საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
21 და 23 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანის თანატოლთა ნაკრებთან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია.

მთავარი მწვრთნელი გურამ ასპინძელაშვილი დღეიდან შეკრებს გუნდს და მზადებას დაიწყებს. აზერბაიჯანთან ორი სპარინგის შემდეგ, 29 აგვისტოს ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: დიმა ბულისკირია (დინამო), გიორგი მამარდაშვილი (დინამო), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო);
მცველები: არჩილ ბასარია (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), საბა გაბედავა (დინამო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო),
ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (დინამო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო), ივანე ოქროპირიძე (საბურთალო), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი), ზურა დავითაშვილი (დინამო), ლუკა ჩიქოვანი (დინამო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო);
თავდამსხმელები: თემურ გაბუნია (ლოკომოტივი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), გიორგი გულიაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), თორნიკე გობრონიძე (ლოკომოტივი).

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაწყობით ყავს 3 კაცი. ეს რაც ვიცი და რაც არ ვიცი კიდევ... ან რა უნდა ასპინძელაშვილს საერთოდ.
100%
17 აგვისტო 2016 16:36
0
საკმაოდ ყავდა რეგიონებიდან გამოძახებული ბიჭები მაგრამ ძალიან ჩამორჩებიან თბილისელებს.ისე ივანიაძე ბათუმელია,ხარაბაძე ქუთაისელი,გარდაბნიდან, ქარელიდანაც არიან.რომ გაიძახით რეგიონებიო-ბარემ კონკრეტულად გვარი დაწერეთ და ნახავენ ბავშვს და ეგაა რა. წარმატებები ბიჭებს!!!
777
17 აგვისტო 2016 16:21
0
15 წლის ბიჭებს რო ათამაშებთ 17 წლიანების ნაკრებში ესეიგი 17 წლისები ვერ ქაჩავენ ხო? არ შეიძლება ესე!ერთი ორი კაცი შეიძლება დაამატო ვინც ძალიან ნიჭიერია მაგრამ 8 კაცი უკვე ბირთვია და რავიცი მგონი არასწორია.იმედია ვცდები და მომავლისთვის ესე ჯობია?!წარმატებები
zviad
17 აგვისტო 2016 14:56
0
ასპინძელაშვილს ... არ უნდა, რომ რეგიონებში იაროს? თუ ჩაწყობით ყავს ხალხი აყვანილი?
სპორტალლ ვთხოვ, კარგი იქნება თუ დაინტერესდებით ამ საკითხით
kvaxa
17 აგვისტო 2016 14:32
0
მართალია!! სად არის რეგიონებიდან ფეხბურთელები?? :(( ასე აპირებთ ერთი ქალაქის გუნდისგან ნაკრები დააყენოთ??
??
17 აგვისტო 2016 14:02
0
წარმატებები ბიჭებს,მაგრამ იქნებ რეგიონებისკენაც გამოიხედოთ ან დაარქვით დინამო-საბურთალოს ნაკრები
levan
17 აგვისტო 2016 13:26
0

სიახლეები პოპულარული