გია გეგუჩაძე: ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ისლანდიასთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

22 მარტს, "მიხეილ მესხზე" ჩატარებულ შეხვედრაში ქართველმა 21-წლამდელებმა მეტოქეს ანგარიშით 3:1 სძლიეს. ამ გუნდების კიდევ ერთი დაპირისპირება 25 მარტს  ჩატარდება.

- U21. საქართველო-ისლანდია 3:1 - რომანი დუბლით [VIDEO]

"მოხარული ვარ, რომ ამ მატჩში ასეთი შედეგი დაფიქსირდა. მეორე მხრივ, ჩვენთვის ასევე მთავარია ის, რომ მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის.

მანამდე კიდევ დაგვრჩა 3 ამხანაგური მატჩი და ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ვმართავთ მოლაპარაკებას კიდევ ერთ პოტენციურ მეტოქესთან და ესეც
თითქმის გარკვეულია. ოფიციალურად რომ მორჩება ყველაფერი, მერე გამცნობთ.

არიან ტრავმირებულებიც და ისინიც, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა".
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქრტამიტაა ხია ნაკრების კარი ტუ მეგობრობა-ცმაკაცობიტ?
gega
10:02 25-03-2017
0
ნონიკაშვილი გამოიძახე
hggg
22:49 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული