U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
პორტუგალიისთვის მასინ გახდება საქართველო ანგარიშგასაწევი როდესაც 32 საუკუნე იქნება
ხხო
03 ივლისი 2017 19:18
0
რომ წავაგებთ და მერე გახსენდებათ ბავშვთა ფეხბურთი,რამეს აკეთებთ ბავშვთა ფეხბურთისთვის,სახელმწიფო აფინანსებს კლუბებს ,მაგრამ არა ბავშვთა ფეხბურთს,და ერთი ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ ბავშვთა მწრთვნელებს,ხალხი ენთუზიაზმე მუშაობს.და სწორედ მაგ ასაკებში აქვს შედეგები და არა დიდ ნაკრებში,სასურველია უფრო უკეთესი იყვეს,
zaza
03 ივლისი 2017 18:52
0
მონდომება მართლა არ აკლდათ მაგრამ... ფიზიკურად რომ ზალიან სუსტები არიან უკვე არაერთმა აღნიშნა აქ, შეხედეთ პორტუგალიის ფეხბურთელებს როგორი სპორტული აღნაგობა აქვთ და მერე ჩვენ ბიჭებს შეხედეთ, ეს პატარაობიდანვე არასწორი ფიზიკური მომზადების ბრალია და ტრავმებიც აქედან მოდის. ჩაკვეტაძე საუკეთესო იყო გუშინ ორივე გუნდში, არაბიძე პირველ ტაიმში ბურთს აყოვნებდა და სწრაფ შეტევებს სიმძაფრეს და აზრსაც უკარგავდა,მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარა! ან სად ნახეთ ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები ორი სამი ბიჭის გარდა?! კოხრეიძე და ჩაკვეტაძეც რომ გამოცვალეს გუნდმა ვერაფერი ვეღარ გააკეთა! საშემსრულებლო კლასი აკლიათ და ეს ყიფიანის ბრალი კი არა ბავშვთა მწვრთნელების ბრალია! 18 - 19 წლის ბიჭები 10 წელიწადი სპორტით რომ არიან დაკავებული მინიმუმ ფიზიკურად მაინც უნდა იყვნენ მზად ...
zaza
03 ივლისი 2017 17:10
0
კომენტარების წაკითხვით ფეხბურთს კიარა ქვეყანას დაუსვამ უტყუარ დიაგნოზს! Goga Kakabadze, მერაბ. ...- რა გჭირთ რა დაგემართათ, ასე რამ გაგაბოროტათ ახალგაზრდა ხალხი?! უხერხულია ამდენი ბოღმა და ღვარძლი,სხვისი წარმატებებით სიხარულს თუ ისწავლით, როდესმე თქვენც აუცილებლად გაგიმართლებთ.
ეს საქართველოა
03 ივლისი 2017 17:06
0
ME AM WAGEBAZE METAD IS MAWUXEBS ROM ,VKITXULOB KOMENTAREBS DA KRITIKAS VERSAD WAVAWYDI.LANZGVA,GESLI,BOGMA.
euhhh
03 ივლისი 2017 15:12
0
არა ირაკლი ჩვენთვის გრეხი წაგება როგორ არის გინდ პოტუგალიასთან და გინდა ანდორასთან გასაოცარი უფრო ის არის რომ ტაიმნახევარი უაზროდ დარბოდნენ კარების ჩარჩოში ან მეკარეს აძლევდნენ ბურთს ან კიდევ ერთი 30მეტრით აცილებდნენ კარს არაბიძის ჯარიმას თუ არ ჩავთვლით.ეს ის შემთხვევაა რომ ამ ნიუანსების გათვალისწინებით აღფრთოვანებულები დავრჩით რადგან სხვა დროს ამასაც ვერ ვახერხებთ.ისე სერიოზულად კი პორტუგალიას რაც სჭირდებოდა მოსაგებად ითამაშა ის თამაში არ დანიშნავდა მსაჯი პენალტს თამაშიდან გაიტანდნენ მართალია აჩის კომენტარი რაც სჭირდებოდა გერმანიას ჩილეს მოსაგებად ითამაშა ის თამაში მეტი არ იყო საჭირო იგივე ქნეს პირენეელებმა და ამ დროს ჩვენ ბოლო ნახევარი საათი მინდორზე კოტრიალისა და ფაფხურის მეტს ვერაფერს ვაკეთებთ ტრენერს ალბათ ფეოლას სკოლა აქვს გავლილი.შე დალოცვილო რაც არ იცი რატომ დებ თავს იმაზე
koki
03 ივლისი 2017 13:13
0
ეს თამაში იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა განსხვავებაა ფაფხურსა და ფეხბურთს შორის. როგორ მოუგო ერთმა მწვრთნელმა მეორეს და როგორი უსუსურები არიან ფეხბურთელები ტაქტიკურად ერთფეროვანი, გაუმართავი სათამაშო სქემის პირობებში. ხოლო ის, რომ ათი კაცის წინააღმდეგ თამაში არ ვიცით, ელემენტალურად მწვრთნელის დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს. მხოლოდ ბიჭების თავდაება და კარგი ტექნიკური მონაცემები საკმარისი არ აღმოჩნდა სასურველი შედეგის მისაღწევად.
