"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა

AutoSharing Option
"მერანთან" პრინციპულ შეხვედრამდე "ზუგდიდს" ვეტერანი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია წარუდგინეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქის მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელებმა (ორივე - კლუბში 50 პროცენტს ფლობს) გუნდის წევრებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ლაშა გოგილავას თქმით, ჯანაშიამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეთავაზება "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მიიღო. ეს შეთანხმება ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ეტაპის დასრულებამდე კლუბში ძირეულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს, თუმცა, შესაძლოა, ოფიციალური მმართველობის უფლება ივნისის ბოლომდე ან პირველი ეტაპის დასრულებამდე მიიღოს.

ჯანაშია საქართველოში 3 წლის
წინათ დაბრუნდა და თბილისის "დინამოს" ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა აკადემიაში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. ის "ზუგდიდის" მიერ წლეულს ჩატარებულ ყველა შეხვედრას ესწრებოდა და ფეხბურთელებზე გარკვეული ინფორმაციაც აქვს.

"საგანგაშო პრობლემებია, რადგან "ზუგდიდი" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ბოლო ადგილზეა. ყველაფერი გამოსწორდება, თუ მიდგომებს შევცვლით და პასუხიმგებლობას ერთად ვიგრძნობთ.

ყველაფრის მიუხედავად, "ზუგდიდს" ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს. შედეგი ძალზე არასასურველია, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდი ათამაშდება და უკეთესი შედეგიც გვექნება", - ამბობს ჯანაშია.

მას ბოლოდროინდელ სკანდალურ ინტერვიუზეც ჰკითხეს, რაზეც "ლოკომოტივის" ყოფილმა ფორვარდმა თქვა, რომ მისი ნათქვამი აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური კონტექსტით დაიწერა და რომ ევროპული ღირებულებები და უვიზო მიმოსვლა სწორედაც რომ სპორტული სამყაროსთვისაა მისაღები...

- [სკანდალური ინტერვიუ] ზაზა ჯანაშიას ყირამალები ფეხბურთსა და ისტორიაში

დავუბრუნდეთ "ზუგდიდის" თემას. ცვლილებები სამწვრთნელო შტაბშიც განხორციელდა. მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ბესიკ შეროზიამ, რომელსაც დროებით მამუკა ჭაჭუა შეცვლის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "ზუგდიდი" შეროზიასთან თანამშრომლობას სხვა მიმართულებით აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემს კომენტარში რა არ მოგეწონათ რომ დაბლოკეთ.ხალხმა თავისი გულისტკივილი კომენტარებში მაინც ხომ უნდა გამოხატოს.რომ გონზე მოეგონ ინალიშვილი და მისი დამქაშები.ესეც დაბლოკეთ რამე ნაირად.
თათია
03 მაისი 2017 17:02
0
სად ეძებენ ასეთ არასერიოზულ ხალხს ზუგდიდის მთავრობა?მეზობელი დანიშნა უცებ მწვრთნელად.შეროზია არ გაუშვათ არ დაგეკარგოთ.ჯანაშიას ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბადრი თუთბერიძეს რომელიც მთავრობიდან იგნორირებულია როგორც მწვრთნელი რადგან არაა ამათი მომხრე,სამაგიეროდ ვინც დღედაღამე აგინებს მთავრობას და ადიდებს ყოფილ მთავრობას ისინი წამყვან პოზიციებზე არიან გუნდში.ინალიშვილი და პერტაია და სხვებიც სასწრაფოდ მოსაშორებელია გუნდიდან.სხვათაშორის მერის ძმალაციც ქავთარაძეც რომელმაც ფეხბურთი საჭმელია თუ სასმელი არ იცის და ყველა პრობკას უხდება.
გოგა
03 მაისი 2017 07:05
0
ზაზა ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყი (ქართველი) მისი თამაშის სანახავად წვიმაში და თოვლში რამდენიმე კილომეტრს გავდიოდი რომ სადაც შუქი იყო იქ მენახა მისი თამაში. როგორც პიროვნება კი ისეთივე უვარგისი გამოდგა როგორც უდიდესი ფეხბურთელების დიდი ნაწილი
sturtuc
02 მაისი 2017 20:46
0
მთელი მთავრობა უძვრება რუსეთს ერთ ადგილში,და იმათზე არაფერს იძახით, აი ზაზამ რა თქვა ისეთი რომ ლამის ბოდიშის მოხდას რომ სთხოვთ.
თენგო
02 მაისი 2017 18:07
0
ინალიშვილი თუ არ მოიშორა არაფერი ეშველება ზუგდიდს.რადგან არცერთ ფეხბურთელს არ სურს იმ გუნდში თამაში სადაც ინალიშვილია.
სოსო
02 მაისი 2017 17:44
0
ერთი არასწორი ნაბიჯი უკვე გადაიდგა! მთავარ მწვრთნელად გვერდით მეზობელი დანიშნა
andro
02 მაისი 2017 13:42
0
ერტი სიტკვიტ...ზაზამ უნდა ტკვას ფეისბუკზე.....რუსეტი ოკუპანტია,,,და რუსეტი მტერია,,,,პუტინი კი........
anzorika.
02 მაისი 2017 13:06
0
თუ აქ აპირებდა მუშაობას, რას ბჟუტურობდა, ვერ გავიგე..
ქუთაისელი
02 მაისი 2017 12:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული