გიორგი ყიფიანი: მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა და ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩის წინ გუნდში არსებულ განწყობასა და მიზნებზე ილაპარაკეს.

დღეს, 8 ივლისს, ქართველი 19-წლამდელები საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის ბოლო და გადამწყვეტ მატჩს ჩეხეთთან გამართავენ - მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ტურნირის ნახევარფინალში გავა. "მიხეილ მესხზე" თამაში 20:00 სთ-ზე დაიწყება.

- U19. საქართველო VS ჩეხეთი - ქუდზე კაცი!

"ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება - ჩემპიონატის დაწყებამდეც ყველა თამაშში მოგებას ვგეგმავდით. საერთოდაც, არ მჩვევია თამაშის წინ
საუბარი იმაზე, რომ გუნდს შეიძლება ფრეც აწყობდეს...

გუნდი ფსიქოლოგიურად და ყველა სხვა კომპონენტში მზადაა იმისთვის, რომ გავიდეს მოედანზე და იბრძოლოს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის", - განაცხადა ყიფიანმა სფფ-ის პრესსამსახურთან.

გიორგი კუცია (საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი):
"გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა. გულშემატკივარს ვთხოვ, აუცილებლად მოვიდეს სტადიონზე. განწყობა საბრძოლო გვაქვს, შეკრული გუნდი ვართ და თამაშს აუცილებლად მოვიგებთ!"

შალვა ბურჯანაძე (საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი):
"შანსები თანაბარია, მაგრამ ჩვენ ორმაგად მოტივირებული ვართ, რადგან ჩემპიონატი საქართველოში ტარდება და გულშემატკივრის იმედი გვაქვს, რომ გაგვამხნევებს და გამარჯვებას ერთად მივაღწევთ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
Aseti kargi fexburti karga xania ar minaxavs qartvelebis shesrulebit. Mebrzoli xasiati aqvt am bichebs da aucileblad gaimarjveben. Yvelani stadionze!
dato
11:43 08-07-2017
0
"გულშემატკივარს ვთხოვთ, აუცილებლად მოვიდეს სტადიონზეო" - ხან ფედერაციისგან, ხან სამინისტროსგან, ხან ფეხბურთელებისგან გაჟღერდა ასეთი თხოვნა და ეს ცოტა არ იყოს მიკვირს, რადგან ვშიშობ, რომ 20-30 გულშემატკივრის წინაშე თამაშს მიჩვეული 19 წლის ფეხბურთელებისთვის გადავსებული ტრიბუნები ფსიქოლოგიური წნეხი უფრო იქნება ვიდრე მხარდაჭერა
მოსაზრება
12:23 08-07-2017
0

სიახლეები პოპულარული