სამტრედია-დუნავი 1:0 - ჩემპიონმა შეკრება მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
31 იანვარს, "სამტრედიამ" თურქეთის ქალაქ სიდეში მოსამზადებელი შეკრება დაიწყო და 2 თებერვალს პირველი საკონტროლო შეხვედრაც გამართა. გია ცეცაძის გუნდს ბულგარეთის A ლიგის (უმაღლესი) მეექვსეადგილოსანი რუსეს "დუნავი" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.

ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე საქართველოს ჩემპიონის ახალწვეულმა გურამ სამუშიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიის" კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მიროსლავ ბუდინოვის დარტყმული მეკარე ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია და მეტოქეს წონასწორობის აღდგენის შანსი არ მისცა.

საინტერესოა, რომ ბულგარელებმა მანამდე საკონტროლო შეხვედრებში პოლტავის "ვორსკლას" 5:1 მოუგეს, ხოლო "ორენბურგსა" და "კრასნოდართან" წააგეს,
შესაბამისად, 0:1 და 1:2.

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, სუხომლინოვი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, ჩაგელიშვილი, სამუშია; შეცვლაზე შევიდნენ: ჯიქია, ცაგარელი, ბურკაძე, დოლიძე, მარკოზაშვილი, მანჯგალაძე, ხაბეიშვილი, ახალაძე.

საქართველოს ჩემპიონი თურქეთში კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 6 თებერვალს - ჯერაც დაუდგენელ მეტოქესთან, 10-ში - ლიტვის ჩემპიონ ვილნიუსის "ჟალგირისთან", ხოლო 14-ში - უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან "ოლექსანდრიასთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია რომ სამტრედია კიდევ უფრო ძლიერი იქნება.მალე ალბათ არაბულსაც დაიმატებენ დინამოდან
Jango
12:21 03-02-2017
0
გუნდი საქართველოს ჩემპიონია და ვიდეოს დადებას ვერ ახერხებენ ელემენტარულად. სირცხვილია
რეზო
16:32 03-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული