~ატლეტიკო პარანაენსეს” დირექტორატის წევრები თბილისს ესტუმრნენ, ქვემო ქართლის ადმინისტრაციის ხელმძღანელ დავით კირკიტაძეს შეხვდნენ და ~ოლიმპის” თავკაცებთან
"ოლიმპში" სამხრეთამერიკულებს დიდი იმედებს უკავშირებდნენ: ბრაზილიის უმაღლესი ლიგის ~ატლეტიკო პარანაენსედან” რუსთავში ექვს ფეხბურთელი ჩამოიყვანეს: მცველი ალექს ფრაგა, ნახევარმცველები ჯერონიმო ოლივეირა, ანდერსონ აკინო, ფორვარდები გილერმე ესტევაო ჩოკო, ჟონატას კარდოზო და ედი სალესი.
საბოლოოდ, მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა საქართველო ვერ იგუა, ხალისით არ თამაშობდნენ და სამშობლოში წასვლა სურდათ. პირველივე წრეშივე გაუშვეს ჯერონიმო, ედი სალესი, ჩოკო და ჟონატასი. სამაგიეროდ, ~ოლიმპის” წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს აკინომ და ფრაგამ. პირველი 26 გოლით, ეროვნული პირველობის ბომბარდირი გახდა, ფრაგა კი პირველობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველად აღიარეს.
ზამთარში რუსთავის ~ოლიმპი” გაძლიერდა, მაგრამ ახალწვეულთა შორის არ იყვნენ ბრაზილიელები, რომელთა შესახებაც მანამდე ბევრს ლაპარაკობდნენ. უკვე მაშინ ჩანდა, რომ ~ბრაზილიური პროექტი” ჩაშლის პირას იყო. ამაზე გარკვეულწილად ისიც მიუთითებდა, რომ ~ატლეტიკო პარანაენსეს” პროექტის ბელარუსში განხორციელება მინსკის ~დინამომ” შესთავაზა. მათ განსაკუთრებით აკინოსა და ფრაგას აყვანა სურდათ. ზამთარში რუსთავს კლუბის დელეგაცია ესტუმრა და ~ოლიმპს’ ბრაზილიელების არენდის გამოსყიდვაზე დაელაპარაკა.
კირკიტაძის ბრაზილიაში ვიზიტმა პროექტის გადარჩენის იმედი გააღვიძა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ან ევროლიგაზე გასვლის შემთხვევაში, ~პარანაენსე” რუსთაველებს ყველა პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშეს დაუთმობდა.
თუმცა, სეზონი დასრულდა, ანდერსონ აკინოს და ალექს ფარაგას საქართველოში დაბრუნების იმედი გადაიწურა. აკინოს აქ დარჩენა რომ არ სურდა, ბოლო ტურებში ზერელე თამაშზეც შეეტყო, ფრაგა კი ფიქრობდა. საბოლოოდ, მათი ჩამოსვლა გამოირიცხა, ~ოლიმპმა” არენდაში ბრაზილიელების მოთხოვნილი თანხა იძვირა.
გუშინ კი შევიტყვეთ, რომ აკინო კარიერას მინსკის ~დინამო” გააგრძელებს - სავარუდოდ, ფრაგაც, ბრაზილიურ პროექტს კი საქართველოს ნაცვლად, ბელარუსში განახორციელებენ.
საწყენია, რომ ალადაშვილის ეს მშვენიერი წამოწყება საქართველოში ვერ განხორციელდა. ვფიქრობ, ყაზახეთის ჩემპიონ ~აქტობესთან” მოსაგებად ~ოლიმპს” აკინოსა და ფრაგას კლასიც ეყოფოდა. თუმცა, სინანული უკვე უადგილოა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”