როგორ ჩამოვიყვანოთ კარგი ლეგიონერი 100 დოლარად - ინტერვიუ ლაშა ჯაკობიასთან

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთმა" მე-4 ტურში ქობულეთის "შუქურას" სტუმრად 4:2 მოუგო, რაშიც ლეგიონერებმა დიდი წვლილი შეიტანეს. მიკოლა კოვტალიუკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჰეთ-თრიკი შეასრულა. 3 გოლიდან ორში ასისტენტობა მას კენიის ნაკრების მცველმა ერიკ უმა ოტიენომ (იგივე "მარსელო") გაუწია. მისი ხელი ერია კოვტალიუკის მესამე გოლშიც.

კოლხების სპორტულმა დირექტორმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ ლეგიონერებზე საინტერესო ამბები მოგვიყვა:

"უკრაინელი ლეგიონერი პირველი ლიგის კოვალიევკას "კოლოსში" თამაშობდა. გაგიკვირდებათ და, მის იჯარაში მხოლოდ 100 დოლარი გადავიხადეთ. მისი კანდიდატურა ლევან გულორდავამ მირჩია, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა და
კლუბში მუშაობს. ზღაპრული თანხა არც მისი ტრანსფერის გამოსყიდვა დაგვიჯდება.

საერთოდ, თუ ეძებ, პოულობ კიდეც. ჩვენ თავდამსხმელს ვეძებდით და იმედია, კოვტალიუკი ჩვენს ნდობას მომავალშიც გაამართლებს", - ამბობს ჯაკობია.

მისი თქმით, კენიელ ერიკ ოტიენოს საინტერესო ვარიანტები გამოუჩნდა:

"მას ახლა რამდენიმე გუნდი აკვირდება: 2 - ბელგიის მთავარი ლიგიდან, თითოც რუსეთის პრემიერლიგიდან და თურქეთის პირველი ლიგიდან. "მარსელოს" ბელგიაში წასვლა შარშანაც შეეძლო, მაგრამ კენიის ნაკრების წევრია და "გენტის" დუბლებში თამაში ამიტომ არ ისურვა. მისი საქართველოში ჩამოყვანა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგი არ იყო.

საერთოდ, აფრიკელებს და ბრაზილიელებს ძალიან უჭირთ ადაპტაციის პერიოდის გავლა. სამშობლოში დარჩენას, აფრიკელებს საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაში ურჩევნიათ".

ჯაკობია არ გამორიცხავს, რომ კენიელი საქართველოს დატოვებს და ამით კლუბი ისარგებლებს:

"მიხარია, რომ კარგი გუნდი და ხელმძღვანელობა შეიკრიბა. დირექტორი თემურ ბარქაია და მთავარი მწვრთნელი გელა სანაია მენდობიან და ერთიანი მოქმედება გუნდზეც აისახა. დაინტერესებული კლუბები ზაფხულში "კოლხეთთან" დალაპარაკებას და "მარსელოს" კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებენ. მან კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დარწმუნებული ვარ, ტრანსფერის შემთხვევაში, "კოლხეთი" ფინანსურად ისარგებლებს და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ერთი ამდენს მიიღებს, რაც კლუბის წინსვლას წაადგება.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ბელგიურ გუნდს სენეგალელი არფანგ დაფეც მოეწონა და მიმაჩნია, რომ ამ კუთხით "კოლხეთის" ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივა გაგვიჩნდა.

როდესაც კლუბში ფული იქნება, უმას დონის კიდევ ორ ლეგიონერს ჩამოვიყვან - ბელგიური სააგენტო, რომელსაც მე წარმოვადგენ, ბევრ საინტერესო ფეხბურთელთან თანამშრომლობს. ამ ორი ფეხბურთელის დამატება ახლაც გვსურდა, მაგრამ "კოლხეთში" თითოეული თეთრი გაწერილია და ამ ტრანსფერებისთვის ბიუჯეტი აღარ გვყოფნიდა".

ჯაკობიას თქმით, ეროვნული ჩემპიონატის ტელეგაშუქება მისი რეკლამირების საუკეთესო გზა იყო:

"სხვათა შორის, ჩვენს ლეგიონერებს იმიტომაც აკვირდებიან, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი ჩემპიონატის ყველა შეხვედრის ვიდეორეპორტაჟს უზრუნველყოფს. შედეგად, ქართულ ლიგას ნებისმიერი დაინტერესებული პირი უყურებს, ჩემი უცხოელი მეგობრებისგან ვიცი, რომ ასეთები საკმაოდ ბევრია.

