ლუკა კიკაბიძე: მიხარია, ნავსი რომ გავტეხეთ და ჰოლანდიასთან მოვიგეთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გონიერი მწვრთნელის ხელში, ბრძოლას აზრი გაცილებით ძლიერ საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებებთანაც აქვს.

გუნდის წევრებს განვლილი ეტაპის შეფასება ვთხოვეთ...

ლუკა კიკაბიძე, შემტევი ნახევარმცველი:
"ჰოლანდიასთან მოგება აქამდე ვერც ერთმა ქართულმა ნაკრებმა ვერ მოახერხა და მიხარია, ნავსი რომ გავტეხეთ.

ისეთი რევანში ავიღეთ, ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი.

გახარებული ვარ და მადლობას ვუხდი ყველა თანაგუნდელს, რადგან ნაკრებში ერთსულოვნებაა - წარმატებას ამის და სწორი თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ"
.

ასევე
იხილეთ:

ვასილ მაისურაძე: გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ
U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული