[ექსკლუზივი] გორის "დილამ" ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა [PHOTO]

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, გორის "დილას" შემადგენლობას ახალ სეზონში ორი ბრაზილიერი ლეგიონერი გააძლიერებს. ჩვენი ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტი ლეანდრო რიბეირომ და ჟეან დერეტმა გააფორმეს.

დერეტი 23 წლისაა და ამპლუით ნახევარმცველია. კარიერის განმავლობაში მას "ფიგუეირენშეს", "გრემიოს", "ჯუინვილეს" და "მოგი მირიმის" შემადგენლობაში უთამაშია. "ჯუინვილესთან" ერთად დერეტმა ბრაზილიის ჩემპიონატის სერია ბ მოიგო, ამასთანავე ლიბერტადორესის თასზეც ითამაშა.

რაც შეეხება რიბეიროს, ის 22 წლისაა და ამპლუით თავდამსხმელია. რიბეირო თავის დროზე ბრაზილიური "ინტერნაციონალის", "აროუკას", "გლორიას" და "ვილა ნოვას" ღირსებას იცავდა.

Sportall.Ge
ასევე დაგაინტერესებთ