საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში შვედეთთან წააგო

AutoSharing Option
დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის VI საკვალიფიკაციო ჯგუფში მეექვსე მატჩი შვედეთის ნაკრებთან გამართა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ბოლო შანსიც დაკარგა.

გორში ანგარიშის გახსნა სტუმრებს 22-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ორიოდ წუთში შვედების კარში გოლი გავიდა, თუმცა მსაჯმა ნიკა კაჭარავაზე თამაშგარე დააფიქსირა. შვედები 33-ე წუთზეც გადარჩნენ - გატანის კარგი შანსი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მოგვიანებით კი ჯერ გიორგი პაპუნაშვილი ურტყამდა სახიფათოდ,
შემდეგ კი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კაჭარავამ შეაგება თავი. ბურთი მცირე მანძილით ასცდა შვედების კარს.

პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთი ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა, პრაქტიკულად, შეტევაში გაატარა, თუმცა შვედებმა კარის მშრალად შენახვა მაინც შეძლეს.

შესვენების შემდეგ საწყის წუთებში შვედების მიერ მოწოდებული კუთხური სახიფათო იყო, მაგრამ გადავრჩით. მე-60 წუთზე კი უკვე სტუმრები გადარჩნენ - ჯერ ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ კაჭარავამ ბურთს ფეხი ვერ შეაგება, ერთ წუთში კი უკვე ლაშა ქოჩლაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

და იმ ფონზე, როცა უპირატესობას ვფლობდით, მაინც შვედებმა გაიხარეს - 71-ე წუთზე, თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, კერიმ მრაბტიმ ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა ბექა ქურდაძისგან შორეულ კუთხეში.

მატჩის ბედიც აქ გადაწყდა - დარჩენილ დროში გათანაბრების შანსი კუთხურის შემდეგ ლაშა დვალს ჰქონდა, თუმცა...

ალექსანდრე ჩივაძის გუნდს შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ 6 შეხვედრაში (2 მოგება, 4 წაგება) 6 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი (კ), უბილავა, ცნობილაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კაჭარავა (62, ჭანტურია), ფანცულაია (46, ქოჩლაძე).
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოაშორეთ ნაკრებს ჩივაძე,
ქართველი
17 ნოემბერი 2015 16:31
0
ერთი გუნდი დაუმსახურებლად გადავიდა შემდეგ რაუნდში სადაც მთლად მოეჭრებათ თავი,ხოლო მეორე გუნდმა კი დამსახურებლად წააგო
მურთაზი
17 ნოემბერი 2015 16:28
0
მე პირადად დარწმუნებული ვიყავი რო წავაგებდით ამ თამაშს. დროა ჩივაძე გადადგეს!
gio
17 ნოემბერი 2015 16:05
0
გაუჭირდებოდათ..
Gაუმართლათ რომ შვედეთი გორის ყანაში შეიტყუეს.ფახბურთის მოედანზე მეტით დამარცხდებოდნენ
vova
17 ნოემბერი 2015 15:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული