U21. მონტენეგრო VS საქართველო - გეგუჩაძის გუნდის მეორე ტესტი

AutoSharing Option
დღეს, 12 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად მონტენეგროში, ადგილობრივ თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. მატჩი პოდგორიცაში თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.

- გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე დღის წინ ამხანაგურად სოფიაში, ბულგარეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთთან წააგო [VIDEO]

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1-ელ სექტემბერს, პოლონეთთან გასვლითი მატჩით ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქეები მესამე შესარჩევ
ჯგუფში ასევე არიან: დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ირაკლი ლაპარკი არის არგენტინა საქართველოს თამაშზე.
ქუთაისელი
13 ივნისი 2017 11:15
0
გეგუჩაძე ჭკვიანი მწვრთნელია და დანაკლისის მიუხედავად შესაბამის დასკვნებს გამოიტანდა და არ გამიკვირდება რომ დღეს მოვიგოთ. ტაბიძეს და არაბიძესაც თუ დაიხმარს ეს ნაკრები ამ ქვეჯგუფის მოგება საკმაოდ რეალურად მოჩანს. არაბიძეს წლევანდელი 19 წლამდელებიც აქვს სათამაშო.
რაგბისტებმა არა მგონია ჩრდილო ამერიკის ტურნეში წააგონ.
irakli Apkhaidze
12 ივნისი 2017 21:33
0
საბურთალოს ბირთვი ბალკანეთშიც წააგებს, მათი ბედს რაცბისტებიც გაიზიარებენ. ლამის მთელი კონტინენტი იფრინა გუნდმა, და არ მგონია რომ წააგოს.
ქუთაისელი
12 ივნისი 2017 15:39
0
ლინკი დადეთ თუ არსებობს ამისთანა:)
murtalo
12 ივნისი 2017 15:10
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული