ორივე ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
პირველლიგელი თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილები "ფრაიბურგის" 19-წლამდელთა გუნდში ივლისის დასაწყისიდან ვარჯიშობენ. სააგენტოს დახმარებით, გერმანელები მოლაპარაკებას "ლოკომოტივის" პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან აწარმოებდნენ.
გადაწყდა თუ არა ქართველი ახალგაზრდების გუნდში დარჩენა? Fa Players-ის წარმომადგენელთა თქმით, ყველაფერი უახლოეს
როგორც გვითხრეს, "ფრაიბურგში" ორივემ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი და კლუბისგან კონკრეტულ წინადადებას ელიან, მაგრამ ტრადიციულ პრობლემას ვერ ასცდნენ: ბიჭები ჯერ მხოლოდ 17 წლისანი არიან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა - ევროკავშირის ქვეყნის გუნდს არაევროკავშირელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ეკრძალება.
ახლა კლუბში ამუშავებდნენ ვერსიებს, თუ როგორ აიყვანონ ქართველები.
მიუხედავად იმისა, რომ ჭანტურია და ჯიქია 18 წლის იანვარში ხდებიან და ოთხი თვის მოთმენა ადვილია, გერმანელებს მათი დატოვება ახლავე სურთ.
ორი წლის წინ სააგენტო Fa Players-მა ჩაიყვანა დანიაში თავდამსხმელი დავით სხირტლაძე, რომელიც უკვე "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს. მათივე რეკომენდაციით მოხვდა დანიურ კლუბში შემტევი ნახევარმცველი ლაშა შინდაგორიძეც, რომელიც "ორჰუსის" 19-წლამდელთა გუნდსა და დუბლშემადგენლობაში ერთი სეზონი თამაშობდა, მაგრამ თებერვალში დანია დატოვა.
ივლისის დასაწყისში 19 წლის შინდაგორიძე სააგენტო Fa Players-ის დახმარებით ჩეხეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი კლუბის, პრაღის "დუკლას" ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა, სადაც 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. გუნდს ის სპეციალისტი წვრთნის, რომელმაც ორი წლის პრაღის "სლავიაში" მუშაობის პერიოდში ლაშა მეკარე დავით ლეგაშვილთან და სხირტლაძესთან ერთად მიიწვია.
"ლაშას ამბავი კარგად არის. სააგენტოს მოთამაშისთვის მაქსიმალურად საუკეთესო პირობების შექმნა სურს, მაგრამ ჩეხურ კლუბებს ფინანსურად არ ულხინთ და მხოლოდ ეს დარჩა გასარკვევი.
ახლა მოლაპარაკება კონტრაქტის პირობებზე მიმდინარეობს, თორემ ლაშა მოეწონათ და მისი დარჩენა გადაწყვეტილია.
ყველაფერი კვირის ბოლოს გადაწყდება და თუ ყველა საკითხი ლაშას სასარგებლოდ გადაწყდა, ჯერ დუბლებში დაიწყებს და პირველ გუნდში დასამკვიდრებლად რამდენიმე თვე ექნება", - გვითხრა სააგენტოს წარმომადგენელმა გუგა კაჭახიძემ.
თავად ლაშა შინდაგორიძესაც გავესაუბრეთ:
"დანიაში დუბლებში სულ ვთამაშობდი, გოლებიც გამქონდა და ტრაბახში არ ჩამომართვათ და, მაქებდნენ, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში არ მათამაშებდნენ და ამიტომ წამოვედი. საქართველოში დაბრუნებული საფეხბურთო კლუბ "სასკოში" თენგიზ კაციასთან ვვარჯიშობდი.
დანიის შემდეგ "ტორპედოდან" მქონდა შემოთავაზება. ქუთაისში ჯერ კიდევ ზამთარში მიმიწვიეს, ახლაც დამელაპარაკნენ და ეს ინტერესი სასიამოვნო იყო, მაგრამ ევროპაში მსურდა თამაში და უარი ვთქვი. თანაც, ხანგრძლივ კონტრაქტებს მთავაზობდნენ - მინიმუმ, სამწლიანს, რომლის დასრულების შემდეგაც ევროპაში გადასვლის შანსი, ფაქტობრივად, აღარ მექნებოდა.
დანიაში ნავარჯიშებ ფეხბურთელს ჩეხეთში დამკვიდრება არ გაუძნელდება. "დუკლასთან" ყველაფერი გარკვეულია, მხოლოდ პირადი კონტრაქტის საკითხები დარჩა გადასაწყვეტი, მაგრამ მირჩევია ჩეხეთში დაბალ ხელფასზე ვითამაშო, რადგან ევროპულ ფეხბურთში წინსვლისა და გაზრდის მეტი საშუალებაა.
ალბათ, ჩეხეთში ორ კვირაში გავემგზავრები. მანამდე კი "სასკოში" ვემზადები. ფიზმომზადებაში კი ავთო ბერიძე მავარჯიშებს", - ამბობს შინდაგორიძე.
ჭანტურია-ჯიქიას ასაკი აბრკოლებთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"