ლადო ბურდული: სადაც უნდა ვიყო, "სიონი" მუდამ იქნება ჩემს გულში

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" ცვლილებებია. კლუბი დატოვეს გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა.

ბოლო წლებში ბურდულისა და "სიონის" გზები მჭიდროდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს. ის ჯერ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, მერე კი - კლუბის გენერალური დირექტორი. ამ დროის განმავლობაში "სიონმა" არაერთ წარმატებას მიაღწია: ითამაშა ევროპალიგაზე, საქართველოს თასის ფინალში, მოიგო ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები...

გასული სეზონი გუნდისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. ბოლნისურმა კლუბმა უმაღლესი ლიგა დატოვა, რის შემდეგაც ბურდულმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო...

"ლელომ" ბურდულთან ინტერვიუ ჩაწერა...

- რა ხდება "სიონში"?
- ჩემსა
და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შედგა ორმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 13 იანვრიდან წყდება კონტრაქტი. დავსხედით, გავაანალიზეთ შექმნილი სიტუაცია და ერთობლივად მივედით ასეთ გადაწყვეტილებამდე.

აქვე, მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ არანაირი უთანხმოება ჩვენ შორის არ ყოფილა, ვრჩებით მეგობრებად. ამავე დროს, მინდა, ბოლნისის "სიონის" ნამდვილ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო იმ შედეგის გამო, რაც გუნდმა გარდამავალ ჩემპიონატში აჩვენა. ჩვენ ვერ შევძელით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება და ეს, რა თქმა უნდა, არ გვამართლებს.

და არც არის ჩემი მიზანი თავის მართლება. თითქოს, გული მიგრძნობდა, თავიდანვე ვამბობდი, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა მოკლე, გარდამავალ ჩემპიონატში... სეზონებს შორის პერიოდში გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალ ფეხბურთელებს დასჭირდათ დრო ადაპტაციისთვის და ეს ბუნებრივიც იყო. საწყისი ოთხი თამაშიდან ოთხივე წავაგეთ. მერე შედარებით გამოვასწორეთ სიტუაცია, თუმცა მოგვიწია პლეი-აუტის თამაში ქობულეთის "შუქურასთან". განვიცადეთ დასანანი მარცხი...

მეორე თამაშისას იყო კითხვები, მაგრამ აღარ მინდა, მივუბრუნდე ამ თემას. ფაქტია, გუნდი გავარდა უმაღლესი ლიგიდან და გადავწყვიტეთ, ჩვენს თავზე აგვეღო სრული პასუხისმგებლობა, რაც ლოგიკურია.

- "სიონი", ალბათ, თქვენთვის განსაკუთრებულ გუნდად დარჩება, რადგან სწორედ აქ გადადგით პირველი ნაბიჯები, როგორც მწვრთნელმა და როგორც მმართველმა...
- რა თქმა უნდა, ასეა. ბოლო სეზონის შედეგების მიხედვით ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ მანამდე იყო წარმატებები. თუნდაც ის, რომ ვითამაშეთ ევროასპარეზზე, საქართველოს თასის ფინალში, მოვიპოვეთ ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები...

სადაც უნდა ვიყო, "სიონი" მუდამ იქნება ჩემს გულში და თუნდაც გვერდიდან მაინც ვიქნები მისი გულშემატკივარი. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ წლებში ჩვენთან ერთად აკეთებდა საქმეს.

- თქვენთან ერთად გუნდი სამწვრთნელო შტაბმაც დატოვა?
- დიახ, წავიდა არმაზ ჯელაძეც, ასევე - გიორგი ნიკურაძე, ვასილ პავლიაშვილი, გრიგოლ ჭანტურია...

- ბურდული უფეხბურთოდ ვერ წარმოგვიდგენია. რას აპირებთ?
- ვერც მე წარმომიდგენია საკუთარი თავი ფეხბურთის გარეშე... მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა დავისვენო მცირე ხნით. ყველაფერი, რაც მოხდა, უნდა გავაანალიზო... სამომავლოდ კი ჩემს თავს ისევ ფეხბურთში ვხედავ, ოღონდ სად და რა ამპლუაში, ამას ერთად ვნახავთ. ჯერ კი, როგორც გითხარით, უნდა დავისვენო.

- ჩვენი ინფორმაციით, "სიონის" გენერალურ დირექტორად ბუბა ტყავაძე იმუშავებს...
- მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მართებული არჩევანი გააკეთა. მჯერა, ბუბა ტყავაძე, თავისი პროფესიონალიზმით, "სიონს" დიდ სარგებლობას მოუტანს. შესანიშნავი კანდიდატურაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი იქნება თუ ზუგდიდის ხელმძღვანელობაც მიბაძავს და წავლენ გუნდიდან,განსაკუთრებით ინალიშვილი რომელმაც დააქცია გუნდი.
სოსო
15 იანვარი 2017 13:44
0
avedi xeze damabijes fexze,metkina mazoli, rogora xar anzori? gadaxra burdulam mteli bolnisi, mere eg fexburtelebi misi mikvanili ar iko? kai sastavi rom hkavda tina tels dashala da bichebs arz daemshvidoba ise gaushva, abuchad aigdo, jobia bavshta fexburtshi tavides ik ufro gamogvadgeba eg.
demetre
14 იანვარი 2017 14:35
0
ლადო ბურდულმა "სიონის" ფეხბურთელებს ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის რომ მათ კარგი შედეგი ეჩვენებინათ მაგრამ...

ანზორი
14 იანვარი 2017 12:52
0
უმადურობას საზღვარი აქვს. კარგის და ცუდის გარჩევა უნდა ვისწავლოთ ლადო ბურდულს არ უნდა დავუკარგოდ ის სიკეთე რაც ბოლნისის "სიონისთვის" გააკეთა... მაგრამ ბურდულმა ხომ არ შეუშალა ფეხბურთელებს ხელი მოედანზე თამაშის დროს?! ბურდული ხომ არ ითამაშებდა ფეხბურთელების ნაცვლად?!
ანზორი
14 იანვარი 2017 12:47
0
dagupa sioni egona kargi gundi shekra, maggram shedegi tavad naxet, zveli fexburtelebi ki ise gaushva arz ki damshvidobebia, es kvelaferi araprofesionalizmis bralia, imedia gamoadgeba es gamozdileba, ise sionis vitom fanebi mets ar imsaxureben.
firali
13 იანვარი 2017 19:05
0
შეჭამა სიონი და ეხლა წავა აბა რას იზამს, შესაჭმელი აღარაფერი დარჩა იქ
mumu
13 იანვარი 2017 18:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული