"შეჭრაა საჭირო და იქ ყველას დაგლეჯვა" - ზაზა ჯანაშია რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების პერსპექტივაზე

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ რუსეთის გუნდების ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან მოკვეთაზე გააკეთა კომენტარი.

"სამწუხაროა, რომ ახლა რუსული გუნდები საერთაშორისო შეჯიბრებებში არ მონაწილეობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დაბრუნდება და რუსეთი ამისათვის მზად უნდა იყოს. შეჭრაა საჭირო - იქ ყველას დაგლეჯვა. რამდენად მალე დაბრუნდება რუსეთი? ნახევარი წელი. მაქსიმუმ - წელიწადი. ეს ხომ სპორტია! რა შუაშია აქ პოლიტიკა?", - განაცხადა ჯანაშიამ "ჩემპიონატის" კორესპონდენტ ვლადიმერ ჩეტვერიკთან ინტერვიუში.

იზოლაციაში ყოფნის გამო რუსეთის ფეხბურთის კავშირი აზიის კონფედერაციაში გადასვლის პერსპექტივას განიხილავს.

უნდა აღინიშნოს,
ჯანაშიას ნათქვამმა გამოცემის კომენტარებში დიდი გამოხმაურება და ირონია გამოიწვია. წერენ, რომ მათი გუნდები ადრეც ვერ ბრდღვნიდნენ და ოპტიმიზმი ცოტა არ იყოს სასაცილოა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
როცა მონაწილეობდით მაშინ ხო გლიჯავდით ყველას
გაგა
08:48 05-04-2024
0
ჯანაშიას მენტალიტეტ დებილ... (ც) ბოსკამპი
tikitoki
19:22 05-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული