ვასილ მაისურაძე: თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მე მიმაჩნია, რომ ევროპის ერთ-ერთ გრანდს ვეთამაშეთ დღეს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვითამაშეთ.

თავიდანვე ვთქვი, რომ ყველა თამაშს პირველ ნომრად ვითამაშებდით. დღეს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ იტალიელებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაგვჩაგრეს.

თამაშის წინ ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყოლოდნენ, მაგრამ თვითონ ასაკია ისეთი და ჩვენმა მარცხენა მცველმა მაინც ჩაიდინა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა.

თამაში ძირითადად ფიზიკურ ორთაბრძოლებზე იყო აგებული,
ძალიან ხისტი და ტემპიანი მატჩი გამოდგა, თუმცა, საბოლოოდ, დავთმეთ.

ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ თაობის წარმომადგენლებში არიან ისეთი ბიჭები, ვისი გამოყენებაც შემეძლო, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს ბიჭები ან დუბლების ჩემპიობატში უნდა ასპარეზობდნენ, ან უმაღლესი ლიგის გუნდის 18-კაციან განაცხადში იყვნენ. ასე რომ არ არის ისეთი კონტიგენტი, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ.

რაც შეეხება სიმწვავეს, ვიტყვი, რომ თავდასხმის ხაზში მეტი სიმწვავე და მეტი შემსრულებლობაა საჭირო. მოვიკოჭლებთ, მაგრამ არის ნათელი წერტილები და ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ - სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

უბრალოდ ერთის თქმა მსურს - თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია! 0 ქულისთვის კი ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდი.

ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობების ამოწურვისთვის ორი თვე არ მეყო. შესაძლოა, სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ამ ნაკრებს, ჯგუფში 4 ქულა მაინც აეღო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე ასეც…

პირველ თამაშში რომ არა ის დასანანი გოლი და მარცხი, მეტს გავაკეთებდით. ამ ასაკში ასეთი გოლის შემდეგ რთულია მობილიზება და ამოქაჩვა. ფაქტია, მეტი ვეღარ შევძელით.

რუსეთის ნაკრებზე მინდა ვთქვა. ბევრი დაიწერა, რომ ამ ნაკრებმა რუსეთს ყაზახეთის თასზე მოუგო… მე პირდაპირ ვიძახი, რომ თუ იმ გუნდიდან ერთ ფეხბურთელსაც იპოვით, რომელიც ყაზახეთში მოთამაშე რუსეთის ნაკრებში იყო და აქ ჩამოსულშიც, მზად ვარ განცხადება დავწერო და დღესვე დავტოვო ნაკრების პოსტი - ეს იყო სკოლის ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი.

არაა ლამაზი უბრალოდ, რომ იწერება ორი თვის წინ მოუგეს და ახლა ვერაო… სიყვარულით ვამბობ ამას და არა რაიმე ნიშნის მოგებით", - განაცხადა მაისურაძემ.

- U17. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი ქულის გარეშე დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 41 /
დავითაშვილის ხელა ფეხის ზომა ქონდა იტალიელთა 17 ნომერს ამ ბავშვტან რა გინდოდათ დააცადეთ თავის ასაკში მაგარი იქნება ნაღდად მაგრამ ვასკა მამამისს ხო არ აწყენინებდა სირცხვილია რო ამბობთ მეტი არავინ იყო დუბლები უნდა ქონოდა ნათამაშებიო ეს ბავშვი რომელ დუბლებში თამაშობს ან ანდრონიუკაშვილი ან შეწირული აქედან რომელის თამაშით ხართ კმაყოფილი ისე ორივეს პატარა ბავშვი ჯობდა
goga
22 მარტი 2016 13:50
0
არ გვყვავს მესები და რა ვქნათ რაა.დდ არ გაუხურეს საქმე ამ კაცს. გადადექიო ვინც მოუწოდებს ეს გადადგეს და მარგველაშვილი დავნიშნოთ მაშვინ უეჭველი გაამართლებს.ამ პროგრამის ამუშავებასაც როარ დაადგა საშველი.
qutaiseli
21 მარტი 2016 21:40
0
ვასკამ და ვახომ ორივემ უნდა დატოვოს ნაკრები
gulshematkivari
21 მარტი 2016 20:38
0
ამის ატანა ძალიან ძნელია ამდენი ტყუილი ვასკა არ შეიძლება ის პატარა ბავშვი დავითაშვილი სად თამაშობს რომელ დუბლებში?რომლები იყვნენ დუბლების მოტთამაშეები 35 ბავშვებიდან ცოტა დაფიქრდით კომენტარების დროს იაგორაშვილმაც გვითხრას ორი სიტყვა რამდენი არ ევასება თურმე ეხლა გამოჩნდა
gulshematkivari
21 მარტი 2016 20:07
0
აკრძალავენ და კაი ჩიტსაც დაიჭერენ თუ მკითველისთვის არ არსებობენ ეროვნული საიტები მაშ ვიღასთვის? ნუთუ არ გსმენიათ, სუნამოს ნიკნეიმით აზრის გამასაჯაროებელო-მოყვარეს .....მტერს ზურგს უკანაო...და "შენს" სისხლ- ხორცს გამოასწორებინე,შეუსწორე,მტერს კი ებრძოლე,დაჯაბნე,თუ კი გძალუძს ,რაღა თქმა უნდა,ორივე შემთხვევაში ჩარევისას,ვითარების შეცვლა ქართველთა სასიკეთოდ,ქმედებით,ულაყბოდ,მარცხისას თავის მართლებით!
Englend
21 მარტი 2016 12:40
0
მიიწვიეტ დასავლეტიდან მწრტვნელები სეეკიტხეტ მატაც იკნებ ეგულებატ აქეტ პეხბურტელები სანაკრებოტ მარტო ტბილისი რააა ეს დიდი სეურაცყოპაა ერტპიროვნულად წყვეტტ საქმეს გგონია დიდი მწრტვნელი ხარ და არ გწირდება ვინმეს სეკიტხვაა საბწოტაკავსირს ერტდროულად სამი მწრტვნელი დაუყენეს არ გახსოვტ დიდი ნოდარ ახალკაცი იყო ერტერტი ისინი ერტმანეტს ავსებდენ დაერტმანეტს ეკიტხებოდე მატ სორის ყველაზე დიდი ნოდარი იყო არცეტს არ ქონდა ნოდარის დონის მიგწევა ტქვენ რას აკეტებტ ნოდარი ყველგან ეზებდა პეხბურტელებს მიაგნო კიდეც რამდენი იყო ტბილისელი რამდენი ქუტაისელი გურული სუგდიდელი მასე არრ არის სეხვიდე ტბილისის ერტ სკოლასი და ნაკრები დაუზახო გადადექი პასუხი პედერაციამაც აგოს განმარტოს რა მოხდა სეიზლება ვერ გახვიდე მაგრამ ერტი პრე მაინც ვერ უნდაგააკეტო სამ მატსსსიორი გოლი ვერ უნდა გაიტანო საერტოდ არ ქონდა ამ ბიწებს რაიმე დონე
ledi
21 მარტი 2016 12:14
0
esს რას გავს რომელი საქარტველოს ნაკრებიაა რატომ არ ეზებტ ქუტაისსი ზყგდიდსი სამტრედია და სემდეგი ქალაქებსი უნიწიერესი პეხბურტელები არიან ტბილისის ერტი უბანი რომ მიიწვიეტ და ნაკრები დაარქვიტ ვტხოვ იმერეტის პეხბურტის წარმომადგენლებს აარციეტ პეხბურტელები ქუტაისსი ზუგდიდსი გურიასი სექმენიტ ნაკრები სეაჯიბრეტ მაგენის არცეულ ვიტომ ნაკრებს ეხლა რომ ატამასეს და ყველა სამარცხვინოტ წააგეს და ნახავენ როგორი ბიწები დატოვეს უნაკრებოდ რას აკეტებ პეხბურტის პედერაციავ რატომ არ აზებნინებ ყველა კუტხესი პეხბურტელებს რა დიდი საქარტველოა რომ ვერ ცამოდიზარტ ქალაქებსი
ledi
21 მარტი 2016 11:57
0
ფეხბურთის თამაში ხომ უნდა შეგეძლოს, გასაგებია რო ახალგაზრდები არიან მინდა წინსვლა და გაზლიერება ვუსურვო, რაც პრინციპში შესაძლებელია დიდი შრომის ფასად, მაგრამ ამ ეტაპზე სიმართლე თუ გაინტერესებთ ვერ თამაშობენ და მწვრთნელი ვერ ითამაშებს მაგათ მაგივრად
ჭოლა
21 მარტი 2016 11:53
0
თუ ამათზე უკეთესი ფეხბურთელები არ გვყავს შავად ყოფილა ჩვენი საქმე,მაშინ ამათ 2გვარდიოლა 5ახალკაცი რომ დაუყენო მაინც არაფერი ეშველებათ.სოფლებში ეძიეთ და დააფინანსეთ ტექნიკური და "ჟილკიანი" ბიჭები
მურთაზი
21 მარტი 2016 11:45
0
ყოველ წამიერი უფასუხისმგებლობა,ზღვრით დაბალხარისხოვან თავისმართლებითი ცინიზმით, ფოსთფაქტუმ,თითქმის ყველგან,თითქმის ყველა სფეროში,ჩვენს სამშობლოში .კომენტარების დედანში დამესიჯებას როდის ისწავლით ან კორექტორი გაიჩინეთ საიტზე:არ დამიწკაფუნებია ქართული დედა ენის დამახინჯებით,ნიშანი-"ძაღლი",უაზრო ასოთა ბმულით,უაზრო სიტყვები არ დამიწერია:ნალრები,ფზობდეს,ძლიეწრ და სასვენი ნიშნებიც აბდა უბდად დამისვი.სწორედ ამგვარი უყურადღებობა და თავთავიანთი საქმის ვერცოდნაა,ჩვენი უკუსვლის და ქრონიკულად წაგებების მიზეზი,თითქმის ყველაფერში.
M.Z.Great British.
21 მარტი 2016 11:45
0

სიახლეები პოპულარული