ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვიაჩესლავ გროზნი აღარ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

"12 თებერვალს ღამით, ოჯახური პირობების გამო, "დინამო" თბილისის მთავარმა მწვრთნელმა - ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს "დინამოში" მუშაობას. შექმნილ სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ", - წერს "დინამოს" საიტი.

60 წლის უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.
მკითხველის კომენტარები / 52 /
გასაგებია რომ ფიფიამ ბევრი კარგი გააკეთა, პირობების შექმნით დაწყებული, აკადემია, ინფრასტრუქტურა. მაგრამ ან ფეხბურთი არ ესმის ან არ უნდა შედეგი და სხვა მიზანი აქვს (რაც არ მგონია). ასეა თუ ისე, კაცმა უამრავი არაკომპეტენტური ტიპი მოიყვანა გუნდში და არც კომპეტენტურს აცალა მუშაობა და არც არაკომპეტენტურს. შედეგსაც შესაბამისად ვერ ვეღირსეთ. ასე რომ, უკეთებია თუ არა კარგი, საბოლოოდ მაინც ჩვენ რა?ამიტომ ვთხოვოთ გაყიდოს ეს გუნდი და მოვიდეს ვინმე ვისაც ესმის ფეხბურთი და უნდა შედეგი, სხვა გამოსავალი მის ხელში ჩემი აზრით აღარ არსებობს!
valderrama
13 თებერვალი 2017 11:16
0
რანიც ხართ "ხელმძღვანელნი ვითომ ქართველთა ფეხბურთისა", ან ფიფიებს რა ესმით ფეხბურთის ან ჟორდანიებს,უთამაშიათ კი დიდი ფეხბურთი???, იმგვარი ფეხბურთიც გაქვთ, ხალხს სხვა,ნაღდი ფეხბურთი სურს და არა თქვენი ფულის კეთების სურვილის ხუშტურები,ქართული ფეხბურთის გარკვეული ევრო დონის ქონის გარეშე,ეგრე სწრაფად ვერ გამოვაო!,წლებია საჭირო,და დიდი გარჯით,თანამიმდევრობით და არა აქეთ-იქით ხტუნაობით,რაღაცის კარგის შესაქმნელად!ქართველებს ნუ გვარცხვენთ ეხლა უკრაინულ ფეხბურთშიც დაგვიკარგეთ იმიჯი,ესფანელებთან,სლოვაკებთან,ბელგია-დანიაში,საერთოდ ევროფაში,უკვე მოგვჭერით თავი,იმდენი სფორტის "ხალხი" ამბობს აუგს რომ არც ერთ ნორმალურ,შედეგის დამდებ ქოაჩს არ სურს ქართული ფეხბურთის გუნდების,თუ ეროვნული ნაკრების წვრთნა,და სულაც არაა ანაზღაურება მიზეზი,თქვენი ქცევაა მათდამი თავი და თავი ა
gvardiola-Sрanish
13 თებერვალი 2017 11:03
0
გროზნიზე ბევრად კარგს მოიყვანენ და კარგ შედეგსაც აჩვენებს ამ ფორმაციის დინამო დარწმუნებული ვარ.
kote
13 თებერვალი 2017 10:46
0
რა შუაშია დაბრალება რა ვერ ხედავთ რომ ეს კაცი ვერ აწყობს გუნდს ყოველ წელს შეცდომებს უშვებს და გუნდიც უკან უკან მიდის ბოლო ბოლო უნდა გავარდეს პირველ ლიგაში რომ მიხვდეთ ეს კაცი არ აშენებს დინამოს
dddddd
13 თებერვალი 2017 10:46
0
მერე ეს ოჯახური პრობლემა 3 წელს გაგრძელდებოდა?:D
ფეხბურთელები მოიყვანეთ გვარდიოლა რო დანიშნოთ ის ვერ გიშველით სხვანაირად
ika
13 თებერვალი 2017 10:38
0
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო დინამოზე და ნაკრებზეა ნათქვამი :))))
ირაკლი
13 თებერვალი 2017 10:32
0
ოჯახური მდგომარეობა კი არა კვახი არ გინდიან? უკრაინული პრესა მაინც დაწერს სიმართლეს. მე მგონი დინამოს ...., ხალხი გაუშვა და ტრენერიც დააყოლა.
haha
13 თებერვალი 2017 10:26
0
ფიფიას ხოშზე მწვრთნელების ცხვირსახოცივით ცვლა "დინამოს" კარგს არ მოუტანს
_+*
13 თებერვალი 2017 10:15
0
ეს უკვე დამუღამებული გაქვთ რომ ფიფიას დაბრალდეს ყველაფერი? უშეცდომო ვინაა მაგრამ სულ მაგის კრიტიკა რა კაიფია. ერთადერთია ვინც დღევანდელ ფეხბურთში რაღაცას ასე თუ ისე ხარჯავს, სხვაგან რომ კაპიკებს დებენ მაგას არ ვგულისხმობ. წავიდა რა. პირველად მოხდა ფეხბურთში ტრენერი რომ აითესა?
Baggio
13 თებერვალი 2017 09:51
0
დააბრუნეთ გეგუჩაძე დინამოში. ეს კაცი ტყუილა მოაცდინეს ახალგაზრდულ ნაკრებში.კარგი სტარტი ჰქონდა აღებული დინამოში და ჩამოაცილეს უაზროთ კლუბს. საქართველოს ნაკრების შემდეგ დინამოა პირველი გუნდი ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ გაახალგაზრდავებულ დინამოზე მისწრება იქნება გეგუჩაძე!
kika
13 თებერვალი 2017 09:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული