გია გეგუჩაძე: შეიძლება ეს მართლაც პრობლემად გვექცეს...

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან მას შემდეგ არ გვისაუბრია, რაც ის ქვეყნის რანგით მეორე გუნდის დამრიგებლად დაინიშნა. მას შემდეგ ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ მოხდა. თუნდაც, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია რად ღირს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კი ჯერაც უმწვრთნელოდაა. აქა-იქ იმასაც გაიგონებთ, ეროვნულ გუნდს გეგუჩაძე ჩაიბარებსო.

თუ რას ფიქრობს ის ამ და სხვა საკითხებზე, ინტერვიუდან შეიტყობთ...

რა თქმა უნდა, 10 გუნდი
- თავდაპირველად, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე გკითხავთ. რას იტყვით ამ პროგრამის თაობაზე?
- ჩემი აზრით, ძალიან დიდი საქმე გაკეთდა.
პირველად ვნახეთ ამ დონეზე დამუშავებული და ყოვლისმომცველი პროგრამა.

- ამ პროგრამაში ჩადებულია 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა. ამაზე რა აზრის ხართ?
- მოდით, თავიდანვე შევთანხმდეთ ერთ რამეზე - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აუცილებელი იყო გუნდების რაოდენობის შემცირდება. ეს იმის წინაპირობაა, რომ ამაღლდება კონკურენცია, გაიზრდება დონე...

ამას დავუმატოთ ისიც, რომ გვექნება 10-გუნდიანი, ძალიან დაძაბული პირველი ლიგა...

მოკლედ, გვეყოლება 20 სრულფასოვანი, პროფესიული კლუბი. აქვე, მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება ხდება სპორტული პრინციპების დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- საქართველოს ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადადის. ამ საკითხმა ყველაზე მეტი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია...
- ჩემი აზრით, ეს ნაბიჯი აბსოლუტურად გამართლებულია და ამ ნოვაციასაც დადებითად ვუყურებ. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან ბევრი არგუმენტი, რომელიც ამ სიახლის სასარგებლოდ მეტყველებს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ქართული კლუბები სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ ევროთასებს და ეს სისტემა ამას ხელს ნამდვილად უწყობს...

არის მეორე მომენტიც - მინდვრების ხარისხი, რაც ასევე გასათვალისწინებელია. სათვალავში უნდა ჩავაგდოთ ქართული კლუბების დაფინანსების საკითხიც. ყველამ კარგად ვიცით, რომ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ისინი უფულოდ რჩებოდნენ.

მე მხოლოდ ზოგიერთი დადებითი მხარე ჩამოვთვალე, გაგრძელება კიდევ შეიძლება...

ზუსტად დღეს, მოცემულ რეალობაში...
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ნებისმიერი პროგრამის შესრულება დამოკიდებულია კადრებზე. თქვენც იცით, რა ვითარებაა დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთში. გვეყოფა კი საამისოდ მცოდნე და პატიოსანი კადრები?
- შეიძლება ეს მართლაც პრობლემად გვექცეს. თუმცა გავეცანი პროგრამას და იქ ჩადებულია ახალი კადრების მომზადების პროექტი, თუნდაც - საკლუბო მენეჯმენტის კუთხით. იქ ასევე გათვალისწინებულია არაერთი ნიუანსი. თუნდაც, სამედიცინო მომსახურების თემა, რაც ასე მნიშვნელოვანია დღევანდელ ფეხბურთში.

ჩვენ დღეს ვდგავართ ისტორიული გამოწვევის წინაშე. გვაქვს შანსი, ვუშველოთ ქართულ ფეხბურთს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ! თითოეული ჩვენგანისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ ზუსტად დღეს, მოცემულ რეალობაში მიწევს მუშაობა და პირადად მეც, როგორც ერთი რიგითი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

- ახლა უშუალოდ თქვენს საქმეზე გადავერთოთ. მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარ აქვს. ლოგიკური არ იქნება, თუ ახლავე დაიწყებთ შემადგენლობის გადახალისებას?
- ჩვენ უკვე ვაწარმოებთ სელექციას. დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. საერთოდ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. 23 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გველის სან მარინოსთან, 28-ში კი ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ ზესტაფონში, უკრაინის 21-წლამდელებთან. რა თქმა უნდა, სანაკრებო სიაში იქნებიან ახალგაზრდა, საინტერესო ფეხბურთელები. გუნდის გაახალგაზრდავებასთან ერთად, უნდა ვიფიქროთ შედეგზეც.

- უკრაინის გარდა, კიდევ თუ გექნებათ ამხანაგური მატჩები? ახლა ხომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრის გამართვაა საჭირო...
- მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახოთ...

მათი ნიჭი ქვეყანას ეკუთვნის
- უკრაინასთან მატჩის ზესტაფონში დაგეგმვა, ალბათ, სანაკრებო ფერხულში რეგიონების ჩართვითაა განპირობებული...
- ცხადია, ნაკრები ხომ მთელი ქვეყნისაა. რეგიონებში თამაშს მივესალმები. ერთია ოღონდ - იქ უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კომფორტული სტადიონი, ხარისხიანი მინდორი, გასახდელები... ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრგან იქნება ასეთი რამ.

- შევეხოთ ახალგაზრდულ ნაკრებში თქვენი ასისტენტების თემას. როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია, რომ ფიზმომზადებაზე სერბი ივან ვუჩეტიჩი იზრუნებს. ამბობენ, რომ თქვენი პირველი თანაშემწე "საბურთალოს" ამჟამინდელი თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი იქნება, ვისთან ერთადაც წარმატებით მუშაობდით "ზესტაფონში"...
- მოდით, ნუ ვიჩქარებთ. მოვა დრო და გამოვაცხადებთ მათ ვინაობას, ვინც ახალგაზრდული ნაკრების გაწვრთნაში დამეხმარება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტზე. ეს თემა, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ისინი კარიერის რაღაც ეტაპზე პროფესიულ ზრდას წყვეტენ და უკან-უკან მიდიან. რა არის ამის მიზეზი?
- ძალიან მნიშვნელოვან და ტევად თემას შეეხეთ. სიმართლე გითხრათ, ცოტა ძნელია ასეთ ფორმატში უპასუხო ამ კითხვას, თუმცა შევეცდები... რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არსებობს, ოღონდ შევთანხმდეთ ერთ რამეზე - ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს. ჩვენ გვაქვს დიდი ნიჭი, რომელსაც, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვიყენებთ.

ფეხბურთელებამდე უნდა მივიტანოთ ერთი რამ - ისინი არ თამაშობენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მათი ნიჭი ქვეყანას ეკუთვნის. ისინი ვალდებულნი არიან, მოუფრთხილდნენ ამ ნიჭს და მაქსიმალურად განავითარონ ის.

შეტევა, კრეატივი, კომბინაციური ფეხბურთი
- შეტევა, კრეატივი, კომბინაციური ფეხბურთი - ასეთია გია გეგუჩაძის სამწვრთნელო ფილოსოფია. შენარჩუნებული იქნება ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში?
- მე არ შემიცვლია ჩემი სამწვრთნელო ხედვა და სწორედ ასე მინდა, რომ ითამაშოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა.

მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური ფეხბურთელების მიწოდებაა, მაგრამ, ამავე დროს, წეღანაც აღვნიშნე, არ უნდა დაგვავიწყდეს შედეგი - ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

- ბევრი დღესაც ამბობს, ეროვნულ ნაკრებს ბოლოს მაინც გია გეგუჩაძე ჩაიბარებსო. ზოგს ვერ წარმოუდგენია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ქვეყნის მთავარი გუნდის გაწვრთნის წინადადება არ მიგიღიათ...
- გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და გულწრფელად - თავიდანვე ლაპარაკი იყო მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზე! არანაირი წინადადება არ მიმიღია ეროვნულ გუნდთან დაკავშირებით. არ ყოფილა საერთოდ ამაზე საუბარი.

- ბოლოს, ეროვნული გუნდის მომავალი მწვრთნელის თაობაზეც უნდა გკითხოთ. ნაკრებისთვის მწვრთნელის შერჩევის დრო რომ დგება, ეს კითხვა ყოველთვის ისმის - ქართველი თუ უცხოელი? საერთოდ, როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?
- მე არ ვარ წინააღმდეგი არც ქართველის და არც უცხოელის. მთავარია, ისეთი მწვრთნელი იყოს, საქართველოს ნაკრებს რომ გამოადგება. შეიძლება სჯობდეს გამოცდილი მწვრთნელის მოყვანა, შეიძლება ახალგაზრდამ უფრო გაამართლოს. ძნელია ამის წინასწარ განსაზღვრა. მჯერა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს გულშემატკივარს სურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბატონა გია, რომ წერთ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა კარგიაო, იმას ითვალისწინებთ, რომ ჩემპიონი და პრიზიორები ევროპაზე ჩაერთვებია მხოლოდ 9-10 თვის შემდეგ??? იქნებიან კი იმ დროისათვის ისინი თავისი სტატუსი შესაფერის ფორმაში??? დიდი ალბათობით, როგორც ჩვენს ჩემპიონატს სჩვევია, შეიძლებ სულ სხვა გუნდები იქნენ გამოსული მოწინავე პოზიციებზე!!! ამისათვის იბრძოდა ლობანოვსკი, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი გადასულიყო შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატში, თუმცა იმ ბიუროკრატიულ აპარატთან ჭიდილში ვერაფერს მიაღწია. ახლა კი რუსები თავად მიხვდნენ ამას და შარშან გადავიდნენ კიდეც შემოდგომა-გაზაფხულზე. ჩვენ კი რა გვემართება ძველს ვუბრუნდებით???
გიორგი
26 თებერვალი 2016 14:34
0
მწვრთნელების მოწვევის იდეა კარგია, მაგრამ უცხოეთში კვალიფიციურ სპეციალისტებს ოქროს ფასი აქვთ.

იქნებ დადგა დრო, ჩამოყვანილი ფიზმომზადების მწვრთნელებისგან შედეგის გარანტიაც რომ მოითხოვოთ?

სირბილის სწავლას და სისწრაფის მომატებას რაც შეეხება - ამას ზოგადი ფიზმომზადების მწვრთნელი ვერ უშველის. კონკრეტულად ამ სფეროს სპეციალისტი გჭირდებათ.

ჩვენ ფეხბურთელებს 2 ტაიმის მაღალ ტემპში სირბილი თუ მართლა ასწავლით ქართული ფეხბურთი მომგებიან სფეროდ გადაიქცევა!!!!
სირბილის სწავლების ცენტრი
26 თებერვალი 2016 00:04
0
ავთო ,რატომგაც სანდრო გურეშიძე გამოგრჩა
zaza
25 თებერვალი 2016 23:23
0
ვა, ეს უცბათ ნონა გაპრინდაშვილი არ მეგონა?
:DDDDDDDDDDDDDDDD
გიგილო
25 თებერვალი 2016 22:24
0
ამდენი ტყუილიტ ხალხი გაიბერა ახლა ესენი როდის გაძგებიან ამხელა ფულზეა ლაპარაკი და ამ ტანხიდან ნახევარზე მეტი ამატია უკვე განაწილებული აქვტ ფეხბურტს ჩემი ფეხები ფეხბურტი და შედეგი სუკლ კიდიატ
gio
25 თებერვალი 2016 18:54
0
აქ,სპორტალზე არის ინტერვიუ ძიუდოისთა მწვრთნელთან,მინდია ბოდაველთან...
–თვით ჩვენი ძიუდოისტები(მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოები) არიან გაოცებულები!ჩვენ თუ ფიზიკაში არ ვისწავლეთ მომზადება,მაშინ 265 მილიონზე ათჯერ მეტიც ,რომ დავხარჯოთ ფეხბურთში,შედეგი არ გვექნება!ამერიკაში საუკეთესო მედიცინაა,შესაბამისად ფიზიკური მომზადებაშიც ამერიკელები არიან მოწინავე....მხოლოდ კლუბებისთვის დაფინანსების გაზრდით შედეგს ვერ მივიღებთ!ხარისხია (წვრთნის,მეთოდოლოგიის,ფიზიკური მომზადების,სისწრაფის გაუმჯობესების)მთავარი და 265 მილიონიდან უმთავრესი ხარჯები სწორედ საწვრთნელი ვარჯიშის ხარისხის გაუმჯობესებაში(უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სპეციალისტები!)უნდა დაიხარჯოს!..პ.ს. არ ვიზრუნებთ ამ პრობლემაზე და შედეგს მივიღებთ მხოლოდ ბიუჯეტის(ხალხის)ფულის,,შეჭმაში,,
ზაზა
25 თებერვალი 2016 17:53
0
რას ეძებთ უცხოელ ან თუნდაც ქართველ მწვრთნელს პირველი ნაკრებისათვის. აგერ გყავთ avto. მიაგენით და დანიშნეთ. ვერ ხედავთ, რა "ბრძნულ" რჩევებს აძლევს გეგუჩაძეს! მოძებნეთ ეს კაცი და მორცა ყომარი!!!
kalistrate salia
25 თებერვალი 2016 17:34
0
ახლა კი დავრწმუნდი, რომ ჩვენთან ფეხბურთის გაგებაში საერთოდ არ არიან. გაზაფხული-შემოდგომა ჩემპიონატის ჩატარება გრენლანდიაა ჩვენი ქვეყანა? ძლივს მოვერგეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად სეზონის სექტემბერში დაწყებას და ესენი მგონი საბჭოთა კავშირში გვექაჩებიან.
gigoia
25 თებერვალი 2016 17:15
0
როგორ არი შანსი, თქვი ავთო
avto
25 თებერვალი 2016 16:44
0
რა კითხვებს უსვამთ რა უნდა გაახალგაზრდავოს ჯერ კიდევ აქვს ამ გუნდს გასვლის შანსი მეორე ადგილიდან. ნიკა ჭანტურიას ლაშა დვალს ოთარ კაკაბაძეს მათე ცინცაძეს გიორგი აბურჯანიას გიორგი პაპუნაშვილს რას უშვებით გუნდმა უნდა ითამაშოს ოპტიმალური შემადგენლობით!!!
გეგუჩ ესენი გამოიძახე: მეკარეები: ბექა ქურდაძე ოთარ გოშაძე მცველები: ოთარ კაკაბაძე დავით მთივლიშვილი ნიკა ჭანტურია ლაშა დვალი ჯიმი ტაბიძე გიორგი თევზაძე დავით უბილავა ნახევარმცველები: მათე ცინცაძე გიორგი აბურჯანია გიორგი ხარაიშვილი დაჩი ცნობილაძე გიორგი პაპუნაშვილი ლუკა ზარანდია გიორგი არაბიძე გიორგი ერისთავი ოთარ კიტეიშვილი საბა ლობჟანიძე
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ნიკა კაჭარავა დავით ჯიქია
avto
25 თებერვალი 2016 16:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული