გია ცეცაძე: ევროტურნირს თუ გამოვეთიშებით, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. 11 ივლისს ქართული კლუბი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" ბაქოში ესტუმრება.

მანამდე კი სამტრდიელებმა ფორვარდი ნიკა საბანაძე და მცველი ბაქარი ბალდე დაიმატეს.

როგორ მიდის მზადების პროცესი და იგეგმება თუ არა კიდევ ტრანსფერები, ამის გასაგებად Sportall.ge "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დავუკავშირდით.

- ჩვეულებრივ, ვემზადებით. ორი ტრანსფერი განვახორციელეთ და ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ კლუბის ხელმძძღვანელობა ამ საკითხზე კიდევ მუშაობს. ვნახოთ, რა იქნება. შეაძლოა, ტრანსფერები კიდევ იყოს.

- რა პოზიციებზე საჭიროებთ გაძლიერებას?
-
ყველა პოზიციაზე გვყავს კარგი ფეხბურთელები, უბრალოდ, კონკურენციის გაზრდა იქნებოდა კარგი.

- მეტოქეზე რას გვეტყვით? ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში "ყარაბაღმა" 10 გოლი გაუშვა...
- ამხანაგურ მატჩში წაგება და 10 გოლის გაშვება არაფერს ნიშნავს. "ყარაბაღი" ძლიერი გუნდია და ბრძოლა იქნება. ჩვენი სურვილი ამ ეტაპის გადალახვაა.

ვაკეთებთ ანალიზს, ვსწავლობთ მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. არ მგონია, ამ წყვილში ყველაფერი პირველმა მატჩმა გადაწყვიტოს.

- სამმა ქართულმა კლუბმა პირველი მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე და სამივემ - წარუმატებლად. შედეგად, გულშემატკივართა ნაწილმა ეს წარუმატებლობა ჩემპიონატის ახალ ფორმატს დააბრალა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ფორმატი და ადგება თუ არა ის "სამტრედიას"?
- ეგ არასწორი ხედვა და არასწორი მიდგომაა. არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას იმდენად დიდი ანალიტიკოსები, რომ ექვს თვეში დასკვნას დებდნენ, გაამართლა თუ არა ფორმატმა. მიდგომა, რომ დღეს გაკეთებულმა საქმემ ხვალვე შედეგი უნდა მოიტანოს, არასწორია. მხოლოდ 1-2 წლის შემდეგ შეგვეძლება თქმა, გაამართლა თუ არა, მაგრამ არა ახლა.

ჩემი გუნდიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს ფორმატი უფრო გვადგება და ახლა იმაზე გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე წინა წელს ერთი თვის დასვენებულები ვიყავით. მაშინ ფორმაში შესვლა რთული იყო, ახლა კი მომზადებული არიან ფეხბურთელები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გაივლი ყველა ეტაპს, ბევრი რამ მეტოქეზეა დამოკიდებული, მაგრამ ფორმაში მყოფი გუნდი ფორმიდან ამოვარდნილს რომ სჯობს, მაგას ჩემი თქმა რად უნდა?!

ამიტომ დღეს იმაზე საუბარი, რომ ფორმატმა არ გაამართლა, მართებულად არ მიმაჩნია. თუ წავაგებთ და ევროტურნირებს გამოვეთიშებით, პირველ რიგში, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის. სხვა ფორმატი რომც იყოს, მაშინაც ასე იქნებოდა. შენი წრუმატებლობა გარე პიობებს არ უნდა დააბრალო.
მკითხველის კომენტარები / 25 /
დინამო რა ბოღმა ხარ? მიხედე შენს გუნდს,გასახდელში შუქის ცამქრობი არარავინ დარჩა არც დინამო და არც სამტრედია ვინმესი არაა უნდა ვუქომაგოთ ქართულ გუნდს აი მომავალ წელს დინამო რომ გავა ასე დაწერს სხვაც და გეწყინებათ.იმის მაგივრად ქართული გუნდის გალიერებაშიმიეღო მონაწილეობა ფეხბურზტელებით ნახევარი გუნდი გაყიდეთ თქვენისთანა ხალხუის ბრალია რომ ქარძზთული ფეხბურთი მოკვდა ან სულს ღაფავს
სანდრო
08 ივლისი 2017 18:40
0
სამტრედიავ სამტრედიავ მუდავ მზიანო
giorgi
08 ივლისი 2017 18:39
0
მოგებით ვერ მოვიგებთ გასვლას, მაგრამ იდეალური ვარიანტი იქნება გოლიანი ფრე 2-2 აი ეს გვაწყობს. თბილისში კი ნამდვილად ვერ მოიგებს ყარაბახი მიზეზთა გამო, თუკი 2-2 ბაქოდან წამოვიღეთ.
M.S.
08 ივლისი 2017 18:22
0
ცეცაძე მაგარი ტრენერია ხალხოოო დამიჯერეტ და ზოგოგიერთებმა ტავი დაანებეთ პირველობას და ნუ ეცდებით ცეცაძის ადგილის დაკავებას თორე ხალხის რისხვა არ აგცდებათ.. გიული სჰენ გეხება ეს
xoxo rogor utxrian dzirs cecas
08 ივლისი 2017 18:07
0
chven sul shens gverdit viqnebit ra angarishitac arunda waagot da exla giuli shen mogiwodeb trenerobas ro umizneb da cecas adgils droze daaatie erti adgilii tuar ginda xalxma gadagiaros da ro dadixar da idzaxi ceca ris treneriao shen mixede bavshvebs da ckuit iyavi..
ceca magari kaci xar...
08 ივლისი 2017 18:01
0
ხოოო ახლა რის საშუალება ექნებათ ფული შეჭამეს ხაჭაპურივით, უბრალოდ ისეთი ფეხბურთელი გვჭირდება ვინც ჩამოწერილი არაა და თამაში შეუძლია, ეს ყველაფერი დაიმახსოვრეთ და ბოლოს გაიხსენეთ როცა მიხვდებით რომ მართალი ვარ, მერე მომთხოვე ტაში ტუშები ახლა ვნახოთ 11 ში რა იქნება ან კიდე ერთი კვირის შემდეგ, ღმერთს ვთხოვ რომ ვცდებოდე, მაგრამ არამგონია.
სიმართლე
08 ივლისი 2017 18:00
0
შანსი ნამდვილად არის იმედია გავა სამტრედია თორე სრული კრახია ეს რაც ვნახეთ
dato
08 ივლისი 2017 17:42
0
aoeee,meti ratrasferebi gindat aba? ra dani alveshma ro datova iuve is xom arunda wamoeyvanat? ligas rom gaqachavs isetebis yidva moundat ex ra...rac sashvaleba aqvt isetebi moyavt da vinc yavt imat vugulshemavtkivrod,da tuarmogcont uketesis shezenashi tviton daexmaret klubs,da amas tu ver axerxeb gachumdit mainc da vinc cotas mainc aketebs mat dacadet da ubralod tashis dakvras nu daizarebt,sxvas xomarafels gtxoven?
romandro
08 ივლისი 2017 17:00
0
არ ვიცი რა იქნება მარა ცეცას გვჯერავს ყველა სამტრედიელ ფანს რატო მეც არ ვიცი მე რასაც ვფიქრობ ამას ორივე თამაშის მერე დავწერ თუ ისე წავიდა ყველაფერი.
samtredski
08 ივლისი 2017 16:32
0
პირდაპირ რონალდო და მარსელო დაიმატეს მგონიიიიი. თქვენი სელექციონერი როგორ არჩევს ფეხბურთელებს? რომელიც უფასოა თუ რომელიც კარგი მოთამაშეა და მართლა გამოადგება გუნდს? ბათუმის მსგავსად როგორც მარცვალაძე შეიფარეს ისე ხომარააა აქაც? გრცხვენოდეთ საკუთარი თავის ..., ნახევარი გუნდი შესაცვლელი გყავდა და 2 კაცს იმატებ? ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ გახვიდე ისეთი გუნდი გყავს. ყარაბახმა რომ გააგდოს სამტრედია თავის მართლება გასწავლო? გადადექი პირდაპირ რამე ახსნების და დაბოლების ნაცვლად, გუნდი გაიყვანე და არა ვიგაცის ბიძაშვილ ძმიშვილები რომ სამტრედიაში აღარ გაგაჩერებს გულშემატკივარი. ფეხბურთი მიყვარს და დავდივარ თამაშებზე და ბათუმში რომ ჩამოხვალთ სათამაშოდ ჩემპიონატის მატჩზე ტაში დამაკვრევინე და მადლობა მათქმევინე წარმატებულად ასპარეზობისთვის. წარმატებებს გისურვებთ.
სიმართლე
08 ივლისი 2017 16:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული