საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად მონტენეგროსთან და 0:2 დამარცხდა.

გიორგი ყიფიანის გუნდმა ორივე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაუშვა და ორივე სტანდარტულიდან - მე-40 წუთზე ჯარიმით, ხოლო 45-ზე - პენალტით.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 24-29 მარტს, სევილიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის მზადების ფარგლებში, მომდევნო შეხვედრას მონტენეგროელ თანატოლებთან 3 მარტს ჩაატარებს.

გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით ნაკრებმა აქამდე ორი ამხანაგური მატჩი გამართა თბილისში ბულგარეთთან (0:0 და 2:0).

მონტენეგროსთან ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გოშაძე, ლოჩოშვილი (კობოური 63), მამუჩაშვილი (პაპუაშვილი 57), კიკნაძე (კოხრეიძე 57),
მიქელთაძე, ჭიჭინაძე, ბიძინაშვილი (არდაზიშვილი 57), კომახიძე (ახალაძე 82), სამურკასოვი (ფოჩხუა 57), ლილუაშვილი (ჩაჩუა 46), ართმელაძე (ქორიძე 63).

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
არა მგონია არაბიძეზე უკეთესი ყავდეს 19 წ
0
არაბიძე რატო არ არის ნაკრებში?
irakli apkhaidze
14:49 02-03-2016
0

სიახლეები პოპულარული