ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოში" ცვლილებები იქნება... შესაძლოა, ორი ლეგიონერი დავიმატოთ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა.

Sportall.ge ჩაჩავას დაუკავშირდა, აუქციონში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო გეგმებზეც ჰკითხა.

"გმადლობთ მოლოცვისთვის. ახლა შვეიცარიის ქალაქ ნიონში ვაპირებ გამგზავრებას, სადაც ევროპალიგის კენჭისყრა გაიმართება. სწორედ იქ შევიტყობთ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედოს" მეტოქის შესახებ. 21-ში "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" მატჩს დავესწრები, შემდეგ კი კლუბშიც მივალ.

ცვლილებები აუცილებლად იქნება. იცით, ალბათ, რომ უკვე ორი ფეხბურთელი დავიმატეთ - მათე კვირკვია და დავით ხურციძე. ევროტურნირებისთვის კიდევ ორი ფეხბურთელის
დამატება გვსურს. შესაძლოა, ორი ლეგიონერი დავიმატოთ, ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მწვრთნელთან მექნება საუბარი და ერთად შევჯერდებით.

გვჭირდება ფორვარდი და ცენტრალური ნახევარმცველი", - გვითხრა ჩაჩავამ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე მაინც მგონია რომ გიგაური. ბაბუნაშვილი, საბანაძე, კუჭუხიძე, საღრიშვილი სათადარიგო სკამის ფეხბურთელებია,დიდი მადლობა ბაბუნაშვილს.
ქუთაისელი
11:15 20-06-2017
0
რათ გვინდა კოვტალიუკი, უფრო უკეთესი ფეხბურთელი არ უნდა მოიყვანო? აბა რისი სპონსორია ვერ გავიგე...აგერ ლიპარტია წამოვიდა გუნდიდან და დაიმატონ ლიპარტია,
giga
11:03 20-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული