ვადუცი VS ჩიხურა - შანსი არის და უნდა მოვუგოთ!

AutoSharing Option
11 ივლისს გვეცოდინება, გააღწევს თუ არა საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 0:0 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველის თასის ფინალისტმა საქმე გაირთულა, მაგრამ შემდეგ წრეში გასვლის შანსი მაინც დარჩა.

გუნდის კაპიტანი გიორგი სომხიშვილი იმედოვნებს, რომ "რეინპარკზე" "ვადუცთან" მოგება სავსებით შესაძლებელია, თუმცა მანამდე გუნდის ამბებზე დავეკითხეთ.

"ლიხტენშტაინში ორშაბათს გავემგზავრეთ და საღამოს მსუბუქად ვივარჯიშეთ - სულ 20 წუთი ვირბინეთ. სამშაბათს და დღეს კი მწვრთნელებმა ჩვეულებრივ რეჟიმში დაგვტვირთეს.

სამწუხაროდ, თბილისურ დაპირისპირებაში დაშავებული ნიკა კვასხვაძის გარდა, შეხვედრას ჩვენი ცენტრალური
მცველი ლაშა ჭელიძეც გამოტოვებს - ისიც ტრავმირებულია. ეს ძალიან უსიამოვნო ამბავია, რადგან "ჩიხურასთვის" ორივე დიდი ძალაა.

საწყენია ისიც, რომ ყველაფერი თბილისში უნდა გადაგვეწყვიტა და ეს ვერ შევძელით. მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა გავიდეთ და ვიბრძოლოთ.

მიმაჩნია, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ, რადგან მომზადება ახალი დაწყებული გვქონდა. მას შემდეგ სულ ერთი კვირა გავიდა, თუმცა ახლა ოდნავ უკეთეს კონდიციებში ვართ.

ჩვენი მიზანია "ვადუცის" ბარიერი გადალახვა და მჯერა, ამის უნარი გაგვაჩნია. რაც მთავარია, გუნდში მართლა კარგი განწყობაა და შეხვედრას იმედიანად ველით",
- ამბობს სომხიშვილი.

მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საჩხერის "ჩიხურა" ლიხტენშტეინში "ვადუცთან" მატჩისთვის ემზადება
ჩიხურა-ვადუცი 0:0 - ერთი დონის მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავთ ბიჭებო! გაიხარეთ!!!!!
gizog
22:52 11-07-2013
0
ცჰიხურას ტამასჰს რატო არ აცჰვენებენ ტელევიზიიტ
0

სიახლეები პოპულარული