U17. საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველ შეხვედრაში ბოსნიას უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიშის გახსნა ქართველებმა მე-14 წუთზე მოახერხეს - გიორგი ივანიაძეს დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარე უძლური აღმოჩნდა.

ბოსნიელებმა გათანაბრება მალევე - 2 წუთში შეძლეს. გოლი საკმაოდ კურიოზული აღმოჩნდა - ლუკა გუგეშაშვილმა ჩაწოდებული ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა.

75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ რესიჩი
დატოვეს და ბოსნიელმაც უპრობლემოდ შეძლო გატანა.

76-ე წუთისთვის ბოსნია კაცნაკლული დარჩა და საქართველოს ნაკრებს მატჩის მიწურულისკენ გათანაბრების შანსიც ჰქონდა, თუმცა კარგად გაისარჯა ბოსნიელთა მეკარე.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 მარტს, ამავე სტადიონზე, 14:00 საათზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს იტალიას ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი გუნდი გადის.

15 მარტი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 14:00

U17. საქართველო-ბოსნია 1:2
გოლები: 1:0 გიორგი ივანიაძე (14), 1:1 სტეფან კოვაჩმა (16), 1:2 სევკია რესიჩი (75)
გაძევება: ტომას დადიჩი (76)

საქართველოს ნაკრები: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა კაპიანიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, სანდრო შეწირული (ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 41), ბექა ქავთარაძე (ზურიკო დავითაშვილი 53), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 74).

მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
მკითხველის კომენტარები / 50 /
აი ქართული ფეხბუთის მომავალი.წაგებას რომ თავი დავანებოთ,მთელი თამაშის განმავლობაში ვერაფერი სიაიმედო ვერ დავინახეთ.არც ერთი ნათელი სახე,ამათი შემხედავი სტადიონზე კი არა სტადიონის გვერდით ჩავლა არ მოგინდე კაცს..
კიდევ ერთი მაისურაძე გავლით თუ მაინც არის ნამყოფი:ბათუმში,ზუგდიდში,გურიაში,ქუთაისში.კახეთში.......თუმცა უკაცრავად რეგიონებში მაყუთიანი მამიკოები ცოოტაა......
misha
15 მარტი 2016 19:49
0
ბიჭებს რას ერჩით, მწვრთნელი აზრზე არაა
guri
15 მარტი 2016 19:44
0
მეც ვეთანხმები ბუბუს ბიჭებს მხარი დაუჭირეთ და შედეგიც იკნება ხალხნო და შეცდომა ვის არ მოსვლია ლუკა არაუშავს შემდეგ თამაშზე გამოასწორებ მჯერა მე და დავითაშვილი რო შემოვიდა და მომენტები რო იკმნებოდა მაგას არ უკურებთ თვითონ მაგ პატარა ბიჭსაც შეეძლო გოლის გატანა მეკარის სეივი რომ არა მაგრამ არაუშავა მაინც გახვალთ ბიჭებო აბა წარმატებები
Irakli
15 მარტი 2016 19:43
0
თქვენ ხალხი არ ხართ რაგჩირთ შეცდომები ვის არ დაუშვია ჩვენ პირიქით უნდა ვიამაკოთ ლუკა გუგეშაშვილით იმიტო რო ის 1999 იანია და პოლონეთში თამაშობს და კველამ თავიანთ თავებს მიხედეთ და კიდე იმის მაგივრად რო პატარა ბიჭი გამოვიდა და ერთ-ერთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რომ შეაქოთ პირიქით იმაზე უმახვილებტ კირადგებას რომ პატარაა და თავის წლოვანებაში უნდა ითამაშოსო (დავითაშვილს ვგულისხმობ ) პირიქით მას თქვენი გვერდში დგომა სჭირდება რომ შემდეგ თამაშზე გამოვიდეს და კარგი Fეხბურთი გვანახოს და ისედაც ეგ ბიჭი კარგ ფეხბურთს გვანახებს და მორჩით ხალხნო კრიტიკას და მხარი დაუჭირეთ ბიჭებს თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო მიყვარხართ
Bubu
15 მარტი 2016 19:36
0
ბოსნიამ არეული ფეხბურთი ითამაშა ჩვენებიც ასევე იქცეოდნენ,გაუმართლებელი ბურთის თრევა ,შიშის სინდრომი,მოკლედ ორივე გუნდმა ანტიფეხბურთი ითამაშა,თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ,ჩვენ ჩვენ ტკივილს უაქიმოთ.......
nikolozi
15 მარტი 2016 19:29
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბავშვებს ჭირდებათ საერთაშორისო გამოცდილება, ატარეთ ბავშვები საზღვარგარეთ ტურნირებზე,რომ მიიღონ გამოცდილება
giorgi
15 მარტი 2016 19:27
0
ბრავო ნაკრებს,აბა რა,ესაა რჩეული სამწვრთნელო შტაბი,ესაა მუჯირ კობიაშვილის ალიანსი, მეტს რას ველოდებით?ამათ ასე უნდა უქნა:რეგიონის მშობელ-ბავშვები უნდა შევიკრიბოთ და შეუვარდეთ სტადიონზე. მარად მწვანე წევრები რომ ყავთ ჩაკვეტაძის,ნინუას,კუციას,ხარაბაძის,კიკალიშვილის სახით. ქნეს რამე,აბა სომხეთს ბაბუაჩემიც მოუგებს საფლავიდან რომ წამოაყენო... დაანებე კობიაშვილო ფიფიას მომადლიერებას თავი და გააკეთე ნამდვილი ნაკრები.
როსტომი
15 მარტი 2016 19:17
0
მწვრთნელებო !!! აზროვნება ასწავლეთ პირველ რიგში ამ ბიჭებს.
giorgi
15 მარტი 2016 18:57
0
საინტერესოა არსენას რომელი უცხოელი კომენტატორი მოწონს.რუსები ალბათ.მე არ მომწონს რუსი კომენტატორები
Gia
15 მარტი 2016 18:37
0
ნუ თამაშზე რა უნდა ვთქვა?! მაგრამ ამ ვითომ კომენტატორებს სად პოულობენ? გინდ ფეხბურთის და გინდ რაგბის რეპორტაჟები ისე მიყავთ რომ გაიძულებენ ხმა გათიშო ან გადართო! იმ დღეს რაგბის თამაშზეც... მთელი თამაში მეტოქეს დასცინოდნენ სხვა ვერაფერი მოვისმინე მაგათგან!! ერთი ნორმალური კომენტატორი როგორ ვერ ნახეს ან ამდენი ხანი რით ვერ ასწავლეს?! უცხოელ კომენტატორებს მაინც მოუსმინონ მიბაძონ სირცხვილია მართლა..............
arsena
15 მარტი 2016 18:15
0

სიახლეები პოპულარული