ამ დროს, ბევრისთვის გაუგებარია რეზო ჯიქიას რუსთავური კლუბიდან წასვლის მიზეზი. იმ დროს, როდესაც კლუბს უმწვავესი საკადრო პრობლემა გააჩნია, ერთ-ერთი ლიდერის გაშვება უცნაურად ჩანდა.
27 წლის თავდამსხმელი (რომელმაც სხვათა შორის, ქართული კარგად მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისწავლა) გასული სეზონის პირველ ეტაპზე დაშავდა და მეორე წრე არ ჩაუტარებია. რუსთაველთა ხელმძღვანელები გამოცდილი ფეხბურთელის მომჯობინებას დიდხანს
"ოლიმპის" ხელმძღვანელთა იმედები არ გამართლდა, რეზო დღემდე ვერ მომჯობინდა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს ვერ გასცდა და მისი თამაში "ოლიმპის" მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაშიც გამოირიცხა.
"...ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯიქიასთან კონტრაქტი გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ. რეზო ძალიან კარგი ფეხბურთელია, გასულს სეზონში უდიდესი სამსახური გაგვიწია და წლეულსაც მისი დიდი იმედი გვქონდა. სამწუხაროდ, აგვისტოს ბოლომდე ვეღარ დაგვეხმარებოდა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ", - გვითხრა "ოლიმპის" პრეს-ატაშე მიხეილ ჯორბენაძემ.
ასე რომ, ჯიქია გასული სეზონის შემადგენლობის მეთხუთმეტე ფეხბურთელია, რომელმაც "ოლიმპი" დატოვა. ძველებიდან რუსთავულ კლუბს მხოლოდ ექვსი მოთამაშე შერჩა: თემურ ღონღაძე, დავით გიგაური, გიორგი რეხვიაშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორგი ხიდეშელი და გიორგი ჭედია.