საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 3:0 - მაისურაძის ბლიცკრიგი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე სპარინგიც მოუგო (პირველი - 4:1) ერთი წლით უფროს სომეხთა კრებულს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში უკეთესი იყო, ვიდრე პირველ მატჩში. ამაში, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ იმას, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მინიმუმამდე დაიყვანეს დაცვაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა.

შეიძლება ითქვას, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდამდე ეს იყო ჩვენი გუნდის გენერალური რეპეტიცია. ბოლო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები რეგიონული ლიგის "იბერიასთან" გამართავს, მაგრამ მეტოქე, თავადაც ხვდებით, ძლიერი ვერაა. თუმცა საპასუხისმგებლო შეჯიბრების წინ ბევრი მწვრთნელი მიმართავს ამ სვლას და მაისურაძემაც ასეთი
გზა აირჩია...

პირველ შეხვედრაში ნაკრების დამრიგებელი შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვერ იყო. მაისურაძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მწვრთნელმა "ბლიცკრიგის" ტაქტიკა აირჩია და ელვისებურმა დასაწყისმა გაამართლა კიდეც - შეხვედრის ბედი პირველი ტაიმის პირველ ნახევარში გადაწყდა.

ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა. ბექა ქავთარაძემ სომეხთა კარის დარაჯ ასლანიანს ბურთი მოპარა და თავადვე შეეძლო გატანა, მაგრამ უკეთეს სიტუაციაში მყოფი გიორგი ივანიაძე მონახა და "საბურთალოს" ფორვარდმა აუღელვებლად შეაგდო.

საქართველოს ნაკრებმა თამაში კვლავ მაღალ ტემპში გააგრძელა. მე-9 წუთზე კარგი საგოლე შანსი ჰქონდა ნიკა ნინუას, მაგრამ მან გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა.

მაგრამ იქვე მაინც გავიტანეთ - სანდრო შეწირულმა, რომელმაც მაღალ დონეზე ითამაშა, კარგი პასი გაუკეთა ქავთარაძეს და შემტევმაც საგოლე გადაცემას შედეგიანი დარტყმა მიაყოლა.

გავიდა სულ ცოტა დრო და ერთხელაც გავიხარეთ. გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა - გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ადგილზე დახვდა ივანიაძე და მძლავრი თავურით შანსი არ დაუტოვა ასლანიანს.

ცხადია, სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არამ ვოსკანიანი თამაშის ამგვარი სცენარით ძალიან უკმაყოფილო იყო და პირველივე ტაიმში შეცვლებით სცადა სიტუაციის გამოსწორება...

ყველა ფეხბურთელი ათამაშა ვასილ მაისურაძემ. სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ პოლონური "იაგელონიას" კარის დარაჯი ლუკა გუგეშაშვილი დარჩა. ისიც ითამაშებდა, რომ არა მუხლის მსუბუქი ტრავმა (მაისურაძის თქმით, საგანგაშო არაფერია).

მეორე ტაიმში გუნდებმა სახიფათო მომენტები "გაცვალეს". კარგად ითამაშეს მეკარეებმა. ეს განსაკუთრებით დავით კერესელიძეზე ითქმის, რომელმაც მე-60 წუთზე 11 მეტრიდან არ გაატანინა ერიკ პეტროსიანს და ერთი-ორი რთული ბურთი კიდევ მოიგერია.

ქართველთაგან გატანა მართებდათ შეწირულს, სპანდერაშვილსა და ოზბეთელაშვილს, მაგრამ ხან სომეხთა მეკარე თამაშობდა კარგად, ხან ჩვენს შემტევებს არ ჰყოფნიდათ სიზუსტე.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება, სადაც მეტოქეებად იტალიელი, რუსი და ბოსნიელი თანატოლები ეყოლება.

გუშინდელი თამაშის დასრულების შემდეგ ვასილ მაისურაძეს გავესაუბრეთ:

"ძალიან სასარგებლო იყო ეს ორი თამაში. მეორე მატჩში ხარისხი გავაუმჯობესეთ, მაგრამ ელიტრაუნდისთვის მეტი იქნება საჭირო. იქ უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები გვეყოლება...

დღესაც ვნახეთ, რომ ნაკრებში არის კონკურენცია. ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. ითამაშებს ის, ვინც ელიტრაუნდისთვის უკეთეს კონდიციაში იქნება", - გვითხრა 17-წლამდელთა დამრიგებელმა.

ამხანაგური მატჩი
03.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო(U17)-სომხეთი U18 3:0
გოლი: 1:0 ივანიაძე (4), 2:0 ქავთარაძე (14), 3:0 ივანიაძე (19)
საქართველო: კერესელიძე, კიკალიშვილი, ასათიანი, კასრელიშვილი, გულბანი, კუცია, ნინუა, შეწირული, ქავთარაძე, ჩაკვეტაძე, ივანიაძე; შეცვლაზე: ვირუბოვი, ქაფიანიძე, ნიკოლეიშვილი, ძებნიაური, დავითაშვილი, სპანდერაშვილი, ოზბეთელაშვილი, ანდრონიკაშვილი.
სათადარიგო: გუგეშაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
სომხეთი: ასლანიანი, ხაჩატრიანი, სარგსიანი, მანუკიანი, ნადირიანი, ე. მოვსესიანი, პეტროსიანი, ჰ. არუთუნიანი, სპერციანი, მელქონიანი, გევორქიანი; შეცვლაზე: მურადიანი, ავაგიანი, პოღოსიანი, ტერ - პეტროსიანი, ნ. არუთუნიანი, ხარბუტიანი.
სათადარიგოები: შაჰატუნი, ა. მოვსესიანი, გრიგორიანი
მწვრთნელი: არამ ვოსკანიანი
გაფრთხილება: ჰ. არუთუნიანი (34), მურადიანი (38), კიკალიშვილი (39), ვირუბოვი (56), ნადირიანი (80)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Dzalian unamuso kopila es mujiri kobiashvilze agarmakvs saubari es nakrebi ro ver gavides itkvian 1 tvis chabarebuli kavs vaskas da ramovtxovoto tavs gaimartleben da ro gavidnen jgupidan itkvian vaskaze magari aravinarariso mecineba avsajanishvils tamashi arkonda cagebuli da eseni rasgavnan rapexburts tamashiben saertod somxets mouget da eggoxaroat? Imitom vart kargdgeshi darekvebit roxdeba kvelaperj kimeridze rogor argkavt nakrebshi kvela statiashi magbavshvze ecera kvelas golebs utanda magtam.tkveni mizania tkvrni bavshvebi gamoschinot elitraundshi da mere shetenot romelimee gundshi sheidzleba shetenot magram droebiti ikneba da is ufro didpezburts.itamashebs visi mshoblebic arapers arcdiloben da bavshvi tavisi shromit moxvdeba kvelgan avsajanishvilzr ambobdnen puli ukvarsk daa mujiri pexburtelebidan cilebs igebs sacodavebixart chven brmebi arvart tkven xalxiii debilebi ggoniat
Dato
07 მარტი 2016 11:46
0
სულმოუთმენლად ველით 15 17 მარტს რას ითამაშებენ მაისურაჩესთან რა გვინდა მუჯირია 17წ მცვრთნელი შეყარა ამდენი უსუსური ბავშვი ბავშვები იძახიან არ გამოგვდის თამაშიო ეს ეძალება უნდა ითამაშოთო რა ენაგვლება ვინ მოთხოვს პასუხს
vaxo
06 მარტი 2016 20:57
0
მესმის თქვენი ამ ბავშვებმაც ხო უნდა მიიგონ გამოცდილება მაგრამ ამის დრო არიყ ელიტ რაუნდი კარზე მოგადგათ და ჯერ ნაკრები ვერ შეგიკრიათ ხან ვის სინჯავვთ ხან ვის გამოცდილება ბევრს ნიშნავს რობინიო მაინც გამოგეძახათ რა არ მოგცონთ მაგის მაგარი ბავშვია
vaxo
05 მარტი 2016 11:59
0
Dzaan apuchebt bavshvebs arsheidzleba egre vachiberidze avigot sakartcrloshi aridzaxebdnen nakrebebshi da ukraiinashi cavida ratounda itamasjos kartvelma ukrainis nakrebshi? Tkveni axloblebis gamo? Betisshia da u19 chempionta.logaze saocrebebi aketa me vici ro kimeriridzeze aravin aritkvis uars da isic vici ro bevri gundisgan akvsshemotavazeba daje ukrainis nakrrbidanac ik ukrainis nakrebidan rommlebmacmogiges 3 1 me arvicnob am bavshvs magram gulze momxvda romararis nakrebshi kvela statiashi magbavshvus gvari ecera kvela nakrebebtan golebs itanda da es ukve sircxvilia armindkda amis dscera magram gulze momxvda mag bavshvze ro cers kvela komentsrebs somxetiis u19 s tumoviget sagol 11 nomerk tamadasavit iko somxetis vigac supridan camokvanili bavshvebi kavdat chamokvanili da tkven eg gixarist ro mouget? Cota gonze modit reebs aketebt moxvedit da kvela daxsenìt tanamdebobebidan da tkvenebi mogkavt brmebi arvart magram sacodaoba isaris rom bavshvebs upuchebt karieras da mere ambobt ratover vugeebt sxvanakrebebso avsajanishvils 4 weli tamashiar caugia da moxvedit exla.tkven moxsenit kaci da bardagiaa nakrebi ki ara ratkmaunda kvrlabavshvze srmakvs saubari
Nika
04 მარტი 2016 17:53
0
მუჯირო ქიმერას უპატრონე არ შეგიძლია?უპატრონობით იჩაგრება არ ვამბობ ყველაზე მაგარია მაგრამ თქვენ ვისაც პატრონობთ იმას მეტი არ შეუძლია მერე რა რო შენი ახლობელია მაშინ შენი ბიჭიც 99იანია ფიზიკურობა მაინც აქ ბავშვს
გიო
04 მარტი 2016 17:02
0
ნეტა ერთი რუსების და იტალიელების თამაში სად ნახე რო ეგეტ პროგნოზს აკეთებ? ბავშვებმა უფროსებს მოუგეს უშანსოდ, თან ამ ასაკში 1 წელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. დაგვახევენ არა ტოროლა...
gio-s
04 მარტი 2016 14:59
0
ქიმერა მაგარი ბავშვია ძაან და უნდა ითამაშოოს
ზურა
04 მარტი 2016 14:30
0
მეკარე იდგა კარში თუ ტაქსის მძგოლი ძალიან სუსტი თამაში იყო ასეთ თამაშს ნუ ელით ელიტრაუნდში იტალია და რუსეთი თავზე გადაგახევთ ბურთს იცოდეთ მეშინია სტადიონზე წამოსვლის რას ითამაშებთ უკვე ჩანს
gio
04 მარტი 2016 13:52
0
ვასკა სირცხვილია ამ ნაკრებით გინდათ იტალიას და რუსეთს ეთამაშოთ? ჩაფლავდებით ძაან სუსტად გამოიყურებოდა ნაკრები ვიყავი თამაშზე სომხეთთან რა იყო და მერე რა იქნება აქ მაინც არ იყოს თამაში მაგრად მომეცონა გოჩას ნათქვამი ქიმერიძემ რა დააშავა ასეთი კობიმაც შეაგინა მსაჯსო და დისკვალიფიკაციას აძლევდენ და გადარჩაო ქიმერა არის დძალიან წყნარი მშვიდი გაწონასწორებული ბავშვი ვიცნობ ჩემი შვილის მეგობარია მაგის იზრდელობა პირველად გავიგეთ შეიძლება ვერც მაგან ვერ ითამაშოს ამ ეტაპზე მაგრამ გამოცდილება აქ რუსეთთან ბელგიასთან და რაგაცას ნიშნავს თორე გამოუცდელი მასეთ ტურნირზე ცუდია გამოცდილება ბევრს ნიშნავს აცეთი კინკლაობით ქართულ ფეხბურთს აზიანებთ სირცხვილია
badri
04 მარტი 2016 13:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული