საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "სკონტო 2" გაანადგურა

AutoSharing Option
ლატვიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრება გრძელდება.

11 ივლისს გია ცეცაძის გაწვრთნილები რიგის "სკონტოს" დუბლშემადგენლობას ამხანაგურად შეხვდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით, 6:0 დაამარცხეს.

გოლები:
1:0 ლევან გეგეჭკორი (სამუშიას პასით), 2:0 ზივზივაძე (მარკოზაშვილის პასით), 3:0 ფანცულაია (მთივლიშვილის პასით), 4:0 სამუშია (კაჭარავას პასით), 5:0 ფანცულაია (სამუშიას პასით), 6:0 სამუშია (კაჭარავას პასით).
საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, გურეშიძე, გეგეჭკორი, უბილავა - ცნობილაძე, სამუშია, მარკოზაშვილი, ენდელაძე - არაბული, ფანცულაია.

შეცვლაზე შევიდნენ: მიქავა, კაჭარავა, ზარანდია.

* * *
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველ ტაიმში, საჯარიმოს ხაზთან, თემურ მარკოზაშვილის
წინააღმდეგ წაქცევისთვის არბიტრმა საჯარიმო დანიშნა, რომელიც გურამ სამუშიამ გაათამაშა და ლევან გეგეჭკორს დაუგორა. ამ უკანასკნელის დარტყმა ძლიერი და ზუსტი გამოდგა - 1:0.

მეორე ტაიმიდან კი ჩვენი ნაკრები ლაღად ათამაშდა. ჯერ თემურ მარკოზაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეგ გიორგი ფანცულაიასა და სამუშიას დუეტის დრო დადგა.

მესამე გოლი ნიკა კაჭარავას წამოწყებული კომბინაციის შედეგად გავიდა. მან ნაკრების განაპირა მცველს, დავით მთივლიშვილს გადააწოდა, რომელმაც ბურთი მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, გიორგი ფანცულაიამ კი მცველებს დაასწრო - 3:0.

ამის შემდეგ ნიკა კაჭარავა უკვე გურამ სამუშიას ასისტენტად მოგვევლინა :მოხდენილი მოძრაობით სამუშიას ბურთი საჯარიმოში შეაყოლა და მან ამ შანსით ისარგებლა - 4:0.

მეხუთე გოლი კონტრშეტევიდან გავიტანეთ, როცა მოედნის ცენტრიდან წამოღებული ბურთი სამუშიამ ფანცულაიას გაატანა და ნაკრების ფორვარდმაც დუბლი მიითვალა - 5:0.

ბოლოს საგოლე გადაცემით სამუშია კვლავ კაჭარავამ მოამარაგა და ნაკრების 7 ნომერიც დუბლის და ბოლო გოლის ავტორი გახდა – 6:0.

* * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას 16 ივლისს, ლიტვაში გამგზავრებამდე ჩაატარებენ. მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

საღამოს ჩვენი დელეგაცია თანაგუნდელის, ლაშა დვალის გასამხნევებლად სრული შემადგენლობით დაესწრო ევროპის ლიგაზე რიგის "სკონტოსა" და მოლდოვური "ტირასპოლის" განმეორებით შეხვედრას.

19-წლამდელთა ნაკრები 12 ივლისს ორჯერად ვარჯიშებს განაახლებს, საღამოს კი გუნდი სრული შემადგენლობით იქნება - ევროპის ლიგის მატჩების შემდეგ გუნდს "სკონტოდან" ლაშა დვალი დაუბრუნდება, ქუთაისის "ტორპედოდან" კი - ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

19-წლამდელების მეტოქე: ფრანგების დამრიგებელი ფავორიტად თურქეთს თვლის
U19-ის ევროპული დღიური - ნაკრები 12 ივლისს შეივსება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული