ორი ტურის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს 3-3 ქულით იტალიისა და რუსეთის ნაკრებები იკავებენ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კი, რომელსაც ქულა არ აქვს, ბოლო ადგილზეა. მიუხედავად ამისა, ვასილ მაისურაძის გუნდი ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასვლის მიზერულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
ჯგუფის ბოლო მატჩში, რომელიც 20 მარტს გაიმართება, ქართველ ჭაბუკებს იტალიელ თანატოლებთან სამბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ამავდროულად, ბოსნიამ რუსეთს აუცილებლად უნდა
რაც შეეხება 17 მარტს გამართულ იტალია-ბოსნიის 17-წლამდელთა დაპირისპირებას, შეხვედრის ერთადერთი გოლი ნადიმ ჰაჯიჩმა 65-ე წუთზე გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ელიტრაუნდის ჯგუფში სასტარტო მატჩი ბოსნიასთან 1:2 დათმეს, რუსეთთან კი - 0:1.
მთავრი პრობლემაა ის რომ ბავშვობიდან უაზრო ფეხბურთს ვასწავლით, ფართხუნა, ინდივიდუალურს. ფეხბურთი გუნდური თამაშია.