სფფ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან დაინერგება

AutoSharing Option
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საინტერესო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ეროვნულ ლიგას ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ლიგის რომელიმე ტელეკომპანია რომელიმე გუნდის მატჩის ტრანსლაციის უფლებას იყიდის, ტრანსლაციაში გადახდილი თანხა მთლიანად კლუბს გადაერიცხება.

ნაყიდი მატჩის მაღალი ხარისხის სიგნალს ტელეკომპანიას სფფ მიაწვდის და ტრანსლირების "პროდაქშენსაც" მთლიანად სფფ უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ ეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, რომლის ექსკლუზიური უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" გააჩნია.

პირობითად, ტელეკომპანია "რიონი" იყიდის ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებს და საშინაო თუ საგარეო მატჩების ტრანსლირებას მოახდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ "ტორპედოს"
შეხვედრას არ აჩვენებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი".

კობიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება ეროვნულ ლიგაში მეორე წრიდან ამოქმედდება.

როგორც სფფ-ში განმარტავენ, ამ შემთხვევაში გაიზრდება ბიზნესის დაინტერესებაც.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად საიტისთვის
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგალითისათვის რომ ახსენეთ "პირობითად" ტელეკომპანია "რიონი", უკვე თანხმობა მოგცათ თუ მათი იმედი გაქვთ რომ ისინი იქნებიან პიონერები,გუნდების სპონსორები და რეპორტაჟების მყიდველები? თქვენ ხომ ფაქტიურად რეპორტაჟებზე გავლით გუნდების სპონსორობა გინდათ დაავალოთ ტელეკომპანიებს?ილფი და პეტროვი ალბათ საფლავში ბრუნავენ, მათი დაწერილი ოსტაპ ბენდერის ისტორია გააცამტვერა სფფ-მ :)
M.S.
26 აპრილი 2017 15:56
0
საქმე ისე მიდის ქართულ ფეხბურთში რომ იმ ბიუჟეტიდან მირებულ თანხებში ტელევიზიებისთვისაც გაითვალისწინეთ ცოტა თანხა ტრანსლირებისთვის რომ გამოუყოთ. და მადლობაც უთხარით. მე შენ გეტყვი და რელკა მიაწყდება ტელევიზიებს ამ ტრანსლიაციის შესვენების დროს.
ვანო
26 აპრილი 2017 15:38
0
ჯერ მხოლოდ კერძო საკუთრების კლუბები 1-2 ლიგებში,სტადიონები მოწესრიგებული,ხელოვნური საფარების გარეშე,შემდეგ აუცილებლად ფასიანი დასწრება, ამ ფასიანი დასწრებისას დასწრების მაღალი კოეფიციენტი, და მხოლოდ ამის მერე დაფიქრება"შეგვიძლია კი ვინმეს თუნდაც ერთი ლარი მოვსთხოვოთ ამ მატჩების რეტრანსალციისათვისო" ? ახლა კი ყველაფერი პირიქით მოინდომეს.
Jango
26 აპრილი 2017 11:30
0
აბსოლუტური იდიოტიზმი,უსინდისობა და მენეჯმენტის სრული პროფანიზმი,აი ასე შემიძლია მოვნათლო ეს ჩანასახშივე მკვდარი იდეა.
საერთოდ გაგებაში და გააზრებაში არ არიან არც მუჯირი,არც იაშვილი და არც კობიაშვილი თუ რა ხდება ამ ქვეყნად.მაგარი უტვინო უნდა იყოს ტელეკომპანიის მფლობელი რომ თუნდაც 10 ლარი გადაიხადოს არათუ ერთი არამედ საერთოდ სეზონის განმავლობაში საჩვენებელ ყოველ მატჩზე.
ხალხი სტადიონზე არ დადის,რაც დადის უფასოდ დადის და ამ პირობებში გინდათ რომ ტელეკომპანიებმაა გადაიხადონ ფული იმ უხარისხო რეპორტაჟებისათვის რაც დაფინანსებულია ბიუჯეტის ფულით და რომელიც საკმაოდ უხარისხოდაც მიჰყავს ჯფმ სტუდიოს?
დღეისათვის იქეთ უნდა ეხვეწებოდეთ რეგიონალურ ტელევიზიებს, იქეთ უნდა უხდიდეთ ფულს რომ მათმა თავის ბადეში მონახონ საშუალება ეს კარდიბალეტი უჩვენონ რასაც ქართული ფეხბურთი ჰქვია დახეულხალიჩიან ხელოვნურსაფარიან კაცთდასამტვრევ მინდვრებზე.

ზოგჯერ ტვინსაც რომ ანძრევდეთ მორიგი სულელური იდეების გაცხადებამდის ძალიან კარგი იქნებოდა.
Jango
26 აპრილი 2017 11:06
0
მიდი კობი დოიჩლანდში ნამუშევარი კაცი ხარ და ვიცი დისციპლინა გამოიმუშავე , ქვეყნის და საქმის სიყვარული კი გაქვს და ასე რომ დარწმუნებული ვარ ბევრად წინ წაწევ ფეხბურთს, ისე პსვ ეინდჰოვენთან თამაშს დავესწარი გელზერკირხენში 3 გოლი რო შეუგდე მთელი აუფშალკე კობისს ყვიროდა იმ საგამოს აი მაშინ გერმანიაში პირველად ვამაყობდი რო ქართველი ვარ ამდენ ხალხში,
Lashe
26 აპრილი 2017 05:44
0
mshvenieri ideaa, eseti programebi wina xelisuflebis drosac rom ganxorcielebuliyo rogorc dges ketdeba da nela nela nabij nabij win miiwevs. exla bevrad win viqnebodit.
romandro
25 აპრილი 2017 16:55
0
ტელევიზიით გაშუქება კარგია მაგრამ ესქართულ ფეხბურთს წინ ვერ წაწევს.წინ წაწევს ახალი სტადიონები ახალი ბაზები ახალი საფეხბურთო სკოლები მწვრთნელების გადამზადება ბურთები ფორმები ტურნირების ჩატარება რაც შეიძლება მეტის.აი ამის მეტე გვექნება რაღაც შედეგი.
გოგა
25 აპრილი 2017 16:53
0
მე მომწონს სფფ-ის გეგმა და თუ რაღაც კლანებმა არ შეუშალა ხელი ამ პროექტებს და გეგმებს?!ძალიან მალე განვითარდება საქ:ჩემი-იი:მაგ:რაში შეიძლება შეუშალონ ხელი არაკაცის მსგავსებმაა.ბიზნესის შემოსვლას რაც არაერთხელ მომხდარაა....
საღოლ კობის:
25 აპრილი 2017 16:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული