საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, პირველი მატჩი უელსელ თანატოლებთან გამართა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

მიუხედავად ცუდი სტარტისა, ვასილ მაისურაძის გუნდისთვის ყველაფერი ჯერ კიდევ არ დასრულებულა - საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჭაბუკები 14 ნოემბერს, 14:00 სთ-ზე, ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

რაც შეეხება უელსელებთან მატჩს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ანგარიში სტუმრებმა 34-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნეს. რის აბრუზესმა უძლიერესი დარტყმით ოთო გოშაძეს ახლო კუთხეში
გაუტანა.

მაისურაძის შეგირდები შესვენებამდე რამდენჯერმე კი დაემუქრნენ უელსელთა კარს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად, კიდევ ორი გოლი მიიღეს. ჯერ 44-ე წუთზე დანიელ ჯეიმსმა დააგვირგვინა თავისიანების სწრაფი კონტრშეტევა, შემდეგ კი - ჯორჯ ტომსმა (45+3).

შეხვედრის მეორე ნახევარში სტუმრებმა მიზნად კარის უსაფრთხოდ შენახვა დაისახეს და უკან დიდი ძალებით დაიხიეს. ტაიმიც, პრაქტიკულად, ქართველი ფეხბურთელების შეტევებში წარიმართა და სტუმართა კართან ხიფათიც არაერთხელ შეიქმნა, მაგრამ ლუკ პილინგის კარში გოლის გატანა ვერავინ შეძლო.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ახალაძე (46, კომახიძე), ნადარაია, კაკიაშვილი, პაპუაშვილი (46, გვარაძე), მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ბიძინაშვილი, არაბიძე, გოშთელიანი, მიქელთაძე (71, კიკნაძე).

მანამდე "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
საგიჯეტია ყველა ასაკობრივ ნაკრებში რა ხდება ეს დამაწყდა ნერვებიი. სრული ბარდაგია
tfui
16:07 12-11-2015
0
კაია, bravo bichebs, გააგრდზელეთ გუშინდელი სირცხვილი. მარტო ერთმა ტამაშობდა - არაბიდზე. Odin v pole ne voin.
Elik
16:12 12-11-2015
0

სიახლეები პოპულარული