რაც შეეხება დაღლას, ყველა დაიღლება (გერმანელების გარდა) წინასწარ შემუშავებული სათამაშო დროის შესაბამისი გადანაწილების გარეშე, ანუ პაუზების აღების გარეშე. უფრო ნათელი რომ იყოს ეს ის ეპიზოდებია, როდესაც საქართველოს ეროვნული (მთავარი) ნაკრები კარგად გამოიყურება, აი სწორედ ამ მომენტებში მოწინააღმდეგეს აღებული აქვს პაუზას და ისვენებს.
goga kakabaze
03 ივლისი 2017 11:57
0
ჯერ მინუსებზე:
ტრადიციული ქართული სენი, ბურთის კარში გამტანი კაცი არ გვყავს.
ჩვენი ფიზიკური მომზადება ორ ტაიმს არ ყოფნის.
პასებს ვაგვიანებთ და უაზროდ ვმატაობთ.
გულშემატკივრები უაზროდ ვაქებთ და ვადიდებთ. მიუხედავად იმისა რომ არაბიძე მართლა ტალანტია და გუშინ დაცვაში კარგად იბრძოლა პასების 90% დაიკარგა: ან მეტოქეს მიაწოდა, ან იმდენად ძლიერად რომ "ბოლტია" თუ "გაიკა" ისიც კი ვერ დაეწეოდა.
ერთხელ და სამუდამოდ შევიგნოთ, რომ მსაჯი საჩვენოდ მხოლოდ ამხანაგურებში თუ დასტვენს, თორემ ოფიციალურში ჯერ სერიოზული ავტორიტეტი უნდა მოიპოვო და ხელების ფენას ჯობია ბოლომდე ვითამაშოთ და არ გავჩერდეთ (კარგი ბიჭია კუცია მაგრამ ვაღიაროთ , რომ მცირე საბაბი მაინც მისცა მსაჯს. ჩასაფრებულს კი მეტი არც არაფერი უნდა).

ახლა დადებითი: ვინც ვერ დაინახა თავის თავს დააბრალოს, ასეთი მომართული ქართველ ფეხბურთელათა გუნდი მე არ მახსოვს (ალბათ ბოლო საჩხერე იყო თურქებთან). ძალიან კარგად იბრძოლეს და უფრო ყურადღებით თუ ითამაშებენ უკეთეს შედეგსაც მიაღწევენ. უყო ზუსტად ის რის გამოც რაგბისტები და კალათბურთელები მიყვარს, არ დანებდე ბოლო წვეთამდე დადე მოედანზე, ამიტომ მაინც მადლობა ბიჭებს.
ოღონდ ამავე დროს ერთი თხოვნა აქ ზოგიერთებმა გააჟღეერეს ჩეხეთი და შვედები ცოტა უფრო სუსტია პორტუგალიაზეო, არ დაიჯეროთ ბიჭებო ისინი უფრო ძალისმიერად თამაშობენ და უფრო მეტი ყურადღება და ბრძოლა დაგჭირდებათ. წარმატებებს გისურვებთ, მინდა რომ ჯგუფიდან გახვიდეთ.
ოთარი
03 ივლისი 2017 11:57
0
Merabs..merab fexburti saertod ar gcodnia.. bihebo guli ar gaitexod 5 shi gavavsebt stadions da kvela qartveli da ara qartveli saqartvelos shvilebi tkvens gverdze davdgebit.
Kaxa qartveli.
03 ივლისი 2017 11:18
0
გუშინ ჩილეს ნაკრებმა გერმანიის მეორე გუნდს, თამაშის დასაწყისში და საერთოდ, ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, მაგრამ მოიგო ვინ? რა თქმა უნდა გერმანიის ნაკრებმა და მოიგო არა თამაშის ხარისხის ხარჯზე, არამედ ტვინით. იმდენი არბენინა ჩილეს ნაკრები რომ მეძებარი ძაღლებივით გახადა და ბოლოს ისეთ შეცდომებს უშვებდნენ, დიდი ანგარიშით უნდა მოეგო გერმანიის მეორე გუნდს. ასე რომ ტვინი ბაბაია, ტვინი!!!!
achi
03 ივლისი 2017 11:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული