U17. ბოსნია-საქართველო 2:1 - ისწავლეთ, ფეხბურთი მარტივი თამაშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი მარცხით დაიწყო. ჭაბუკმა ქართველებმა უმნიშვნელოვანესი სასტარტო მატჩი წააგეს ბოსნიასთან და ახლა დიდი ჯაფა დაადგებათ იმისთვის, რომ აზერბაიჯანში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ.

რამ განაპირობა საქართველოს ნაკრების მარცხი? ჩვენ ჩვენს აზრს დავწერთ და უკეთ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იცის.

ისე ჩანდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ხშირად ართულებენ სიტუაციას მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის. ერთ შეხებაშია პასი გასაკეთებელი? ჩვენ ორ-სამ შეხებას ვანდომებთ. თუ კაცი არ არის მოსატყუებელი, მაინცდამაინც მოტყუებას ვცდილობთ... მეტოქემ კი ითამაშა მარტივი,
დალაგებული ფეხბურთი და საბოლოოდ, საწადელსაც მიაღწია.

იტალიის ნაკრებთან ერთად, ბოსნია ჯგუფის უდავო ფავორიტად იქცა. იტალია კი სულ სხვა თემაა - მისი მჯობი გუნდი თბილისში არ ჩანს...

რა თქმა უნდა, წაგება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი ვერ იქნება. გუნდის კაპიტანს, მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, ეს თამაში აშკარად ჩაუვარდა, მაგრამ ჯოხს მხოლოდ მასზე ვერ გადავტეხთ. ისიც ფაქტია, რომ მეკარეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და ეს სამომავლოდ აუცილებლად გასათვალისწინებელია...

მე-11 წუთზე ბალკანელებმა კინაღამ გახსნეს ანგარიში. ბურთის მარტივად ამოტანის ნაცვლად, გუგეშაშვილმა მეტოქის ფორვარდის მოტყუება განიზრახა, რაც გამოუვიდა კიდეც, თუმცა ლუკას რეშიჩმა აართვა ბურთი და ტომას დადიჩს უპასა. მან ახლო მანძილიდან დარტყმულს სიზუსტე დააკლო...

სამ წუთში ანგარიში გავხსენით. "საბურთალოს" ფორვარდმა გიორგი ივანიაძემ ძლიერად დაარტყა, ბურთი ბოსნიელთა მცველ მილან მირიჩს მოხვდა და მეკარე ფილიპ ვაცილიმ თავისიანების გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

დიდხანს არ გვაცალეს გოლით ტკბობა - ბოსნიამ იქვე გაგვითანაბრა. მე-17 წუთზე რეშიჩმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი ქართველთა საჯარიმოში. ყველა საფეხბურთო წესით, ის ბურთი გუგეშაშვილის ადვილი ნადავლი უნდა გამხდარიყო... ლუკამ ბურთი ხელებში კი დაიჭირა, მაგრამ... კარში შევიდა და...

მეორე ტაიმში სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. ქართველთაგან ყველაზე მეტად ნიკა ნინუა და გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურობდნენ. თავიდან ახლოს მიზანთან ნინუა იყო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი ბოსნიელთა კარის დარაჯმა მოიხელთა.

მაისურაძემ მინდორზე ზურა დავითაშვილი შეუშვა და თამაშიც შედარებით გამწვავდა. ამ ნაკრების მესამე მატჩს ვუყურე და უნდა ვთქვა - ეს გუნდი აშკარად ღარიბია ინდივიდუალისტებით. გამონაკლისია დავითაშვილი, ოღონდ ის პარტნიორებზე 2 წლით უმცროსია...

72-ე წუთზე მას შესანიშნავი მომენტი ჰქონდა - კარგად წაიღო ბურთი და ძლიერად დაარტყა. ვაცილიმ ურთულესი ბურთი მოიგერია. რომ არა მისი შესანიშნავი თამაში, ანგარიში აუცილებლად გათანაბრდებოდა...

75-ე წუთზე ბოსნიელთა შეტევა ფლანგური ჩაწოდებით დასრულდა. სტეფან კოვაჩი კარგად გაიხსნა, ჩვენს მცველებს დაუსხლტა და ერთი შეხებით გაიტანა ბალკანელთა გამარჯვების გოლი.

ბოლო წუთებზე მაისურაძის ბიჭებმა მთელი ძალებით სცადეს ქულის გადარჩენა. ალექსანდრე ანდრონიკაშვილის თავურზე ბოსნიელთა კიპერმა იმარჯვა. იქვე, სტუმართა საჯარიმოში დიდი არეულობა შეიქმნა და პენალტსაც ვითხოვდით, თუმცა - უშედეგოდ.

ქომაგებს იმედი გაუცრუვდათ. მატჩის დასრულების შემდეგ იმასაც გაიგონებდით, რას ერჩოდნენ გოჩა ავსაჯანიშვილს, შედეგი დადო, რატომ მოხსნესო?.. ზოგი იმასაც ამბობდა - დროა, საქართველოში ფეხბურთი საერთოდ ავკრძალოთო...

მოდი, რადიკალიზმს შევეშვათ. ბიჭებს შუა გზაზე ნუ მოვუკლავთ იმედს, რომელიც ჯერ კიდევ შეგვრჩა. დასრულდება ტურნირი და მტყუან-მართალი მერე გავარჩიოთ...

მატჩის შემდეგ
ვასილ მაისურაძე: "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. ქარმა დაღი დაასვა თამაშს. ერთ რომელიმე ფეხბურთელზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ მეკარის შეცდომებმა არია გუნდი...

არ მგონია, გუგეშაშვილი თადარიგში გადაჯდეს. ის ჯერ 16 წლისაა და ცხადია, ექნება შეცდომები, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს მომავალში... ფაქტია, გართულდა ჩვენი გზა ევროპის ჩემპიონატისკენ, მაგრამ შანსი არის. ორივე თამაში უნდა მოვიგოთ, რომ გავიდეთ...

რაც შეეხება დავითაშვილს, ის არის ერთადერთი პროფესიონალი სათადარიგოთა სკამიდან. მას შეიძლება ბოლომდე დაეყრდნო. სხვაზე ვერ ვიტყვი ამას. იმიტომ დავტოვე თადარიგში, რომ თამაში გაემწვავებინა. ვფიქრობ, მეორე შეხვედრაში ძირითადში მოუწევს თამაში".

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური
15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ბოსნია-საქართველო 2:1
გოლები: 0:1 ივანიაძე (15), 1:1 რეშიჩი (17), 2:1 კოვაჩი (75)
ბოსნია: ვაცილი, პერიჩი, ბეშირევიჩი, ჩელიკოვიჩი, ველიჩი, მირიჩი (75. სადიკუ), რეშიჩი (80. შაბაჯანოვიჩი), კოვაჩი, დადიჩი, ველაჯიჩი, ბ. ჰაჯიჩი (66. ვლადიჩი).
სათადარიგოები: დუიმოვიჩი, ნ. ჰაჯიჩი, ვულეტიჩი, მეჰულიჩი
მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, ნინუა, შეწირული (41. ანდრონიკაშვილი), ქავთარაძე (54. დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (74. სპანდერაშვილი).
სათადარიგოები: კერესელიძე, გულბანი, ასათიანი, ოზბეთელაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ჩელიკოვიჩი (36), ივანიაძე (58), კუცია (71), რეშიჩი (80)
გაძევება: დადიჩი (75)
არბიტრი: ფ. კარაკო (უნგრეთი).

15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
რუსეთი-იტალია 0:4
გოლები: 0:1 მელეგონი (5), 0:2 კინი (25), 0:3 კინი (66), 0:4 პინამონტი (73)

დარჩენილი მატჩები
17 მარტი
14:00 რუსეთი-საქართველო ("მიხეილ მესხი")
16:00 იტალია-ბოსნია ("მიხეილ მესხი", სათ)

20 მარტი
14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)
14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
მეკარე მაგარი ბიჭი ხარ შენ და აჩვენე ყველას შენი შესაძLებლობები
niko
17 მარტი 2016 00:24
0
მეკარე მაგარი ბიჭია მაგრამ ამ თამაშზე რა სჭIრდა არ ვიცი...მხოლოდ მეკარე ნუ დააბრალით ერთი შეცდომა დაუშვა და გუნდმა კიდევ ერთI გოლი ვერ გაიტანა ნორმალური! უფრო მეტი მონდომება ბიჭებო აბა თქვენ იცით თქვენი იმედი მაქვს
mikheili
17 მარტი 2016 00:20
0
ამდენი განაწყენებული ხალხი, გვიხაროდა აქ რო იყო თამაშები მასეთი თამაშისთვის გავიცივებ თავს თქვე საწყლებო იმასაც ვერ ხვდებით რა გჭირთ რას დაგიმსგავსებიათ ეს ბავშვები საგოლ ავსაჯან მაგარი გუნდი გყავდა ამათმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს დახარჯულ ფულზე რო ლაპარაკობთ ამაზე მეტი არ იხარჯებოდაო ესეიგი ისევ ისე უნდა გავაგძელოთ რა მოხდა მერე ერთი წაგებაო უბრალო ბოსნიას ვერ მოუგეთ და იტალიის მოგებაზე ოცნებობთ?მე მაშინ მივხვდი რა გუნდი გყავდათ შეკრებილი ბოლო ამხანაგური რო ნიჩია ითამაშეთ ავსაჯანას გუნდმა 4 2 მოუგო სირცხვილი
zura
16 მარტი 2016 21:38
0
ვერც მაისურაძე იზამდა რამეს ეგეთი ფეხბურთელებით და ვერც ბეკენბაუერი ან ეს ჩასაფრებული კრიტიკა რა ჯანდაბაა ვერ გავიგე.მწვრთნელები ყავდა საქართველოს ნაკრებს ანტიკვარები და მილიონებსაც იღებდენ ღირსეულ წაგებებში და ეგეთი კრიტიკა არ მახსოვს რომ ყოფილიყო ერთი თამაშის მერე.
qutaiseli
16 მარტი 2016 14:37
0
ვასილი(მაისურაძე) ხომ გაოცებთ თავისი "შემოქმედებით", ცოტა ხანში გია(გეგუჩაძე)
გაგაოგნებთ.
okribeli
16 მარტი 2016 14:13
0
ვასკა არ გცხვენია ქარს როგორ ახსენებ მარტო თქვენთვის ქროდა ქარი ხო არავინ გაგიცივდათ გაციებულს და ვახოს და შენ მალინიანი ჩაი მოგიხდებათ აი მწვრთნელის კომენტარი იაგორაშვილი რას გვეტყვის დაგვიკომენტაროს რამე აზრიანი ... შემძულდა ფეხბურთი რას ველოდი მიხაროდა აქ რო იყო ტთამაშები თქვენთვის გავიცივებ თაბს ... მუჯირს როგორ მოეწონა ნაკრები აგფრთოვანებულია ალბათ
tato
16 მარტი 2016 13:47
0
აი უბედურება ეს არის მწვრთვნელი და მისი მრჩეველი იაგორაშვილი ვერც კი ხვდებიან რა პრობლემა აქვს ნაკრებს ესენი საერთოდ აზრზე არ არიან რომელს ქვია მწვრთნელი ვასკას თუ ვახოს თქვენს პატრონს დაანგრიეთ გუნდი რა შეწყობილი თამაშობდენ ეს იყო გუნდი? ყველა თავის ჭკუაზე დარბოდა მეკარის შეცდომა დაინახეთ არ გცხვენიათ სხვა რომელ რგოლში გქონდათ დაწყობილი საქმე ნეტა ტრიბუნეიდან გენახათ რას გავდით რას თამაშობდით ფეხბურთი უნდა ავკრძალოთ საქართველოში ამაში ფულის დახარჯვა დანაშაულია იტალიის მოგებას ფიქრობტ გულში არ გაივლოთ თქვე საწყლებიო რუსეთი ვაფშე შეგჭამთ რისი და ვისი იმედი გაქვთ ვინ გყავთ სათადარიგოზე თქვე სასაცილოებო ამას ნაგდად არ ველოდით რას გავდა ნინუა რა ბავშვი დაგიმახინჯებიათ ანდრონიკაშვილით და ვიგაც შეწირულით მაგრად გაგიძლიერებიათ ნაკრები საგოლ ვასკა
maxo
16 მარტი 2016 13:42
0
გუშინდელი წაგება უიღბლობაც იყო, რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და არ შევიდა ბურთი კარში, ბოსნიას მოგება ალოგიკური იყო, საგოლე მომენტები არც ჰქონიათ ისე მოიგეს
Irakli Apkhaidze
16 მარტი 2016 13:36
0
მაისურაძე თუ იცი ცუდ მოცეკვავეს ხელს რა უშლის?
123
16 მარტი 2016 13:16
0
კარგი წააგე,წააგე,მაგრამ ისიც გასარკვევია სულ ჩვენ რატომ ვაგებთ,დაუშვათ ვის არ წაუგია,მაგრამ უბედურება ის არის,რომ ანალიზის გაკეთება არ შეგვიძლია,ე.ი სწორ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ და შემდგომში არაფერი გამისწორდება,გამოდის განწირულები ვართ მარცხისთვის,მაისურაძე ცოტა აზრზზე მოდი,ნუ აღალატებ ქვეყანას და ბავშვებს,შენ თვითონ აზრზე არ ხარ და შენი დამნიშნავიც აზრზე არაა ფეხბურთში,წადი და სხვა რამე აკეთე,ცხადია ამ საქმის კეთება არ გამოგდის.
roma
16 მარტი 2016 13:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული