ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოში" ცვლილებები იქნება... შესაძლოა, ორი ლეგიონერი დავიმატოთ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა.

Sportall.ge ჩაჩავას დაუკავშირდა, აუქციონში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებზეც ჰკითხა.

"გმადლობთ მოლოცვისთვის. ახლა შვეიცარიის ქალაქ ნიონში ვაპირებ გამგზავრებას, სადაც ევროპალიგის კენჭისყრა გაიმართება. სწორედ იქ შევიტყობთ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქის შესახებ. 21-ში "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" მატჩს დავესწრები, შემდეგ კი კლუბშიც მივალ.

ცვლილებები აუცილებლად იქნება. იცით, ალბათ, რომ უკვე ორი ფეხბურთელი დავიმატეთ - მათე კვირკვია და დავით ხურციძე. ევროტურნირებისთვის კიდევ ორი ფეხბურთელის
დამატება გვსურს. შესაძლოა, ორი ლეგიონერი დავიმატოთ, ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მწვრთნელთან მექნება საუბარი და ერთად შევჯერდებით.

გვჭირდება ფორვარდი და ცენტრალური ნახევარმცველი", - გვითხრა ჩაჩავამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე მაინც მგონია რომ გიგაური. ბაბუნაშვილი, საბანაძე, კუჭუხიძე, საღრიშვილი სათადარიგო სკამის ფეხბურთელებია,დიდი მადლობა ბაბუნაშვილს.
ქუთაისელი
20 ივნისი 2017 11:15
0
რათ გვინდა კოვტალიუკი, უფრო უკეთესი ფეხბურთელი არ უნდა მოიყვანო? აბა რისი სპონსორია ვერ გავიგე...აგერ ლიპარტია წამოვიდა გუნდიდან და დაიმატონ ლიპარტია,
giga
20 ივნისი 2017 11:03
0
FOTIS KOLXETHI aris erti kargi tavdamsxmeli KOVTALIUKI,qartuli gundebis gasagonad araa cudi fexburteli tanac ukrainelia.
S.P
19 ივნისი 2017 15:57
0
მოიტა მეც ამიყვანეთ გაგაძლერეოთ არ გინდაათ?
ასეთი შთაბეჭდილება იქნება ,რომ რაცუფრო მეტი ფეხბურტელი იქნება გუნდში ამით ვსიოო გაძლიერდებიან და ფეხბურთელის დონეს მნიშვნელობა არააქვს რააა...აიყვანე ისეთი ხალხი,რომ მინიმუმ ჯგუფში მოხვდე რო რაღაც 2 კაპიკი მოგება ნახო და ხალხიც გაახაროო..
vai tqvens patrons
19 ივნისი 2017 14:48
0
წელს მხოლდო ტორპედოს იმედი მაქ ევრო სარბიელზე და კარგი იქნება თუ ლეგიონერებს დაიმატებენ
nika
19 ივნისი 2017 13:43
0
ზაზა გილოცავ მიზნის მიხწევას, ყველა ტორპედოს ბალეშიკი თქვენს გვერდიტ იქნება და ტქვენ თუ ქუტაისელი ხართ არაფერი არ შეგეშლებატ და ტქენი და ბიჭების შრომიტ მოგვიტანე გახარება ქუტაისლებს.
gela
19 ივნისი 2017 13:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული