ჩვენ შინ დავბრუნდით!.. "ჩიხურა" დღეს "დინამოს" ივანწმინდაში უმასპინძლებს

AutoSharing Option
"ჩვენ დავბრუნდით "ივანწმინდა არენაზე", - ეს ამბავი საჩხერის "ჩიხურას" ადმინისტრაციამ გვამცნო და გულშემატკივარს მოუწოდა, რომ 24 მაისს, 16 საათზე თბილისის "დინამოსთან" პრინციპული მატჩისთვის სოსო ფრუიძის გუნდს ძველებურად უგულშემატკივრონ.

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში საჩხერელებს ივანწმინდას სტადიონზე არ უთამაშიათ, რადგან მოედნის საფარი გაფუჭებული იყო და ფეხბურთის ფედერაციამ მის მოწესრიგებამდე შეხვედრების გამართვა აუკრძალათ. ამის გამო საჩხერელები თბილისში ვარჯიშობდნენ, ხოლო მეტოქეებს ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" მასპინძლობდნენ.

ივანწმინდის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები 5 თვეში დააასრულეს, საფარი მოწესრიგდა და ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ არენაზე ეროვნული ლიგის თამაშების მიღების
უფლება დართო.

ასე რომ, დღეს, 24 მაისს, თბილისის "დინამოსთან" საშინაო მატჩს საჩხერელები ნამდვილად შინაურ კედლებში ჩაატარებენ.

კლუბში იმედოვნებენ, რომ ბოლო ტურებში არეულ "ჩიხურას" გულშემატკივარი არ მიატოვებს, გუნდს კი, თავის მხრივ, სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაიით რა, ამ სტადიონზე თამაშის ჩატარებას ისევ ზესტაფონის სტადიონი არჯობიაა?! საღამოს უკეთესი არაა თამაში ვიდრე შუადღეს ივანწმინდაში, მზე რო აჭერს თავზე ფეხბურთელებს?
pablito
14:56 24-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული