საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - დაცვას უნდა მივხედოთ! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება, სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს შანსი არ დაუტოვა.

ხშირად გამიგონია, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ანგარიშში ჩამორჩენა არაფერიაო და მართლაც, ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ ტაიმში დამარცხების შემდეგ სრულიად გარდაისახა და მეორე ნახევარში სომხებს მაგრად აჯობა. 4 გოლი ხომ გავიტანეთ და, კიდევ ერთი ამდენის შანსი ქარს გავატანეთ...

ეგაა, ელიტრაუნდის დაწყებამდე მცირე დრო რჩება და საქართველოს ნაკრების დაცვაში ნათლად ჩანს მინუსები. იმას, რაც სომხეთმა გვაპატია, იტალია, რუსეთი და ბოსნია ნაღდად არ გვაპატიებენ. თამაშის დასრულების შემდეგ
ჩვენი გუნდის ამ ნაკლზე მაისურაძემაც ილაპარაკა, თუმცა ამაზე ქვემოთ...

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. პირველი საგოლე მომენტი ნუგზარ სპანდერაშვილს შეექმნა. მის მიერ დარტყმული ბურთი სომეხთა მეკარე ვარდან შაჰატუნიმ გაჭირვებით მოიგერია.

ეს იყო და, მეზობლებმა გაგვიტანეს კიდეც. ამ ეპიზოდში ჩვენი მცველები შეცდნენ. მეკარე ლუკა გუგეშაშვილმაც, ვინც სხვა სიტუაციებში დამაჯერებელი იყო, კარი გაუმართლებლად დატოვა და ერიკ პეტროსიანმა რთული ჩანაფიქრი კარგად შეასრულა - მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

სულ მალე შეტევაში ჩართულ მოვსესიანს პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯმა არ გაატანინა. იქვე პეტროსიანმა დაგვინდო და ისე გამოჩნდა, რომ ასაკში სხვაობა ამ შეხვედრაში გადამწყვეტი უნდა გამომდგარიყო...

საქართველოს ნაკრებმა გათანაბრება მალევე სცადა. სპანდერაშვილს გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი სტუმართა კარს სულ ოდნავ ასცდა. იქვე, სომეხთა საჯარიმოში წარმოქმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გიორგი ივანიაძე გაერკვა, მაგრამ მის დარტყმასაც სიზუსტე დააკლდა.

27-ე წუთზე სომეხთა კონტრშეტევა კინაღამ მეორე გოლით დასრულდა - მოვსესიანმა ძელს გაარტყა ბურთი. ცხადი იყო, რომ მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს რაღაც უნდა შეეცვალა. შეცვალა კიდეც და მეტიც...

ჩვენმა სამარქაფოებმა გვიჩვენეს, რომ მეტად ფასეული ფეხბურთელები არიან ამ ფორმაციის ნაკრებისთვის. მარტო ეს კი არა, სწორედ მათ შემოატრიალეს თამაში და "გატეხეს" მეტოქე. ასეთ დროს ვინმეს გამორჩევა მთლად გამართლებული არ უნდა იყოს, მაგრამ... მაინც უნდა გამოვყოთ ზურაბ დავითაშვილი (ყოფილი ფეხბურთელის, სულიკო დავითაშვილის ვაჟი). როგორც შევიტყვეთ, ასაკით ის პარტნიორებზე პატარაა. არადა, ისე ითამაშა, ბევრ გამოცდილ ოსტატს შეშურდება. დასაწყისი კარგია და, ალბათ, "აბრეზასაც" (სულიკო დავითაშვილის მეტსახელი) ის უნდა, რომ შვილი სჯობდეს მამასა...

ტაიმი დაიწყო თუ არა, ანგარიში ეგრევე გავათანაბრეთ. ივანიაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ შეტევაში ჩართულმა მარცხენა მცველმა ლევან ხარაბაძემ ერთი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და სომეხთა მეკარე უშანსოდ დატოვა - 1:1.

ცოტა ხანში გიორგი ჩაკვეტაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ერთ-ერთ სომეხ უკანახაზელს ხელზე მოხვდა. დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც ზუსტად თავად ეპიზოდის გმირმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

56-ე წუთზე გიორგი კუციას პასით ისევ ხარაბაძემ გაიტანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი დავითაშვილმა დააფიქსირა. მან ლაშა ოზბეთელაშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ სომხებს ერთი ფეხბურთელი გაუძევეს, თუმცა, შეთანხმებისამებრ, სტუმრებმა ისევ 11 კაცით გააგრძელეს თამაში...

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგო. ვასილ მაისურაძეს კი საშუალება მიეცა, რამდენიმე ტაქტიკური სქემა გამოეცადა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ თამაშის ერთ-ერთ გმირს, დუბლის ავტორ ხარაბაძესა და ნაკრების თავკაცს. მანამდე კი გეტყვით, რომ ხვალ, 3 მარტს, ეს გუნდები "მიხეილ მესხზე" კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თამაში კვლავ 14 საათზე დაიწყება. დასწრება ამჯერადაც თავისუფალია.

მატჩის შემდეგ
ლევან ხარაბაძე:
"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში შეცდომები გამოვასწორეთ. გვჯერა, ელიტრაუნდში წარმატებით თამაში შეგვიძლია. გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს სტადიონზე და გაგვამხნევოს, ჩვენ კი თავს არ დავზოგავთ".

ვასილ მაისურაძე:
"ბევრი ხარვეზი იყო ჩვენს თამაშში. განსაკუთრებით, დაცვის ხაზში. როგორც ჩანს, დრო გვჭირდება, რომ საბოლოოდ შევეჩვიოთ ამ არენას...

უდავოდ სასარგებლო სპარინგი იყო. კარგია, რომ კიდევ ერთი თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან და კიდევ უკეთესი იქნება, თუ ელიტრაუნდამდე ერთ ამხანაგურ მატჩსაც მოვასწრებთ. რომ არა შეცვლები, შესაძლოა, ვერც მოგვეგო".

ამხანაგური მატჩი
01.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1
გოლები: 0:1 პეტროსიანი (9), 1:1 ხარაბაძე (43), 2:1 ჩაკვეტაძე (47-პენ), 3:1 ხარაბაძე (56), 4:1 დავითაშვილი (75)
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (60. ვირუბოვი), ქაფიანიძე (78. კასრელიშვილი), ასათიანი (55. შიხაშვილი), ხარაბაძე (78. ნიკოლეიშვილი), ნინუა, ანდრონიკაშვილი (41. დავითაშვილი), ნინუა (41. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი (41. შეწირული), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (61. ქავთარაძე).
სათადარიგო: კერესელიძე
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი: შაჰატუნი, მურადიანი (68. გევორქიანი), ხაჩატრიანი, სარგსიანი (67. ხარბუტიანი), მანუკიანი (54. გრიგორიანი), ნადირიანი (67. ტერ-პეტროსიანი), მოვსესიანი, ავაგიანი (52. სპერციანი), მოვსესიანი (41. მელქონიანი), პეტროსიანი, არუთუნიანი (67. პოღოსიანი).
სათადარიგო: ასლანიანი
მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
გაფრთხილება: ნინუა (25), კუცია (28), მოვსესიანი (32)
გაძევება: არუთუნიანი (63)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
კიდევ კარგი ავსაჯანა მოხსნეს ტორე ამ მამიკოს და ბიძიკოს ბიჭებს ვინ გამოფენდა ელიტრაუნდზე დავითაშვილის ბიჭს არ მოუწევს თავის დროზე ეთამაშა 99 რა დააშავეს რო გააქრეთ ამდენი უსამართლობა ადრე ნაგდად არ ყოფილა ორი წლით პატარებს ათამაშებთ გეგონება გასაჭ ირია 99იანების მაგრამ უპატრონოები არიან რაქნან ვასკას ვინ მიცა საშუალება თვითონ აერჩია ნაკრები აქეთ დავითაშვილი იქით მუჯირი იქით ცქიტიშვილი ყველამ ერთად დაურეკა მიტოა ქართული ფეხბურთის საქმე კარგად
vaxo
11 მარტი 2016 16:39
0
გამოყარეტ ბარემ 35 ბავშვები და ნაკრებში აიყვანეთ დინამო+ საბურთალო ვინ შეგიშლით ხელს თქვენი ნება არარის 99 არ გეყოფათ 2000 2001 ბევრი გყავთ დინამოს და საბურთალოს ბუმია რავქნატ ძმაო
gio
05 მარტი 2016 14:21
0
2001 მართლა მაგარია გულიაშვილი მაგრამ უპატრონოა მაგარი ბავშვია თუ მარტლა 99 გასაჭირი იყო უამრავი ბავშვია მე კი ყველამ მინდა ითამაშოს დძალიან ცოტა გვყავს ასეთი ბავშვები და ყველას მოვეფეროთ და მივცეთ საშუალება ითამაშოს და არ დაიჩაგროს და გული არ აუცრუოთ ზუკას გაუმარჯოს გმერთმა მაგრამ რას აჩქარებთ თავის დროზე ეთამაშა 99 მართლა ბევრი დაიჩაგრა
vaxo
05 მარტი 2016 11:53
0
xarabadze romel klubshia?
............
05 მარტი 2016 09:54
0
ქიმერიძის გატანილი გოლები აზერბაიჯანთან ყაზახებთან ორივე თამაშში ჰოლანდიაში ვიტესთან რუსეთთან ბელგიასთან ყველა თამაშზე თამაშობDა და ყოველთვის ფორმაში იყო ამ ნაკრებში ერთი ფეხბურთელია რომელსაც თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში როგოირ ვერ გამოიყენეტ სადმე გოლის გამტანი, პასის მიმცემი ჭკვიანი ფიზიკურად ძლიერი,ჩამშლელი რომელიც ზედმეტს არ აკეთებს მოედანზე როგორც მე ვიცი მინსკის ტურნირის ცინ ვარჯიშობდა აკაკი მის მეგობართან ერთად ტერეკის ფეხბურთელთან ერთად თედო გრიგალაშვილთან მთელი ერთი თვე ეხლა თქვით რო ფორმაში არ იყო
დაუნახავები ხართ

gigi
05 მარტი 2016 00:38
0
Vaxo kimeridzes cakvana shaxtars undoda da unda minsskshi unda dakvirvebkdnrn ds arcaikvsnes bavshvi rogorcmevici turnirze da emociebsakolilma da gamcsrrbulma sheagina magat ai eset warmatebaze roa saubari da shaxtars ro unda pexburteli su ro cslpexa ikos msinc unda gamoidzaxo bavshvu da magisgamo arunda dachagro gaixsenos kobiashvilma taavisi gineba msajebtan magram ik germaniaa da pexburti ukvart da gulshi arapers ar chsidrben ak girsebi ikvnen ds imito agina rogorc me gavigee shaxtarshi ro midixar da nakrebsji ro ar wagikvanen magas rogor moitmen? Tan bavshvu sircxvilia ubralod meti araperi tan me kimeridzis taamashi vici dzalianmagsri bavshvia kvela taamashis mere magaze ewera statiebi magram vinc ikvnen iimaze.uarrsebi movidnen ukve nelnela gamoashkaravdeba natelicaris kvela ro daxsnes da tavisi xalzi romoikvanes me pirikit gaxarebuli viknrbi tu esnakrebi rames miagwevs magram ragac aramgonia egetindonis nakrebebtam gsmoucdelma bavshvebma.itamashon somxettan kvela itamashebs
Gocha
04 მარტი 2016 18:02
0
მართლა სიმართლეს წერს ვგაც გოჩა როგორ დავიჯერო ქიმერიძე ისე ცუდ ფორმაში იყო ზამენაზეც არ შეიძლებოდა მაგას ვერ დამაჯერებთ მაგარი ბავშვია ვიცი მაგის თამაში არ ვამბობ სასწაულია მაგრამ დიდი გამოცდილება მიიგო რუსეთს გაუტანა ბელგიას გაუტანა უნგრეთში ვიყავი შვილებს ბფიცავარ კობიც იქ იყო მაგის პასი რო არა ეხლა ეს თამაშებიც არ გექნებოდათ ძალიან მომეწონა გოჩა რო ცერს კობიმ მსაჯს რო აგინა და დიკვალიფიკაციას აძლევდნენ და აპატიეს ამ ბავშვმა რაქნა ასეთი შეიძლება ვეც მაგან ითამაშოს განსაკუთრებულად მაგრამ გამოცდილება აქ იმ ბავშვებზე მეტი ვინც გყავდათ გამოძახებული რადროს ექსპერიმენტებია ელიტ რაუნდი კარზე მოგადგათ დაანებეთ დარეკვით და ახლობლობით მიყვანილების თამაშს შედეგზე იფიქრეთ შEგცხვეთ მემგონი წინა მთავრობაზე უარესს აკეთებთ მუჯირი რატო ერევა ვასკას საქმეშითურმე ანდრონიკაშვილს პატრონობს არ შეუძლია ბავშვს მაგ დონე და რას აკაჩავებთ შEგცხვეთ ცოტა
vaxo
04 მარტი 2016 13:28
0
გიორგი, კიდევ ერთი. ამ საქართველოს ელიტლიგის ტიტული არ გაიშვა რა. მოიცა რა
badri
04 მარტი 2016 11:08
0
გიორგი ჩემო ძმაო, ჯერ ერთი კიდევ ერთხელ გიმეორებ მე არავითარი შური არ მამოძრავებს, ჩემთვის ზუკაც და გულიშაც ერთიდაიგივეა და სხვათაშორის როცა ზუკა ელიტრაუნდებს იგებდა ჯფფ აკადემიის ბავშვები 2001 წლის ელიტრაუნდის გამარჯვებულები არიან და წელს 2000 იანების ელიტ რაუნდში ლიდერები არიან, შეიძლება გახედო ცხრილს და დარწმუნდე ამაში. შარშან კვიპროსში სხვათაშორის სომხეთის ნაკრებს 1 თამასში გულიაშვილმა 5 გოლი გაუტანა (გაიმეორა დათუნაშვილი) და შენ სად ნახე 2001 ერთიანების ნაკრების თამაში მე არ ვიცი. და მეორე მე არ მიტქვამს და არც ვამბობ რო ზუკა ცუდია, მე ვამბობ რო 1999 ზუკას დძაამნ ბევრი სჯობს და რა ვქნა ფეხბურთი გემოვნებაზეა ძმაო. და თუ მაინც და მაინც ტქვა 2001 მიგყავთ რა დააშავა გულიაშვილმა მეტქი. სწორედ ის დააშავა რო ეგეთი პატრონიანი არ არის. რა არის ეს შენთვის ახალია რაც საქართველოში ხდება, რა პირველია თუ რა ეს საქართველოში. ამ ნაკრების ბავშვების მშობლების ნახევარზე მეტი პრივატულ ლაპარაკში ამბობს რო პატრონი აუცილებელიაო და ეს შენთვის რა ახალია. ჩაკვეტაDზის გარდა იქ თითქმის ყველა პატრონითაა, ეგ შენთვის თუ ახალია, ჩემთვის უკვე დავიწყებული ძველია. შენ თურმე 4 წელია უყურებ ამათ თამაშს და მე ჩემო მეგობარო 1970 წლიდან ვუკურებ ფეხბურთს და საქართველოში ვინმემ თუ ოდესმე როგორც მიხიჩა ამბობს ნასოკი თუ მიარტყა ვინმემ ბურთს ყველა ვიცი. და ამ ბავშვებს 8 წელია ვადევნებ თვალს და ვიცი ვინ რა არის დეტალურად სხვათაშორის. არ მინდოდა დამეწერა არაფერი მაგრამ ამ შურიანობაზე რო წამოგცდა ვერ მოვითმინე. კიდევ ერტხელ გეუბნები მე ქართული ფეხბურთი მტკივა და არავითარი სხვა ტკივილი არ გამაჩნია
badri
04 მარტი 2016 11:07
0
Giorgi sxvas ro elaparakebi midi tamashzeo 4 welia vicmob aketan titoeul bavshvs shen raici am 4.celshi ra akvt am bavshvebs gamovlili an ar gainteresebt sartod araperi? Vinc gaikvana es nakrebi elitraundshi isinii ararian da sxva bavshvebi arian magatmagivrad kimeridzes is pasi roarmieca exla es nakrebi dashlili ikneboda aukbe da 2.weli tamasji areknebodat rato.unda ukurebdnen is bichebi tribunidan vinc am nakrebis liderebi ikvnen da.golebi gakondat da kvelapers.aketebdnen salartcelos dasacaavad gameciiit pasuzi ratk unda ijdnen tribunebze es bichebi da ratounsa tamashobdnen 2000 da 2001 oanebi magat magivrad? Somxettan kvela magari gamochndeba kimeridze minsskis turnirze ro ar waikvanes agina kvelas saertod da magis gamo dasajes emocieb akolili bavshvi? Kobiashvilma gaixsenos tavisii sakcieli msajs ro agina da 3 wlian diskvalipikacias roadzlevdnen magram sheecodad da armices da gaagrdzela chveulebrivad tamashi magram esxo ssakartveloa girsebi ikavit ro gaginat albat vicnob me mag bavshvs da tkuilad aravis arapers aretkoda sirczvilia!!
Gocha
04 მარტი 2016 02:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული