აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უთავკაცებს.
შეგახსენებთ, რომ 50 წლის სპეციალისტს სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", ზესტაფონის "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უმუშავია.
თბილისის "დინამოში" გია გეგუჩაძეს იურაი იარაბეკი შეცვლის.
გია გეგუჩაძის ახალგაზრდულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი მანამდე "დინამოს" პრეზიდენტმა და აღმასკომის წევრმა რომან ფიფიამ გააკეთა.
"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა. გეგუჩაძემ მთხოვა გუნდიდან გაშვება და
გეგუჩაძე არის ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის", - თქვა ფიფიამ.