"მარსელოს" მიმართ კი ეს გუნდები ადრეც იყვნენ დაინტერესებულები და "კოლხეთში" მის თამაშებს თვალი რომ მიადევნეს, დარწმუნდნენ, რომ მართლაც გამორჩეული მოთამაშეა.

ცხადია, ასეთ დროს, შეიძლება, რომელიმე ქართველიც მოხვდეთ თვალში. მოკლედ, ეს დროული და საჭირო პროექტი იყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორაა ჩამოალეგიონერეთ ფოთი? ააწყვეთ კლუბი? ლაშა,სინდისიც კარგი საქმეა.
თქვენ ქართველი ფეხბურთელების არჩევა ვერ ისწავლეთ და უცხოელებში რას გაერკვევით? ექსპერიმენტებს ატარებთ საბიუჯეტო ფულების სახერხად. რომ ამბობდით შავები ქართველებზე იაფად თამაშობენო, აი მაქაა სახეზე იაფი შავების საბოლოო ნამოქმედარი.
მაგივე დღეში ჩავარდება სამტრედიაც მალე.
სანამ ბიუჯეტფულმწოვარები არ მოსცილდებით კლუბებს და კერძო არ გახდება კლუბები,მანამ შველა არ იქნება,ეს გამორიცხულია.
Guadua
30 აგვისტო 2017 12:55
0
მიადევნეთ ჩემპიონატს თვალი და მერე ილაპარაკეთ,მე მომწონს კოვტალიუკის თამაში ფიზიკურად ძლიერია და არც გოლის ალღო დაეწუნება,უკვე ოთხი გოლი აქვს გატანილი და ჯანელიძეს პენალტის დარტყმა რომ დაენებებინა მეხუთესაც გაიტანდა.ეგაა ბიზნესი იაფად რომ მოიყვან ფეხბურთელს და მერე ძვირად გაყიდი.
მალხაზი
09 აპრილი 2017 11:27
0
თავის დროზე, არსენ ვენგერმა 100 000 დოლარი გადაიხადა კოლო ტურეში და ვთქვათ უნდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა არ ვარგა??
ფანი
09 აპრილი 2017 11:03
0
100 დოლარი იმიტო ცჰააცერინეს არენდასჰი რომ 23 ცლამდე საკომპენსაციო ტანხა არ მოეტხოვა უკრაინულ კლუბს მისი სჰესკიდვას კი ნორმალური პასი უცერია რომლის გადახდაც სჰეუზლია ნებისმიერ უმაგლესი ლიგის ფუნდს,სჰესკიდვის უპლება კოლხეტს ეკუტვნის
pele
09 აპრილი 2017 08:51
0
საქმე იმაშია რო ყველას გონია რო კარგი ლეგიონერი მაინცდამაინც დიდ თანხას უკავშირდება. არაა ასე.ამიტო დადიან აფრიკებში და ვენესუელებში აბა გიჟები კი არ არიან. თურქეთშის პირველ ლიგაში თამაშობს მაგარი აფრიკელი თავდამსხმელი,მიკაელ პოტე,აი დინამოს ეგეთი ვინმე ჭირდება.
luk
09 აპრილი 2017 01:39
0
კარგად ყოფილა ქართული ფეხბურთის საქმე, $100 დოლარად მუშა ქალს ვერ ნახავ აბანოში!
ნიკო
08 აპრილი 2017 18:17
0
Samive kargi legioneria
Gio
08 აპრილი 2017 14:59
0
"უკრაინელი ლეგიონერი პირველი ლიგის კოვალიევკას "კოლოსში" თამაშობდა. გაგიკვირდებათ და, მის იჯარაში მხოლოდ 100 დოლარი გადავიხადეთ!
აი დასტური რო მაგარი ... ჩემპი გვაქვს :D:D:D ტიპი 100 დოლარზე მეტი არ ღირს :D:D: და აქ ბომბარდირი უნდა გახდეს :D:D:D:DD:D:D:D:D:
ika
08 აპრილი 2017 14:58
0

სიახლეები პოპულარული