ევროპალიგა. 1/2-ფინალი. I მატჩები: "ჩელსი" თითქმის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილის ევროპალიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა.

ლონდონის "ჩელსიმ" ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რაშიც დავიდ ლუისი დაეხმარა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველი, რომელიც ამჯერადაც ნახევარდაცვის ცენტრში მოქმედებდა, "სენტ იაკობს პარკზე" გამართული მატჩის გმირი გახდა.

შეხვედრის 94-ე წუთზე, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო, მასპინძლების კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან დავიდ ლუისი მივიდა და იან ზომერს ახლო კუთხეში გაუტანა.

მართალია, "ბაზელი" ინგლისური გუნდების "მკვლელად" ჩამოყალიბდა, მაგრამ შვეიცარიელებს ამჯერად არ გაუმართლათ.

"ჩელსი", პრაქტიკულად, ფინალშია და თუ ამსტერდამშიც იმარჯვა, მართლაც უნიკალური მიღწევის ავტორი იქნება - რამდენიმე დღის
განმავლობაში, "არისტოკრატები" ერთდროულად ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის გამარჯვებულნი იქნებიან.

საოცარი, 38-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა "ბენფიკამ", რომელიც სტამბულში "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, თანაბარი გამოდგა, მაგრამ გამარჯვება მასპინძლებმა მოახერხეს.

ანგარიშის გახსნა თურქებს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლოთ - 45-ე წუთზე ლისაბონელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც "ფენერის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა კრისტიან ბარონიმ ვერ გამოიყენა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი თურქთა მცველმა, ეგემენ ქორქმაზმა გაიტანა.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჟორჟე ჟესუსის გუნდმა წაგებას თავი ვერ დააღწია. არადა, აქამდე "ბენფიკას" 23 ოქტომბერს, მოსკოვის "სპარტაკთან" წაეგო.

ამ წყვილში გადაწყვეტილი, რა თქმა უნდა, არაფერია. ყველაფერი ერთ კვირაში, "და ლუშზე" გაირკვევა.

ევროპალიგა. 1/2-ფინალი. I მატჩები
ფენერბაჰჩე-ბენფიკა 1:0
გოლი: 1:0 ე. ქორქმაზი (72)
ფენერბაჰჩე (4-2-3-1): ვოლქან დემირელი - გ. გიონული, იობო, ე. ქორქმაზი, რეტო ციგლერი - რაულ მეირელეში (64. ს. უჯანი), მეჰმეთ თოფალი - კუიტი, კრისტიან ბარონი (86. ს. შაჰინი), სოუ (87. კრასიჩი) - ვებო.
ბენფიკა (4-3-3): არტური - მაქსი პერეირა, ჟარდელი, გარაი, მელგარეხო - ანდრე გომეში (81. კარლოს მარტინში), მატიჩი, აიმარი (46. გაიტანი) - ჯონი (64. როდრიგო), სალვიო, კარდოსო.
გამოუყენებელი პენალტი: კრისტიან ბარონი (45. ფენერბაჰჩე)
გაფრთხილება: კრისტიან ბარონი, მეჰმეთ თოფალი, ვებო - ანდრე გომეში, აიმარი, მაქსი პერეირა, ჯონი.
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 6-4 (3-3); ბურთის ფლობა: 51%-49%

იხილეთ ვიდეო:
Sportall.Ge

ბაზელი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 მოზესი (12), 1:1 შერი (87-პენ), 1:2 დავიდ ლუისი (90+4)
ბაზელი (4-3-2-1): ზომერი - ფ. დეგენი, შერი, დრაგოვიჩი, იუ ჰო პარკი - მოჰამედ ელ ნენი (65. ზუა), ფ. ფრაი, სერეი დიე (61. მ. დიასი) - მოჰამედ სალაჰი (78. დ. დეგენი), შტოკერი - შტრელერი.
ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ტერი, ე. კოული - დავიდ ლუისი, რამირესი, ლამპარდი (79. ოსკარი) - აზარი (71. მატა), მოზესი - ტორესი.
გაფრთხილება: დრაგოვიჩი, დ. დეგენი, შერი - ე. კოული, დავიდ ლუისი.
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12-16 (4-6); ბურთის ფლობა: 62%-38%;

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული