U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
ფურტხის გირსიხარ შენ საკარტველო. რატ უნდატ ნეტა დზალატ ფეხბურტელობა
kote
03 ივლისი 2017 00:45
0
ხალხი რა ჩუმად იყო ვერ გავიგე, თუ მიხვედი და პატივი ეცი , იყვირე რა? :უბალელშიკე", იცით რამხელა ძალაა ხალხის ჟრიამული, ამდენს ნამდვილად არ ველოდი ჩვენი ბიჭებისგან, მაგრამ წაგება წაგებაა
tamazino
03 ივლისი 2017 00:44
0
არ ველოდი,ჩვენების ასეთ კარგ თამაშს! ყოჩაღ,მართლა კარგი თაობა მოდის!
dima
03 ივლისი 2017 00:21
0
saqartvelos nakrebis fexburtelebs pirvelad hevnihne cremlebi tvalebze da es momavlis imeds madzlevs.
S.P
03 ივლისი 2017 00:18
0
დიქტორმა აღნიშნა რამდენიმე ფეხბურთელზე და მართალია ძირითადში ვერ ხვდება გუნდში მაგრამ დღეს თავი გამოიჩინაო თუ ძირითადში ვერ ხვდება ასეთ ნაკრებშიო როგორ მოხვდა ესეიგი დიდი პატრონი ყავს და პატრონიანებიც ასე თამაშობენ ძმაო მაგრად გამიტყდა ეს წაგება კიდევ იმედი მქონდა ნაღდადდ ღმერთმა ქნას დარანჩენი მაინც მოვიგოთ გული მწყდება სელექციაში ისევ ბევრი ჩაერიენ და შედეგიც მიიღთ ძმებო ზოგიერთემი შემეცოდენ ყველაფერს აკეთებდენ თავი გამოეჩინათ და თამაში გადაერჩინათ მაგრამ კლასი არ ეყოთ ფიზიკურობამ უტყუვნათ წარმატებებს გისურვებთ მაინც ბიჭებო იქნებ გაგვახაროთ ერტი მაინც მოიგეთ
gulshematkivari
03 ივლისი 2017 00:08
0
არაბიძეზე არანაკლებია რამდენიმე, თუმცა არაბიძე არ იყო საჭირო პოზიციაზე
კოლი
03 ივლისი 2017 00:03
0
ნარდადდ მინდა ეს ნაკრები გავიდეს ვინ უნამუსო იყოს არ გაეხარდეს მაგრამ სიმარტლე უნდაქ იტქვას ძმაო უნდა მოგვეგო რატო ვერ მოვიგეტ მსაჯის სეცდომას ველოდით?გაგვეტანა როცა გქონდა შანსი მაგრად მინდოდა ამ ნაკრებს მოეგო მაგრამ იმედი გამიცრუვდა რამდენიმე ფეხბურთელი ნაღდადდ არ უნდა იყოს შეცვლაზე შემოსულებმა რა ქნეს მარტო ჩაკვეტაძის იმედადდ იყავიტ ისიც ალბათ სისუსტიტ მოუვიდა ტრამვა დიდიდდ დატვირთვას ვერ გაუDზლო აქ ორმაგად იხარჯებიან და აია შედეგიც ნეტა მომდევნო თამაშები ითამაშოს
merabi
03 ივლისი 2017 00:01
0
ეს სამარცჰვინოა 1 ტამასჰია მინიმუმ პრე ვერ იტამასჰენ.. ეს იმიზაა რომ იფრასტუკტურა მარტო ტბილისჰია განვიტარული,რეგიონებსჰია კატასტროპა...
otar
03 ივლისი 2017 00:00
0
maksimalurad mondomebuli iko bichebi, magram am matchma kidev ertxel daamtkiza fizikurad zalian sustebi vart, am asakshi rom ver uzleben fizikur datvirtvas mere xo saertod, ase rom profesionali trenerebi chirdeba bavshta asakidan, zalian ukan vart tanamedrove fexburtisgan.
qomagi
02 ივლისი 2017 23:59
0
მსაჯებს ნუ აბრალებთ რამდენი სესაზლებლობა ვერ გამოიყენეს ეს დაბალ კლასზე მეტყველებს ტრამვებიც ფიზიკურ სისუსტეზე რატო იმათმა არ მიირეს ტრამვა არც ეტყობოდათ დარლა თავისუფლად თამაშობდენ კაცი გაუგდეს და ისაიც ვერ გამოვიყენეთ მაგის შემდეგ არაფერი გაგვიკეთებია თამასი მაშინ არის კარგი როცა იგებ ისე რა აზრი აქ კარგ თამაშსს ეროვნულ ნაკრებზეც მაგას ვამბობტ უნდა მოგვეგო მაგრამ რა სირცხვილია ტავის მართლება დაბალია კლასი ფიზიკურობა და დისიპლინა კუცია როგორ აისალა რა სჭირდა იგინებოდა ილანზღებოდა ტიროდა ეს ყველაფერი თვალში საცემია ძმაო მოგება გვინდა მიზეზებს ნუ ეზებტ მსაჯმა გვიქნა ამან იმან ეს არის ქართული ფეხბურთი ტავდამსხმელი არ გყავდათ ქავტარაძე როგორ არ წაიყვანეთ ვერც გავიგეთ მაგის მაგივრად ვინ წაიყვანეთ ყველაფერმა ამან წაგაგებინათ
merabi
02 ივლისი 2017 23:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული