმპსონი, ვილიამსონი, იანგა-მბივა, აიდარა (67. მარვე) - სისოკო, ანიტა (62. ბენ არფა), ბიგირიმანა (46. შოლა ამეობი), გუტიერესი - კაბაი - სისე.
ბენფიკა (4-5-1): არტურ მორაეში - ანდრე ალმეიდა, ლუიზაო, გარაი, მელგარეჟო - ჯონი (76. როდრიგო), სალვიო (90. ჟარდელი), მატიჩი, პერესი, გაიტანი - ლიმა (72. კარდოსო).
გაფრთხილება: იანგა-მბივა, ვილიამსონი, კაბაი, სისე - არტურ მორაეში, პერესი, ანდრე ალმეიდა.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 10-12(5-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 52 000

VideoSportall.Ge
11.04.13. ნიუკასლი - ბენფიკა 1:1


Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ფერნანდო ტორესმა იფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული