კახა ჭუმბურიძე: მხოლოდ ასე გავუზრდით ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელებს

AutoSharing Option
დღეს, 6 ოქტომბერს, 20:45 საათზე ჰავრში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ მომავალი შესარჩევი ციკლისთვის გათვლილი ასაკის ფეხბურთელები შეკრიბა და მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, გუნდში 1994-95 წლებში დაბადებულები აღარ მიიწვია.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, კახა ჭუმბურიძის თქმით, გათვლა მომავალზე გაკეთდა.

"შესაძლოა, დღეს ეს ბიჭები ფიზიკურად თავისი ასაკის ნაკრების მოთხოვნებს ოდნავ ჩამორჩებიან, მაგრამ პერსპექტივა გააჩნიათ და სამომავლოდ გამოგვადგებიან.

სხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც ასე მოხდა. ფეხბურთის ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების პროგრამას გეგუჩაძე ხელძღვანელობს და ყველა ასაკობრივი ნაკრების კოორდინატორია. ჩვენ კი ლოკალურ მიზნებზე
უარი შეგნებულად ვთქვით და გადავწყვიტეთ, რომ ამ ნაკრებებში ერთიანი მეთოდითა და სისტემით ვიმუშავოთ.

დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ასე გავზრდით ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან" - განუცხადა Sportall.ge-ს ჭუმბურიძემ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თქვენი მოსაზრებები გასაგებია,თეორიულად მისაღებია, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა. ჯერ ერთი, ძალიან დიდი შეცდომაა ასაკობრივი ნაკრებების დაკომპლექტება მხოლოდ თბილისი სამი კლუბიდან. მეორეც,სელექცია ნულის ტოლფასია, გადახედეთ ევროპულ ნაკრებებს, აქცენტი კეთდება სიმაღლეზე და ფიზიკურ გამძლეობაზე, ჩვენთან კი რა ხდება? ყველა პოზიციაზე ტანდაბალი დგას. უფრო მეტიც, ქვედა ასაკობრივ ნაკრებაბში ორი სამი წლით პატარები ჰყავთ.
მამუჩა
10:13 08-10-2016
0
ბატონო კახა 17წ 21წ 19წ ამათით უნდა სეავსოტ ეროვნული ნაკრები აი ყველა გუნდში ერტი და იგივე ხელწერაა გეგუჩაძე ყოფილა ყველა ასაკობრივის ნაკრების კორდინატორი და სულის ჩამდგმელი და აი ყველა ერტნაირად თამაშობს არ მოგწყინდათ ამდენი კრიტიკა ამდენი წაგება და ხალხის განერვიულება? მატო ხელფასისთვის არსებობთ შედეგი თქვენი საქმე არ არის ნაღდადდ არ მეგონა თუ არაფერს შეცვლიდაით უკეთესობისკენ ვაფშე რა
goga
14:23 07-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული