საჩხერის "ჩიხურა": თურქეთში ბულგარელების წინააღმდეგ

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" 30-კაციანი შემადგენლობით თურქულ ბელექში გაემგზავრა. პირველივე დღეს, დასვენების შემდეგ, სოსო ფრუიძემ ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერელთა მცველი თორნიკე გრიგალაშვილი და საყრდენი ნახევარმცველი გიორგი განუგრავა ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა და კლუბს საკონტროლო მატჩების შემდეგ, 26 იანვარს დაუბრუნდებიან.

ბელექში არიან ახალწვეულები - ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ნიკა გელაშვილი. სრული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები:
დინო ჰამზიჩი, კოსტანტინე სეფიაშვილი, ნიკა ქავთარაძე;
მცველები: შოთა კაშია, ლევან კაკუბავა, ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა, ლაშა ჩიკვაიძე;
ნახევარმცველები:
გიორგი კორიფაძე, თორნიკე გორგიაშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორგი ივანიშვილი, მიშა სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე, ბესიკ დეკანოიძე, თორნიკე მუმლაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა გელაშვილი.

შეკრება ათ დღეს გასტანს და ყოველდღიურ ვარჯიშებთან ერთად, "ჩიხურა" ორ ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებს. პირველ მატჩში (25 იანვარი) ფრუიძის გუნდის მეტოქე ბულგარული (პლოვდივი) "ლოკომოტივი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ შეკრებების ნაცვლად ცენტრალური სტადიონი შეაკეთეთ ის ჯობია.
kika
09:40 24-01-2017
0
toro გუნდი რომ შეიკრიბება საბოლოოთ შემდეგ გამოჩნდება ვის რამდენი ყავს და ვის უკეთესი ფორვარდები ყავს კიდეც.შურით და ბოღმის გარეშე
ჩიხურა
21:19 23-01-2017
0

სიახლეები პოპულარული