გია ცეცაძე: ძალიანაც კარგი, თუ ფრანგების მწვრთნელი არ გვიცნობს

AutoSharing Option
16 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რიგაში ევროპის ჩემპიონატისწინა შეკრება ადგილობრივ "დაუგავასთან" საკონტროლო მატჩით დაასრულა.

ლატვიის ჩემპიონატის მესამეადგილოსანთან შეხვედრა გია ცეცაძის გაწვრთნილების გამარჯვებით, 6:1 დასრულდა: ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, თითო-თითო გაიტანეს გიორგი ფანცულაიამ, გურამ სამუშიამ, ნიკა კაჭარავამ და ლუკა ზარანდიამ.

საქართველო U19-დაუგავა 6:1
გოლები: ზივზივაძე (2), ფანცულაია, სამუშია, კაჭარავა, ზარანდია
საქართველო U19: მიქავა, მთივლიშვილი, სანდოხაძე, ნ. ჭანტურია, უბილავა, ცნობილაძე, ენდელაძე, მარკოზაშვილი, არაბული (კაპ), ფანცულაია, ზივზივაძე
შეცვლაზე: ზარანდია, კაჭარავა, დვალი, გეგეჭკორი, სამუშია, გურეშიძე.

შეგახსენებთ, რომ პირველ საკონტროლო შეხვედრაშიც რიგის "სკონტო 2"-თან ჩვენმა
გუნდმა ამდენი გოლი გაიტანა და სოლიდური ანგარიშით (6:0) გაიმარჯვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო ვარჯიშზე გუნდმა პენალტების სერიაში წაივარჯიშა.

ლატვიური შეკრება ფედერაციის ვებგვერდთან 19-წლამდელთა თავკაცმა, გია ცეცაძემ შეაჯამა და ფრანგ კოლეგას გამოეხმაურა.

"ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. მშვენიერი პირობები იყო და კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით, ბიჭების შემართებითა და კონცენტრაციით.

მადლობა ღმერთს, რა და როგორც დავგეგმეთ, ყველაფერი ისე გამოვიდა. ამ მომზადების შედეგი კაუნასში გამოჩნდება. ერთადერთი, კარგი იქნებოდა, ევროპალიგაზე თამაშის გამო გვიან დამატებული ბიჭები თავიდანვე ჩვენთან მომზადებულიყვნენ. თუმცა ეს ჩვენს თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს.

ბიჭებიც და მთელი სამწვრთნელო შტაბიც
20 ივლისს მოუთმენლად ველით და გვინდა, ეს დღე მალე დადგეს. საფრანგეთის მწვრთნელი ჯგუფის ფავორიტად თურქეთს ასახელებს, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ჯგუფს ფავორიტი არ ჰყავს და ყველას შანსი თანაბარია.

შეიძლება, ის ყველა გუნდს კარგად არ იცნობს, ან საგანგებოდ აკეთებს ასეთ განცხადებას. დაფარული არაფერია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მატჩებიც გაა
ანალიზა და გუნდის თამაში შეისწავლა, მაგრამ თუ მართლა არ გვიცნობს, ეს კარგია", - ამბობს ცეცაძე.

მატჩის შემდეგ გუნდი კაუნასში გაემგზავრა და სასტუმრო "რადისონში" დაბინავდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება "მე-9 არხმა" შეიძინა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "სკონტო 2" გაანადგურა
19-წლამდელების მეტოქე: ფრანგების დამრიგებელი ფავორიტად თურქეთს თვლის
გია ცეცაძე: პირველი შეხვედრა სწორედ ფავორიტთან სჯობდა
გია ცეცაძე: ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ჯგუფიდან გავიდეთ
გია ცეცაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
გია ცეცაძე: ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულურიც - სულ შეტევაა
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული