რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური საიტი 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სერგეი მატვეევს ელაპარაკა. საინტერესოა, რა შეფასებას აკეთებს მეტოქე გუნდის თავკაცი ელიტრაუნდის წინ:
"წინა შეკრება აზერბაიჯანში გვქონდა და კმაყოფილები დავრჩით. ახლა გვინდა, თბილისში მოვემზადოთ ელიტრაუნდისთვის. რაც მთავარია, იმედი გვაქვს, რომ კარგი ხარისხის მინდორზე ვივარჯიშებთ და ამინდსაც კარგს გვპირდებიან სინოპტიკოსები...
საქართველოში ყოფნის პირველი სამი დღის განმავლობაში რუსეთის ნაკრები დღეში
სამწუხაროდ, არის დანაკლისიც. ვერ დავიხმარებთ მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველ რომან დენისოვს. სხვა პრობლემა არ გვაქვს, გუნდი შეთამაშებულია, ბიჭები კარგად იცნობენ ერთმანეთს და იმედიანად ვართ განწყობილნი...
პირველი მატჩი იტალიასთან გვაქვს. მეტოქის შესახებ ყველაფერი ვიცით. საერთოდ, ჩვენი ჯგუფი ძალიან თანაბარია. ყველა მატჩში დიდი ბრძოლა იქნება და ოთხივე გუნდს შეუძლია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა", - ამბობს მატვეევი, რომლის განკარგულებაშიც ამ დროისთვის 23 ფეხბურთელია:
მეკარეები: მაქსიმ ბოგატირიოვი (ლოკომოტივი), პიოტრ კოსარევსკი (დინამო), მატვეი საფონოვი (კრასნოდარი);
მცველები: სერგეი ბოროდინი, არტიომ გოლუბევი, ილია ნასონკინი (ყველა - კრასნოდარი), ილია ვოევოდინი, ალექსანდრ ვოლკოვი, არტიომ გოლუბკინი, ალექსანდრ ზახაროვი (ყველა - ცსკა), კირილ ლუკიანჩიკოვი (რუბინი);
ნახევარმცველები: პიოტრ ვოლოდკინი, დენის პაცაევი, ალექსანდრ რუდენკო (ყველა - სპარტაკი), ვიაჩესლავ გრულევი, ვიკტორ დემიანოვი, ოსმან ისაევი (ყველა - დინამო), ლეონ მუსაევი (ზენიტი), მაგომედ სულეიმანოვი, დანილ უტკინი (ორივე - კრასნოდარი), მიხაილ იაკოვლევი (რუბინი);
თავდამსხმელები: ივან იგნატიევი (კრასნოდარი), სტანისლავ ლაცევიჩი (დინამო).
შეგახსენებთ, 17-წლამდელთა ელიტრაუნდის მატჩებს თბილისი 15-20 მარტს უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"