საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რუსეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
17 მარტს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გამართა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ამ წაგებით ვასილ მაისურაძის გუნდს, რომელსაც ჯგუფში ორი თამაშიდან ორი მარცხი აქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი მიზერული აქვს.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთელი ტაიმის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ანგარიში რუსეთის ნაკრებმა გახსნა - ვიაჩესლავ გრულოვმა ბურთი თავით ლუკა გუგეშაშვილის კარის "ცხრიანში" გადაგზავნა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე რეალური
სახიფათო მომენტი შექმნა. რიგ ეპიზოდებში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს უმტყუნა სიზუსტემ, ზოგჯერ კი რუსების მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

დღესვე ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიისა და ბოსნიის 17-წლამდელები ითამაშებენ, ვასილ მაისურაძის გუნდი კი ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 20 მარტს, იტალიელებთან გამართავს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ლუკა გუგეშაშვილი (მ.კ.), დავით კიკალიშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ლევან ხარაბაძე, გიორგი კუცია, სანდრო შეწირული, ბექა ქავთარაძე (ლაშა ოზბეთელაშვილი 63), გიორგი ივანიაძე (ნუგზარ სპანდერაშვილი 55), გიორგი ჩაკვეტაძე, ზურა დავითაშვილი

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03.16. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00 საათი
საქართველო-რუსეთი 0:1
გოლი: 0:1 ვიაჩესლავ გრულევი (40)

ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 1 1 0 0 4-0 3
2. ბოსნია 1 1 0 0 2-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 1 1-3 0
მკითხველის კომენტარები / 55 /
დაანებეთ თავი ბავშვებს.ძალიან კარგები არიან.არავინ აარავის არ ებრძვის.ვინც დაიმსახურა მოხვდა ძირითადში.მწვრთნელიც ძალიან კარგი კავთ.კასრელიშვილზე ნუ აქვს ზოგიერთს გრთულება.დაიმსახურა და არის ძირითადში.საკმაოდ კარგი მცველია.სტაბილური.წარმატებები ბიჩებს.
ბარსა
19 მარტი 2016 17:25
0
დაანებეთ ამ ბავშვების კრიტიკას თავი.იმის მაგივრად,რომ გაამხნევოდ,მიდგებით და აგარ იცით რა აკადროთ აახალგაზრდებს.რაც შეეხება კასრელიშვილს კარგი მცველია და არც ნაცნობობით არ არის მისული ნაკრებში.მან თავისი თავი თვითონ წარმოაცჰინა.დაიმსახურა და არის ძირითადში.მწვრთნელიც ძალიან კარგი კავს ნაკრებს.ვვვინც იმსახურებს ხვდება ძირითადში.ასე რომ ზოგიერთებს ბოგმა ნუ ახრჩობს.
ბარსა
19 მარტი 2016 17:13
0
ბავვებთა არაფერი სამდურავი არ გვაქ მწვრთნელები რა კომენტარს გააკეთებენ გვაინტერესებს ეს არის ვასკა შენი დარიგებული და შეკრული გუნდი? მუჯირი და კობიაშვილი რას გვეტყვიან საინტერესოა ასაჯანა მოხსნეს ჩვენ უკეთესი შედეგები გვინდაო ეს შედეგი თქვენთვის მოსაწონია? არველაძეებს გადაუჯოკრეთ ამდენი ახალი სახე ამდენი გამოუცდელი ბავშვი ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ვაფშე აზრზე ხართ რომელიმე რა გინდოდათ რატო დაშალეთ გუნდი ანდრონიკაშვილს ვიგაც გულუა ტუ რაგაც ამდაგვარი ამ დავითაშვილთან რა გინდოდათ ერთიწლით პატარა გამიგია ორიწლით პატარას რას აჩქარებდით ეს შეწირული სად მონახეთ ძველები დაგიმახინჯებიათ რა უბედურებაა კინკლაობას და შურს გადააყოლეთ ელიტრაუნდი უნამუსოები ხართ 250მილიონი ხალხს დაურიგეთ ამხელა ფული რაში უნდა დახარჯოთ ქართველებს შეგვაძულეთ ფეხბურთი საიდანაც მოხვედით იქით წადით
dima
18 მარტი 2016 13:49
0
დღევანდელ საქართველოში შეიძლება მხოლოდ იძახო და ვენები იჭრა რომ ფეხბურთის განვითარება მინდაო და რეალურად არაფერი გააკეთო..თუმცა პარტიებიც მაგას გაიძახიან..ჩვენზე გულანთებული პატრიოტები ვინააო..გამოდიან ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგებით..და საქმე საქმეზე..ისე ჩაისვრიან ტირილიც აღარ უნდებათ...რა გვიკვირს..აწყობილი..შეთამაშებული გუნდი დაშალეს ვიღაცის ამბიციების გამო...განა ეგ პირველად მოხდა? ქიმერიძე ეს მართლაც კარგი ბიჭი ხო გაანადგურეს...თან პატარა ბიჭია..და წარმომიდგენია რა დღეში იქნება...აბურჯანაისაც თავის დროზე როგორ მოექცნენ..იმ ნაკრებმა რომ ფინალი ითამაშა გიორგის დასმახურება იყო ლომის წილი..და ფინალში ბიჭი რამდენი წუთი ათამაშეს სულ...მაგრამ ჯიგრიანი ბიჭი აღმოჩნდა და დღეს რა ლამაზ კარგ ფეხბურთს თამაშობს...ყველა თამაში ვნახე ნასტიკების..გუნიდს რომლის თამაში საერთოდ არ მაინტერსებდა არასდროს..
bujanga
18 მარტი 2016 13:00
0
Sadariaan is bavshveni vinc.elitraundshi gaikvana es bichebi? Sadaris kimeridze virubovi barabadze da sxva danarchdni bavshvebi sircxvilia ozbetelashvili tugamkidzaxet imis gamo.ro kimeridzis pasit cariel karshi goligaitanaa kimeridze.rato argamoidzaxet? Kvelapoziciaze sheudzlia mag bavshvs tamaashi merogorc vicinda erterti dididzala iko nakrebshi magram gocha imitom gaushvit ro.shedegi konda da tkven shedegi argindodat sircxvilia shenstadionze tbilisshi ro jgupshi 2 kvelaze sust nakrebtan caageb italia ragad gizabs? Sircxviliararis shen stadionze 3 ivetamashis cageba? Girsebixsrt imitomrom avsajanas miggweuli warmatebit da kimeridzis da sxvabavshvebis warmatebit gmerti.tkven armigagwevimebt sxvisi naashromi warmatebis mopovebas velodebit mujirs dankobiashvilisnkomentars rato moxsnes avsajanishvilinratondanishnes maisuradze da ratover gavidnen jgupidan ragindat ak maisuradzesgan 1 golze metsnver itans bolo wlebia da gadaekidet
Dato
18 მარტი 2016 12:17
0
თითქმის ყველა სპორტის სახეობას რაღაც ვუშველეთ, რაღაც დონეზე ავმაღლდით, მაგრამ აი ამ ფეხბურთს ვერაფერი მოვუხერხეთ ვერაფერი ვუშველეთ და ისე ჩანს 10-15 წელი კიდევ არაფერი გვეშველება. ადრე ბავშვები მაინც თამაშობდნენ მაგრა და მერე ფუჭდებოდნენ ეხლა ბავშვებიც ვეღარ თამაშობენ (ან ვერ ვარჩევთ იმათ ვინც თამაშობენ). უკუნით სიბნელეში ვართ და კიდევ უფრო უკუნეთისგან მივექანებით სამწუხაროდ. ვუყურე ორივე თამაშს და ასეთი ცუდი შთაბეჭდილება არასდროს დამრჩენია. პირველ რიგში ფიზიკაში გვიჭირს საოცრად, აწი უკვე ტექნიკურადაც ძალიან ჩამოვრჩებით საშუალო დონის ნაკრებებს. მოკლედ საშუალოზე ბევრად დაბალი დონის თამაში აჩვენეს მომავალმა ნაკრების წევრებმა.
dadu
18 მარტი 2016 09:23
0
დასკვნა არის,რომ 265 მილიონი ლარი უაზროდ იქნება ბიუჯეტიდან ,,შეჭმული,,თუ არ ჩამოვიყვანეთ ევროპელი,ამერიკელი(შტატებიდან!–ფიზმომზადების სპეცები!ფიტნესის და ა.შ.)პროფესიონალი მწვრთნელები!21–ე საუკენეა და ჩვენ ეზოს დონეზე გვინდა,ბუნებრივად,შემთხვევით ტალანტების იმედზე ვიყოთ? დღეს ეგ უკვე აღარ გაჭრის!ბავშვს ჭირდება სწორად აღზრდა,კვება,კუნთების განვითარება და თან სისწრაფის,ელასტიურობის განვითარება!..ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ მოსახლეობით და მხოლოდ მომზადების ხარისხით თუ შევძლებთ ვიყოთ კონკურენტუნარიანი თანამედროვე ფეხბურთში! 265 მილიონიდან ფინანსები პირველ რიგში სწორედ საუკეთესო თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვაში და ინფრასტრუქტურაში უნდა დაიხარჯოს და არა პრემიების გამოწერაში მე7 თუ მე8 ადგილისთვის ჩემპიონატში...
ზაზა
17 მარტი 2016 23:44
0
ეხლა როპ ვაკვირდები ასაჯანას ნაგდად არ ყავდა დარეკვით და ახლობლობით ბავსვები ნაგდი ბავშვები იყვნენნ ნახეთ ვასკა რა თამაშები აქვთ ამ ბავსვებს ნათამაშები და შეადარეთ თქვენი ნაკრების თამაშშს ნაგდათ შეგცხვება რა გინდოდა რატო დაშალე გუნდი ეხლა ნეტა არ გცხვენია
zauri
17 მარტი 2016 22:28
0
ღოღობერიძე სოხუმელია,მეტრეველი სოჭელი ,ბორია ფოთელი მსოფლიოს დონის ფეხბურთელები ჭკუასელი, ჩივაძე,არველაძე,კობიაშვილი,......საწყენად არ მიიღონ, ყველას ვერ ჩამოვთვლი .... ათეულობით ქართველი ფეხბურთელია მსოფლიოს დონისა და ამგვარი ფეხბურთელები ხუთი-ექვსი ასეული თუ დაგროვდება ყველა დროის მსოფლო ფეხბურთში .ვარსკვლავები კი ერთეულებია,არავის საწყენად არ ვამბობ ,ჯიუტ ფაქტებს მხოლოდ
x
17 მარტი 2016 22:14
0
ორივე თამაშს ვუყურე და ჩემდა სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი დონის 17 წლამდელთა ნაკრები გვყავს ამ ეტაპზე!ვერანირი ტაქტიკური კომბინაცია ვერ ვნახე,შეტევითი პოტენციალი 30% ალბათ,ნუ ტემპზე და სისწრაფეებზე ლაპარაკიც ზედმეტია!უამრავი შეცდომები! ინდივიდუალობითაც რომ ვერავინ გამოირჩევა!ზედმეტი დრიბლინგი, ეგოიზმი, არაგუნდური მენტალიტეტი, საკუთარი განდიდების სენი! ინდივიდუალიზმის გუნდურ თამაშზე მაღლა დაყენება.(მაგრამ ვაი ინდივიდუალობა) მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთის თრევა, ზედმეტი შეხება ბურთთან! რაღაც მეეჭვება ¨სუფა¨ სელექციის ფონზე საქართველოში ამათზე უკეთესი 17 წლამდელები რომ ვერ იპოვეს!!! იმედი მაქვს უკეთესი მომავლის!!!
oto
17 მარტი 2016 21:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული