...მაგალითად, სპონსორი და პარტნიორის გამოჩენა ყველა ქვეყანასა და ყველა ნორმალურ კლუბში უხარიათ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ საქართველოში კერძო სპონსორი სანთლით საძებარია. თუმცა, რეალურად, სხვაგვარი და საკმაოდ უცნაური სურათი იკვეთება.
ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი პროგრამის მთავარი მიზანი სახელმწიფო კლუბების განკერძოებაა, მაგრამ არსებობს
ამაზე "ლელოსთან" გერმანიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ილაპარაკა, ოღონდ ქართულ კლუბებთან მოლაპარაკებების უცნობი დეტალები მხოლოდ იმ პირობით გაგვიმხილა, რომ ამ კლუბების დაკონკრეტებას არ მოვთხოვდით:
"ფეხბურთი მიყვარს და ჩემი კავშირებით, მინიმუმ, სპონსორის მოძებნა შემიძლია. რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს ამაში დახმარება შევთავაზე კიდეც, რადგან დასავლეთ თუ აღმოსავლეთ ევროპაში ფეხბურთში ინვესტირების მსურველები მოიძებნებიან და კონკრეტული კომპანიებიც ვიცოდი.
მაგრამ აუხსნელ წინააღმდეგობას წავაწყდი, რადგან კლუბის კერძო საკუთრებაში გადასვლის რეალურ ინტერესს ვერ ვხედავდი. ღიად არავინ იტყვის, რომ ეს არ სურს, მაგრამ სახელმწიფო კლუბების ნაწილში კერძო ბიზნესის შესვლა არ უნდათ, რადგან ეს უშუალოდ შეეხება ამ კლუბების მმართველთა კეთილდღეობას. ასეთ დროს, კლუბის მომავალზე ზრუნვა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია, რეალურად კი კერძო ინტერესები იმალება.
მაგალითად, კლუბში სპონსორი რომ მივიდეს და 200 ათასი ლარი მიიტანოს, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დამატებით ერთ ამდენს მიიღებს. სხვა კლუბთან შედარებით 400 ათასი ლარით მეტი რომ გაქვს, ეს უკვე სერიოზული უპირატესობაა და რამდენიმე კარგი მოთამაშის დამატების საშუალებას გაძლევს. მაგრამ ეს არის სწორედ მთავარი ბარიერი.
ბევრს ურჩევნია, შემოსავალი მილიონლარიანი ბიუჯეტიდან აიღოს, ვიდრე 5 მილიონის ჩამდებმა ახალმა მეპატრონემ გაუშვას ან უკეთეს შემთხვევაში, ხელფასზე "დასვას".
იმიტომ, რომ ბიუჯეტს ხრავენ, კერძო მეპატრონესთან კი ეს არ გაუვათ - ისინი ყოველ თეთრს ითვლიან.
სადაც სახელმწიფო კლუბია, იქ მუდმივად არამდგრადობაა. რამდენიმე ასეთ კლუბს დაველაპარაკე კიდეც. ვიფიქრე, ჩემებს გვერდში დავუდგები-მეთქი, მაგრამ... ახლოს არ გამიკარეს და ისეთ აუხსნელ წინააღმდეგობებს წავაწყდი, ბოლოს ხელი ჩავიქნიე".
ჩვენი მოსაუბრე დარწმუნებულია, რომ კლუბები აუცილებლად აუქციონზე უნდა გავიდნენ:
"აქ პრობლემა ის არის, რომ სანამ ლიგაში საბიუჯეტო კლუბი არ გასხვისდება, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა ეფექტურად ვერ იმუშავებს - ამ სახეობაში მამოძრავებელი ძალა კერძო ბიზნესი და მისი ბუნებრივი მიდგომებია.
საქმე ისაა, რომ თავად ეს სისტემა არ არის წესიერი და არსებული გარემო ხალხის გარყვნას იწვევს. ამიტომ, ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის გუნდები აუქციონზე უნდა გავიდეს. პატრონი ყველას გამოუჩნდება - ზოგს მდიდარი, ზოგს ღარიბი, მაგრამ ეს ჯობია, ვიდრე დღევანდელ სიტუაციაში ყოფნა".
უცხოეთში გახიზნული ჩვენი თანამემამულე გასხვისების გეგმაზეც გველაპარაკა:
"აღმასკომმა უნდა გამოაცხადოს, რომ ორი ან სამი წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში არ დაუშვან კლუბი, რომელიც მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს ბუნებრივად გამოიწვევს, რომ ისინი ნაწილობრივ მაინც გაკერძოვდებიან.
ორიოდე წლის წინ მქონდა მცდელობა, ამ წინადადებით ერთ-ერთი რაიონის კლუბი აგვეყვანა. გამგეობას დავუკავშირდი, საიდანაც გასაოცარი პასუხი მივიღე - თუ დაგვჭირდება, თავად დავუკავშირდებითო.
იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბი მაინც სახრავია, პროფესიულ, მაღალანაზღაურებად სპორტში კი სახელმწიფო გადამხდელის როლში არ უნდა იყოს, ის მხოლოდ რეგულატორის ფუნქციას უნდა დასჯერდეს. მაგრამ ეს ბევრ კლუბს არ სურს და ამიტომაც არ ცდილობენ გასხვისებას. მათ ვერ გაიგეს, თუ რატომ მიმქონდა კლუბში ინვესტიცია, რადგან ეს მათთვის არაფრის მთქმელია. ასე დავემშვიდობე პიროვნებას, რომელიც 3 მილიონამდე ლარის დაბანდებას აპირებდა.
არადა, გამოაცხადონ ტენდერი, მოახდინონ რებრენდინგი, დაწერონ და შეფუთონ კლუბის ისტორია, დათქვან პირობები და მერწმუნეთ, ღია აუქციონზე უცხოელებიც აუცილებლად ჩაერთვებიან. შესაძლოა, მარტო ბრენდში 10 მილიონი ლარიც გადაიხადონ მატერიალური ობიექტების გარეშე.
მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როცა ყველა კლუბს გამოუცხადებენ, რომ უნდა გასხვისდეს, სხვაგვარად, ეროვნულ ლიგაში ვერ ითამაშებენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
2 წლის შემდეგ კი არა,მომავალი სეზონისათვის უნდა იყოს ორივე ლიგის ყველა კლუბი გასხვისებული,მინიმუმ 51%- აქციებისა უნდა იყოს კერძო მფლობელის.
აქ კიდევ ვიღაც წერდა რომ მინიმალური ზღვარი ფინანსირების კონსოლიდირებული უნდა იყოს 3 მილიონი ლარი პირველ ლიგაშიო,ეგეც სწორი მოთხოვნა იქნება.
მაგ დიდი ქალაქი ბათუმი არაა, არც ფოთი,გორი კერძოა, ზუგდიდი და რუსთავი მეორე ლიგაში არიან,ასე რომ დარჩა დიდი და მსხვილი ქალაქებიდან მხოლოდ ქუთაისი და სამტრედია.
სამტრედიას გასხვისება -მართვაზე ჯერ არავის აქვს არც სურვილი (რომც ჰქონდეს ვინ მიუშვებს) და არც პრეტენზია, თანაც სამტრედიას მერი არა ჰყავს,ჰოდა დარჩა ქუთაისი :)